x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
"ფოტოგრაფობიდან მსახიობობამდე" ინტერვიუ ბებესთან
ფოტოგრაფი და აწ უკვე მსახიობი ბებე დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია, მან ახლახანს ჯეოსელის ახალ რეკლამაში მთავარი როლი შეასრულა, რასაც დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, მან მცირე დროის მანძილზე არაერთ სპეკტაკლში ითამაშა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე.



image
- ბებე, რამ განაპირობა პროფესიის შეცვლა და აპირებთ თუ არა მაღალი საფეხურების დაპყრობას როგორც კინო, ასევე სარეკლამო ინდუსტრიაში?

- პროფესიის შეცლა განაპირობა იმან, რომ მეგობარმა დამპატიჟა თეატრში, დიდი თეატრის მოყვარული არ ვიყავი, ამიტომ მეგობრს გავყევი, რომ არ სწყენოდა, როცა შევედით და დაიწყო სპეკტაკლი თითქოს რაღაც ზებუნებრივი ვიგრძენი, რაღაც უცხო ჩემთვის, როცა სპეკტაკლი დამთავრდა, ემოციებს ვერ ვმალავდი და მაღალ ხმაზე ვყიროდი აპლოდისმენტების თანხლებით. მის შემდეგ თითქმის არც ერთი სპეკტაკლი არ გამომიტოვებია, განურჩევლად ყველას ვესწრებოდი, ერთ დღესაც შემამჩნია ზურა ყიფშიძემ და თავისთან მომიხმო, მან ჩემდა გასაკვირად მომცა პატარა ეტიუდი, რასაც ასე თუ ისე თავი გავართვი, მის მახვილ თვალს ჩემი სპეკტაკლებზე ყოფნა არ გამორჩენია, შემდეგ დაიწყო დიდი პერიოდი სანამ მივიღებდი სპეკტაკლში მონაწილეობას, როცა სპეკტაკლი დამთავრდა და ცოცხალი აპლოდისმენტები არ ჩერდებოდა ლამის ამეტირა.

- რომელი ბებეა შენთვის მეტად მისაღები ფოტოგრაფი თუ მსახიობი კამერის ობიექტივში?


ბებე ბებეა, ყველა ამპლუაში უნდა ვაღიარო, რომ მსახიობად ყოფნა მეტად მიყვარს უხეშად რომ ვთქვა, არ მიწევს წუწუნი პოზებზე (იცინის), ობიექტივის გასწორება, წვალება, შემდეგ ფოტოს დამუშავება, ფოტოგრაფია ჩემთვის რეალურად მხოლოდ ჰობი იყო, მე ვიპოვე ჩემი ადგილი და ვიცი, რისი კეთებაც მსურს.

- თეატრი თუ კინო?

- თეტრი თეატრი და კიდევ ერთხელ თეატრი. მიყვარს ფილმებში მონაიწლეობა. თუმცა არც თუ ისე დიდი გამოცდილება მაქვს. აი, რაც შეეხება თეატრს, ის ჩემი სახლი და სულის ნაწილია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თეატრში ყოფნისას ვხვდები, რა არის სიცოცხლე და მაშინ ვიაზრებ რომ ცოცხალი ვარ.


- როგორც ფოტოგრაფი აპირებ თუ არა გააგრძელო ამ კუთხით მუშაობა თუ მხოლოდ სამოყვარულო გადაღებებით შემოიფარგლები?

- აწი მხოლოდ მეგობრებს თუ გადავუღებ აიფონით (იცინის), ფოტოგრაფობა მხოლოდ კარგი კამერის ქონა და "წკაპი" არ არის. პირველ რიგში, ფოტოგრაფს ხედვა უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს გარდაქმნა და მთელი რიგი დანიშნულებების ზედმიწევნით ცოდნა, რაც აქცევს ერთ უბრალო ფოტოს ხელოვნების ნიმუშად. ამ კუთხით დიდი სამუშაო გვაქვს საქართველოში, მე შევეცდები ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, როგორც იქ, ისევე აქაც. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე კი რთულია ცალკე ფოტოგრაფად მუშაობა, კამერაც გავყიდე განვიწმინდე შეიძლება ითქვას (იცინის).


- თავად რამდენად მკაცრი ხარ ფოტოგრაფების მიმართ, როცა შენ ხარ მათი ობიექტივის მიზანი?

- შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც კი არაერთი ფოტოსესია მქონია ისეთი, როცა არ ვიცნობდი ფოტოგრაფს და ერთი "წკაპით" ვხვდებოდი უკვე ის რას წარმოადგენდა, იყო ერთი ორი შემთხვევა, როცა უარი ვთქვი ფოტოსესიაზე და ერთხელ მთლიანადაც კი დავაბრუნე ჰონორარი .

- შენი და პრაიმტივის გარშემო მითქმა-მოთქმაა, აპირებთ თუ არა მათთან თანამშრომლობას და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები?

- ეს სიურპრიზია ძალიან მალე დავაანონსებთ ყველაფერს მინდა გითხრათ, რომ ამჯერად მოვირგებ ტელე-წამყვანის ამპლუას და მექნება საკუთარი საავტორო გადაცემა.


- ფოტოგრაფი, მსახიობი, ტელეწამყვანი - საინტერესოა, კიდევ რა კუთხით გიხილავს საზოგადოება. რაზე იქნება გადაცემა თუ შეგიძლიათ პატარა დეტალები რომ გაგვიმხილოთ?

- გადაცემა იქნება ძალიან კარგ ადამიანებზე, თავისი საქმის პროფესიონალებზე, ამასთანავე იქნება მაყურებლისთვის შემეცნებითი და საინტერესო, ასე რომ, გირჩევთ დაგველოდოთ და თავად შეაფასოთ გადაცემა.


- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ კარიერულ სარბიელზე.


ძალიან დიდი მადლობა ასევე წარმატებები თქვენ.



სტატიის ავტორი : გიორგი ცისკარაძე 23.11.2017





0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:სფინქსი
სფინქსი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0