x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 საინტერესო ფაქტი მოდის შესახებ

image

მოდა მიდის, მოდა მოდის, ყველაზე ხშირად კი მოდაზე ამბობენ რომ

ბრუნავს. წარმოგიდგენთ 6 საინტერესო ფაქტრს, რომელიც შესაძლოა თქვენთვის დღემდე

უცნობი იყო.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. სახელოების ბოლოში ღილების დამაგრების იდეა ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნის. მან ეს იმისთვის მოიგონა, რომ ჯარისკაცებს ცხვირი სახელოთი ვეღარ მოეწმინდათ.


2. დღესდღეობით ბავშვების მოდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა 200 წლის წინ მათ ქალისა და მამაკაცის მოდელების დაპატარავებული ვარიანტები ეცვათ.

image


3. მე-19 საუკუნეში დიზაინერებს არ ჰყავდათ მოდელები. ისინი თავიანთ ნამუშევრებს პატარა თოჯინებს აცმევდნენ. ეს იყო კარგი იდეა, რადგან დიზაინერებს არ ჰქონდათ საკმარისი ფული პოდიუმის მოსაწყობად.


4. როგორც იცით, ბევრი ვარსკვლავი ატარებს წვერს, რუსეთში პეტრე დიდმა მამაკაცებს ჯარიმის გადახდა დაუწესა წვერის ტარებისთვის. რადგან მაშინ მოდურად არ ითვლებოდა, ეს ჯარიმა იმისთვის შემოიღეს, რომ რუსებს წვერი გაეპარსათ და ევროპელებს დამსგავსებოდნენ.


5. ტანგა პირველად ნიუ-იორკში შეიქმნა მერის - ფიორელო ჰენრი ლა გუარდიას ინიციატივით, რომელსაც არ მოეწონა მოცეკვავეები
რომლებიც საცვლების გარეშე ცეკვავდნენ და ბრძანა მათთვის ძალიან პატარა ზომის ტრუსების შექმნა სიშიშვლის დასაფარად.

image

6. ამჟამად ხშირი წარბები ძალიან მოდურია. რენესანსის პერიოდში კი მოდური ქალბატონები წარბებს იპარსავდნენ. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამისა გახლავთ მონა ლიზა

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0