x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი თაღლითობა სოციალურ ქსელში:"დედა მომიკვდა და ფული მასესხე,ხუთშაბათს დაგიბუნებ"

image

პორტალ Pikabu-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა უცნაური შემთხვევა აღწერა, რომელიც სოციალურ ქსელ «ВКонтакте»-ში შეემთხვა.

როგორც მომხმარებელი ნიკით ostapas-ს აღნიშნავს, ახლობლისგან მოუვიდა ასეთი სახის შეტყობინება:"დღეს ძალიან ცუდი ამბავი შემემთხვა, დავკარგე საყვარელი დედა, კეთილი და და ძალიან პოზიტიური ადამიანი, ხსოვნა იყოს შენი ჩემო ძვირფასო!!! შენ სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულებში! გამოვემშვიდობებით მას ხუთშაბათს, ცოტა მოგვიანებით გაცნობებ სად და როდის".

ადრესატმა მიუსმძიმრა, ცოტა ხნის შემდეგ კი მოუვიდა შემდეგი შეტყობინება:"ძალიან მეუხერხულება მაგრამ ფინანსური დახმარება მჭირდება...გირაო მაქვს შესატანი კუბოზე და პანაშვიდებზე, თანხას ხუთშაბათს აუცილებლად მთლიანად დაგიბრუნებ".

ostapas-მა რაღაც საეჭვოდ მიიჩნია შეტყობინება და ახლობელს დაურეკა, გაირკვა, რომ მის მეგობარს დედა ცოცხალია, ხოლო თაღლითმა მისი აკაუნტი გატეხა.

როგორც გაირკვა ანალოგიური წერილები მიუვიდათ სხვა ინტერნეტმომხარებლებსაც;

" ეს არის კლასიკა, ადრე რეალურ ცხოვრებაში, ახლა ქსელში -წერს ერთ-ერთი მომხმარებელი-ადრე დადიოდნენ დეიდები დამწუხრებული სახით.იცით გვერდით სადარბაზოში გარდაიცვალა მარია ივანოვნა, ვისაც რამდენი შეგიძლიათ დადეთ.."

როგორც lenta.ru იუწყება, თაღლითების გაგზავნილი ტექსტი ყველგან იდენტურია, თან პარალელურად სოციალური ქსელის გატეხვის გარდა გებულობენ მომხმარებლის ტელეფონის ნომერს და ამის შემდეგ მიდის სმს მიმოწერა.თაღლითების მიზანი მარტივია, თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშზე.


0
104
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0