x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
იაფფასიანი, მაგრამ საუკეთესო AMG მერსედესისგან
გამარჯობა, დღეს მინდა ერთ შესანიშნავ ავტომობილზე დავწერო, რომელმაც ჩემი გაოცება შეძლო თავისი უდიდესი პოტენციალით, ხელმისაწვდომი ფასით და შესანიშნავი დიზაინით. დიახ, ბატონებო, მიესალმეთ ყველასთვის ნაცნობ ძარას C32 AMG (w203) 2001-2004.


საქარველოში ფართოდა გავცელებული ეს მოდელი ძირითადათ პატარა ძრავებით(გაკვეხებული გაზის ბალონით), მისი პლიუსებია კომპორტი, ეკონომიურობა და პრაქტიკულობა.


image


თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ არსებობს ამ მოდელის ტოპ ვერსია AMG, დიახ და ეს ლოგო ტყუილად არ ამშვენებს (როგორც „ტრუხაზე“ მიკრული M ან hamann)ეს ის მოდელია, რომელმაც ბევრ BMW_ს პატრონს ატკინა გული.



image

მოდით, ერთად გავიგოთ თუ რატომაა ასეთი კარგი ეს მოდელი და რას გვთავაზობს, მაშ ასე:მისი (გული) ძრავა წარმოადგენს M112 V6 3.2 ლიტრიან კომპრესორს, გამოიმუშავებს 354 ც.ძ და 450 ნიუტონმეტრს რომელიც მიერთებულია 5 სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთან, ამ ძრავით არიან აღჭურვილები ასევე 2001–2003 SLK32 AMG და 2005–2006 Chrysler Crossfire SRT-6 . M112 ჩვენთან პოპულარული M113 5.5 V8 კომპრესორის პატარა ძმა.

image


ამ ძრავმა იმით მოიპოვა პოპულარობა რომ პატარა დანახარჯებით ადვილია მისი გაძლიერება და 50+ ც.ძ მიღება..საქართველოში ბევრგან კეთდება ამ ძრავის ტუნინგი, გადაცემათა კოლოფის დანასტროიკება და კომპიუტერის გაჩიპვა, პატარავდება კომპრესორის შკივი, რის ხარჯზეც კომპრესორი უფრო მეტ ჰაერს ტუმბავს (ქარხნულად 1 bar) რის ხარჯზეც მიიღება ცხენისძალები..

მისი ტუნინგი 500-600$ მერყებს, რაც ბევრად იაფია კონკურენტ მოდელებზე.


image

ავტომობილის მასა 1635 კ.გ და უკანა ამძრაობით იდეალურად დრიფტავს. 0_100 ქარხნულად 5.2 წამში ჩქარდება მაქსიმალური სიჩქარე 300 კ.სთ მუშაობს 95 ოქტანობის საწვავზე, საწვავის ხარჯი:

ქალაქი -16.7ლ

შერეული -11.6ლ

ავტობანი -8.6ლ

image


ახლა მის ფასზეც ვისაუბროთ მისი შეძენა საქართველოში 5000-6000$ შეგიძლიათ რაც მის კონკურენტ M3_ზე ბევრად იაფია. ავტომობილი მთლიანად AMG პაკეტშია, ასევე ქარხნულად მოყვება 17 დიუმიანი AMG დისკები, AMG დახვრეტილი, აპორნები, AMG სუპორტები, AMG სპორტული მაყუჩი, AMG ბამპერები, AMG სპორტული სავარძლები

image


დავდებ რამდენიმე ვიდეოსაც სადაც M3 ათახსირებს..

მადლობა ყურადღებისთვის:







0
222
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი გუზიტაშვილი
გიორგი გუზიტაშვილი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0