x
image
კატაპულტი
პატრიარქმა მისი თანამოსაყდრე დაასახელა.ვინ არის ქართული ეკლესიის წინამძღოლის პოტენციური მემკვიდრე?
image
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გამართულ სადღესასწაულო წირვის დაწყების წინ მისი თანამოსაყდრე დაასახელა.ის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირია.პატრიარქის განცხადებით, აღნიშნული ბრძანება დღეს დაიწერა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრედ დადგენილია ყოვლად უსამღვდელოესობა მიტროპოლიტი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი" –განაცხადა ილია II-მ.

ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი? მცირე ინფორმაცია მის შესახებ:

მისი ერისკაცობის სახელი და გვარია ელიზბარ თეიმურაზის-ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში.1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია.შიო მუჯირი 1993 წელს აღიკვეცა ბერად, 1996 წელს კი ის მღვდლად აკურთხეს.სხვადასხვა დროს იყო კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის, ილია წინასწარმეტყველის ტაძრის, ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისა და მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი.2003 წელს იგი აირჩიეს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად, 2010 წელს კი მიტროპოლიტად.ის ასევე არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი.


პატრიარქის თანამოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად მის პატრიარქად დადგინებას.გადაწყვეტილება უნდა მიიღოს წმინდა სინოდმა.

იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი შეუძლოდ იქნება, მის მოვალეობას მისი თანამოსაყდრე, ამ შემთხვევაში, მიტროპოლიტი შიო მუჯირი შეასრულებს.

0
31
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0