x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133852
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
კითხვები ჩნდება – რა მიზნით ჩამოვიდნენ ტერორისტები საქართველოში ან რას გეგმავდნენ?
image

მწუხარებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო, ამსუბუქებს სიამაყის გრძნობა. თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, მის ორ შვილს, მეუღლეს! მათ ახლობელი ადამიანი გამოეცალათ, საქართველომ კი – კიდევ ერთი გმირული სულის ვაჟკაცი და პროფესიონალი დაკარგა. ეს ოჯახისთვის, ისევე, როგორც ერისთვის, დიდი დანაკლისია.


22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც განეიტრალებულ იქნა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც 20–21საათის განმავლობაში ცეცხლს უხსნიდა სპეცრაზმს, გაჩნდა უამრავი შეკითხვა. კერძოდ, რა მიზნით ჩამოვიდნენ ტერორისტები საქართველოში, სად, როგორ და რისთვის შეიძინეს იარაღი, როგორ შემოიტანეს, ან რას გეგმავდნენ ამ რაოდენობის შეიარაღებით? ექსპერტი კავკასიურ საკითხებში, ბ–ნი მამუკა არეშიძე ვერსიების დონეზე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მათ ტერაქტის მოწყობა ჰქონდათ გამიზნული თბილისში დაგეგმილ რომელიმე ღონისძიებაზე, მაგალითად აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28 ნოემბერს სასტუმრო „ბალტმორ“–ში გაიმართება, სადაც რამდენიმე ქვეყნის პრემიერი მიიღებს მონაწილეობას, ან სულაც საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც ასევე თბილისში ტარდება, სადაც ევროპიდან არაერთი მცირეწლოვანი კონკურსანტი ჩამოვა მონაწილეობის მისაღებად.


ცნობილია, რომ ტერორიზმი დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა, რომელსაც ბევრი ძლიერი ეკონომიკის და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე სახელმწიფო ვერ უმკლავდება სათანადოდ. ამჯერად ჩვენმა სახელმწიფო სამსახურებმა ღირსეულად იმუშავეს, მათი თავდადება მხოლოდ აღფრთოვანებას და მადლიერებას იმსახურებს. მართალია, სპეცოპერაციას, რომელიც 20 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ თავიდან იქნა აცილებული უფრო მასშტაბური საშიშროება.



დღეს ჩვენ დავრწმუნდით საქართველოს დაზვერვის სამსახურის მაღალპროფესიონალიზმში. სუს-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, აჩვენეს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოება. მათ დიდი საშიშროება აგვარიდეს, რის გამოც ნამდვილად გვაქვს მიზეზი, რომ ვიამაყოთ. ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზეა, უსაფრთხოების სისტემები სათანადოდ არის აღჭურვილი და დაკომპლექტებული თავდადებული პროფესიონალებით, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ. ეს სამწუხარო ინციდენტი გახდა იმედის მომცემი ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.


კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის – ვანო გოლოშვილის ოჯახს. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ!


დღეს გიორგობაა, რომელსაც წელს მადლიერების დღე დაემთხვა. წმინდა გიორგი ფარავდეს საქართველოს და ყველა მის ერთგულ მებრძოლს, მეგობარს თუ გულშემატკივარს! გულწრფელი მადლობა მათ ამ ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რომელზეც ზრუნავენ!

5
208
5-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
208
  
2017, 27 ნოემბერი, 12:14
მანანა, მე ყურით მოთრეული ფაქტებით არ ვსაუბრობ, რადგან თავის დროზე ერთერთი მათგაანი ვიყავი ვინც სპეცოპერაციებში იღებდა მონაწილეობას ოფიცრის რანგში.
დავიწყოთ იმით, რომ ეს ჯგუფი შემოვიდა სრულიად თავისუფლად სარფის გავლით, დაიქირავა ბინა თბილისში, გამოცვალა კარები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ჩამოსული იყო გამოსაზამთრებლად და არა ტერაქტის განსახორციელებლად.
რადგან კონსპირაციულ ბინაში არცერთი ტერორისტი კარებს არ გამოაცვლევინებს,
რადგან ამას უამრავი თვითმხილველი
ეყოლებოდა.
სუსი ღიად უთვალთვალებდა მათ, ეს დილეტანტური მიდგომაა საქმისადმი, როცა უბრალო მოქალაქე ხედავს და ამჩნევს სპეცსამსახურის ნომრებიან მანქანას ტერორისტი უკეთ დაინახავდა.
სავარაუდოდ ჩვენმა სპეცსამსახურებმა შეასრულეს აშშ–ს დაკვეთა თუ მოთხოვნა–დაეკავებინათ ან მოეხდინათ მათი ლიკვიდაცია, რადგან აჰმედ ჩატაევი იძებნებოდა რუსეთის, თურქეთის და აშშ–ს სპეცსამსახურების მიერ.
რატომ არ უჩნდება კითხვა ვინმეს, თუ რატომ არ აიყვანეს კორპუსის მცხოვრებლები მძევლებად და რატომ არ გაახსნევინეს კორიდორი მათი ფარად გამოყენებით?
ბინა იყო დუპლექსი, გარდა ამისა გაანგრიეს გვერდითა ბინის კედელი დაა სხვადასხვა ბინიდან გახსნეს ცეცხლი, ესეც არაფერი კორპუსის განლაგება იცოდნენ ბრწყინვალედ, კობრას დაუხვრიტეს ბორბლები.
მოგვიკლეს სპეცრაზმელი, დაგვიჭრეს 4 მებრძოლი, რის გამოც იქნა შეცვლილი სპეცრაზმი.
კი სამოქალაქო მოსახლეობა უვნებელი გადარჩა, მაგრამ ეს ტერორისტების "დამსახურება" უფროა ვიდრე ჩვენი სპეცსამსახურების და ბოლოს–ბატონი ივანიშვილის ყოფილი დაცვის უფროსი ბატონი გომელაური მომზადებულია პირადი მცველის კურსით და არა სპეცსამსახურების დაზვერვის ან კონტრდაზვერვის კუთხით, რაც არაა მისაღები და ნორმალური.
2017, 27 ნოემბერი, 10:32
შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ დაზვერვამ ძალიან კარგად იმუშავა, დროულად აღმოაჩინეს! უკვე საყოველთაოდ გავრცელებული აზრია და ვეთანხმები, რომ მაღალი კლასის დაზვერვა გვყავს. რასაკვირველია, ჯობდა აყვანა მოეხერხებინა სპეცრაზმს, სამწუხაროა, რომ ლიკვიდაცია გახდა აუცილებელი. თუმცა, ფაქტია, რომ დიდი უბედურება აგვაცილეს, 20 საათი რომ საბრძოლო მასალები არ გაუთავდათ ბინაში ეს ბადებს უამრავ კითხვებს! https://youtu.be/o_UHoW_Eayo
2017, 25 ნოემბერი, 0:54
მაპატიეთ, მაგრამ, როცა ერთ ბინაში თავმოყრილ 4 ტერორისტს საუკეთესო სპეცრაზმები 24 საათის გაანმავლობაში ვერ უკეთებენ ლიკვიდაციას–ჩათვალეთ, რომ ოპერაცია ჩავარდა.
გაურკვეველია ტერორისტებმა კორპუსში დარჩენილი ხალხი რატომ არ აიყვანეს მძევლად? რატომ მისცეს მცხოვრებლებს ევაკუაციის საშუალება?
ერთი სიტყვით უამრავი კითხვა ჩნდება და სამწუხაროდ ცუდი ოპერატიული მართვის გამო დაიღუპა ვაჟკაცი კაცი.
2017, 24 ნოემბერი, 23:00
პატივს ვცემ თქვენს აზრს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების უსუსურობას ანალოგიურ სიტუაციებში, ვფიქრობ ჩვენი შედეგით აღფთოვანების საფუძველი გვაქვს! რაც შეეხება თვალთვალს, როგორც ჩანს როდესაც შეიტყვეს, იარაღის დიდი ნაწილი უკვე შეტანილი იყო ბინაში. რასაკვირველია, კითხვები ჩნდება და ეს ბუნებრივია, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მადლიერებით და სიამაყით ვივსები.
2017, 24 ნოემბერი, 17:33
მე პირიქით ვიტყოდი–სპეცოპერაცია ჩატარდა ძალზე ცუდად, არ ამუშავეს სექტორებში სნაიპერებს, არ გამოიყენეს ხმოვან–მანათობელი ხელყუმბარები, არ გამოიყენეს დამცავი ტყვიაგაუმტარი ფარები, არ გამოიყენეს რეაქტიული ერთჯერადი გამოყენების ცეცხლმტყორცნები "შმელი", რომელიც ტყვიის გასროლის გარეშე ამობუგავდა ტერორისტებს ბინაშივე.
ამდენი ხანი თუ უთვალთვალებდა სუსი, როგორ მოხვდა ამდენი შეიარაღება და ასაფეთქებელი იმ ბინაში!?
0 1 5