x
image
ნინო დვალაშვილი
ვინ არის აჰმედ ჩატაევი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტია

image
საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი გაბირელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედა" იქნა ლიკვიდირებული. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ არცერთ ძალოვან უწყებაში და საზოგადოებას სთხოვენ, საქმის გამოძიების დასრულებას დაელოდონ . რა მოხდება თუ დადასტურდება რომ ლიკვიდირებული ტერორისტი მართლაც აჰმედ ჩატაევია? - ეს ნამდვილად სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საქართველოს არსებულ ხელისუფლებას. შესაძლოა, პასუხისგება მოუწიოს უამრავ მაღალჩინოსა და მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტსაც. თუ რატომ ამაზე სტატიის ბოლოს. ახლა კი გავიცნოთ, აჰმედ ჩატაევი, ვინ იყო და საიდან იწყება მისი ტერორისტად ჩამოყალიბების ისტორია.

აჰმედ ჩატაევი 36 წლის ცნობილი ჩეჩენი მებრძოლი იყო. იგი 2000 წელს მომხდარი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაიჭრა, დაჭრილი ჩატაევი რუსმა სამხედროება გაიტაცეს და სასტიკად აწამეს. სწორედ ამ დროს დაკარგა მან მარჯვენა ხელი.

ჩატაევი ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ავსტრიის ხელისუფლებამ, ზაკაევის შუამდგომლობით, აჰმედ ჩატაევს ლტოვილის სტატუსი და ახალი გვარი მიანიჭა.

ავსტრიაში ცხოვრების პერიოდში ჩატაევი, ჩეჩენი მეთაურის, რამზან კადიროვის ყოფილი პირადი მცველის, უმარ ისმაილოვის დაჯგუფების წევრად ითვლებოდა, რომელიც 2009 წლის იანვარში, ვენაში ჩაცხრილეს. ისმაილოვი კადიროვს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებდა.

2007 წლის მარტში, ჩატაევი იარაღის ტარების ბრალდებით, შვედეთში დააკავეს და მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

2010 წლის იანვარში, ჩატაევი უკრაინაში დააპატიმრეს. რუსეთი მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ჩარევით, ლტოლილის სტატუსის მქონე ჩატაევი უკრაინაში დატოვეს.

2010 წლის მარტში, უკრაინამ ჩეჩენი მებრძოლი დეპორტით საქართველოში გამოისტუმრა. ჩატაევს დახმარება საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აღმოუჩინა. 2010 წლიდან აჰმედ ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მას მეუღლე, აინა მარგოშვილი და ერთი შვილი ჰყავდა.

2011 წლის მაისში, ჩატაევი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააპატიმრეს. რუსეთმა ამჯერადაც მოითხოვა მისი ექსტრადირება, თუმცა უშედეგოდ.

და აი, სწორედ 2012 წელს საქათველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლებმა, აჰმედ ჩატაევი ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა. იგი 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ხეობაში, შემდეგ სანიპერმა ფეხში დაჭრა და თავად ჩაბარდა სასაზღვრო პოლიციას. გორის ჰოსპიტალში ჩატაევს მარცხენა ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცავები მას ბრალს სდებდნენ, რომ შეიარაღებული იყო და ორმხირივი სროლის დროს, მანაც გახსნა ცეცხლი, რასაც ჩატაევი გატეკორიულად უარყოფდა. ჩატაევს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავდა. უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ჩეჩენი ლტოლვილი უკანონო პატიმარია. ჩატაევის გათავისუფლების მოთხოვნით ჩეჩნებმა პანკისის ხეობაში, ასევე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციები გამართეს. ამ დროს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "შაყოველთაო ამინისტია" აჰმედ ჩატაევსაც შეეხო, თუმცა მისმა ადვოკატმა ამინისტია არ გამოიყენა, რადგან დარწმუნებული იყო რომ საქმეს მოიგებდა. 2012 წლის 6 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.


ყველაზე უცნაური ის ფაქტი იყო, რომ 2013 წლის 18 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ აჰმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა და გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა. ასე, რომ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული აჰმედ ჩატაევი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თავად გაათავისუფლა პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ცალხელა აჰმედა" სირიაში ცხოვრობდა და ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ დაჯგუფებას "იარმკუკს" ხელმძღვანელობდა.

2015 წლის მარტში, აჰმედ ჩატაევმა 3 წუთიანი ვიდეო მიმართვა გაავრცელა“ სადაც იგი ამბობს: "მინდა სალამი გადავცე დაღესტნის ვილაიეთში მებრძოლ ჩვენს მოჯაჰედ ძმებს, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს. სალამი და ალაჰის წყალობა მათ მეთაურს, აბუ მუჰამედ კუდარელს. ამ ამბავმა ჩვენ ძლიერ გაგვახარა. მე მოვუწოდებ ჩვენს დანარჩენ ძმებს - შემოგვიერთდით, გავზარდოთ ხალიფატის ტერიტორია და ისლამის რელიგია. დავდგეთ ერთი დროშის ქვეშ."

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები, სირიაში საბრძოლველად დღემდე მიდიან. ჯიჰადის გამოცხადების შემდეგ, ყველა მუსულმანი თავს ვალდებულად თვლის წავიდეს და საკუთარი სარწმუნოებისა და ხალხის დასაცავად იბრძოლოს. ისინი ფიცსაც კი დებენ, რომ ერთმანეთისთვის იბრძოლებენ და თუ რომელიმეს სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდება შურს იძიებენ. 2016 წელს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად, თურქული მედია სწორედ აჰმედ ჩატაევს ასახელებდა. უცნობია, რა სახის ტერორისტულ აქტს გეგმავდა საქართველოში ჩეჩენი მებროლი, ჯერჯერობით ხელისუფლება დუმს, რადგან თავად შეიქმნეს სერიზოული პრობლემა, ტერორიზმში ეჭვმიტანილის გათავისუფლებითა და შემდეგ ლიკვიდაციით. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვირჩია, დაველოდოთ საქმის გამოძიებას.

3
683
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
683
  
25 ნოემბერი, 15:49
ლაფანყურში წინა ხელისუფლებამ ჩაიყვანა ჩატაევი მოლაპარაკებაზე, მოლაპარაკებამ შედეგი, რომ არ გამოიყო დარჩა ჩეჩნებთან სროლისას დაიჭრა.
ჩაბარებითაც თავად ჩაბარდა.
ორი ხელყუმბარა ჰქონდა თან როცა მწყემსის შუამავლობით ჩაბარდა ჩვენს ძალოვნებს.
25 ნოემბერი, 10:24
ჩატაევის მიმართ საქართველომ სამართლებრივი დევნა 2013 წელს შეწყვიტა, შესაბამიად აქ ყოფნის კანონიერი უფლება ჰქონდა. სწორედ ესაა პრობლემა, რომ დამნაშავე იყო და მაინც გაამართლეს. სამი მოწმე ამტკიცებდა, რომ "ლაფანყურის სპეცოპერაციის" დროს შეიარაღებული იყო, მაგრამ ,მაინც ვერ დაუმტკიცეს და გაუშვეს.
24 ნოემბერი, 12:58
აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით დღევანდელ ხელისუფლებას საერთაშორისო კუთხით არაფერი ემუქრება, რადგან მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში (ვგულისხმობ მის დუისში ცხოვრების პერიოდს) ის არ იძებნებოდა ინტერპოლის მიერ და არც რუსეთის გარდა ეძებდა ვინმე, რუსეთთან კი იმ პერიოდში არანაირი ხელშეკრულებით არ გვქონდა ვალდებულება რუსეთის მიერ ძებნილი გადაგვეცა რუსეთისათვის.
ახლა რეალურად ჩატაევი თუა ლიკვიდირებული დაუყოვნებლივ მოსახსნელია სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელი.
ტერორისტი ჩატაევი იქნება თუ ნიკიფოროვი ექვემდებარება ლოკვიდაციას.
0 1 3