x
image
ნინო ბაისონაშვილი
ანტიტერორისტული ოპერაცია თბილისში: სროლა და აფეთქებები
image

ფრანგული გამოცემა “კოტიდიენი“ გუშინ თბილისში, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შესახებ წერს:

ქართული ანტიტერორისტული ძალები გუშინ ატარებდნენ სპეცოპერციას, თბილისის გარეუბნის საცხოვრებელ კორპუსში, ადგილი ჰქონდა სროლასა და აფეთქებებსაც.

“ტერორისტული დაჯგუფების წევრები უარს აცხადებდნენ დანებებაზე. მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას“-ნათქვამია ქართული დაცვის სამსახურის კომუნიკეში.


..ერთ-ერთი დაჭრილი სპეცრაზმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს“-განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა სატელევიზიო ჩართვაში. ქართული სატელევიზიო არხის, “რუსთავი 2-ის“ ცნობით, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

“ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, მიმდინარეობს სპეცოპერაცია დანარჩენების დასაკავებლად, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ეკუთვნიან ტერორისტულ ორგანიზაციას“-განაცხადა მან.

ძიება მიმდინარეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ, რათა დადგინდეს კრიმინალური კავშირები ეჭვმიტანილებს შორის.

ქართული ტელეარხები ავრცელებდნენ ათიოდე სპეცრაზმელის და სამხედრო მანქანის ფოტოებს.


აღსანიშნავია, რომ საქართველო უახლოეს წარსულში არასდროს არ გამხდარა დიდი ტერორისტული შეტევების ობიექტი.

კომპეტენტური პირების თქმით, ორმოცდაათამდე მოქალაქე უნდა იყოს ჩართული სირიასა და ერაყში ტერორისტულ მოქმედებებში “ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ. სახელდობრ, საუბარია იმ ქართველებზე, რომლებიც წარმოადგენენ ჩეჩნურ მუსლიმანურ უმცირესობას და, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ხეობაში ცხოვრობენ.

0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0