x
image
Lerato
10 არგუმენტი, თუ რატომ უნდა მივიღოთ დილით თბილი ლიმონიანი წყალი

დიეტოლოგებისა და ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ თბილი ლიმონიანი წყალი საუზმის წინ ძალიან სასარგებლოა სხეულისა და შინაგანი ორგანოებისთვის. ის ატენიანებს უჯრედებს და ეხმარება ორგანიზმს დაგროვილი შლაკებისგან გათავისუფლებაში. ლიმონი – კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და ვიტამინების A, C და B, ასევე ცილის, ნახშირწყლების და პექტინის, ბოჭკოების იშვიათი წყაროა.


ცნობილია ძლიერი ანტიბაქტერიული და ვირუსსაწინააღმდეგო თვისებებით, რომელიც აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ბევრი დაავადების გავრცელების რისკს. რაც მთავარია – ლიმონიანი წყალი მზადდება ძალიან მარტივად: საჭიროა მხოლოდ გამოვწუროთ 1/2 ლიმონი ფინჯანში და შევავსოთ წყლით. სურვილით შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი თაფლი.


image


კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა

ლიმონი იწვევს ნაღვლის სეკრეციის ზრდას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ყოველდღიურად ლიმონიანი წყლის მიღება გაღვიძების შემდეგ, საშუალებას მოგცემს გამოდევნოთ ტოქსინები და მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან. ამგვარად, სამუდამოდ დაივიწყებთ კუწ-ნაწლავის გაღიზიანებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.


ჭარბი წონისგან გათავისუფლება

პექტინის ბოჭკოები, რომელსაც ლიმონი რეკორდული რაოდენობით შეიცავს, საგრძნობლად ამცირებს მადას და საკვებისადმი ლტოლვას. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს თვითკონტროლს კვების საკითხში. ამას გარდა, ეს კომბინაცია ატუტიანებს თქვენს ორგანიზმს, რაც შესამჩნევად აჩქარებს ზედმეტი ცხიმების წვის პროცესს.


სუფთა კანი

ლიმონიანი წყალი საუზმის წინ კანის უჯრედებს ატენიანებს. ამის წყალობით, თქვენი კანი მუდამ ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.


image


ორგანიზმის მაღალი იმუნური დაცვა

ლიმონიანი წყლის ყოველდღიური მოხმარება ზრდის ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისების უნარს, რისი წყალობითაც იმუნური სისტემა უფრო მეტად ძლიერდება. ვიტამინ С მაღალი კონცენტრაცია საშუალებას გაძლევთ აქტიურად ებრძოლოთ ვირუსებს და ბაქტერიებს, მათ შორის, გრიპსა და გაციებას.

სუნთქვის სიგრილე
ასტიმულირებს ნერწყვის სეკრეციას და კლავს ბაქტერიებს, რომელიც არასასიამოვნო სუნს იწვევს პირის ღრუდან.

ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

ერთი ფინჯანი ლიმონიანი წყალი უზმოზე pH დონის ნორმალიზებას ახდენს თქვენს ორგანიზმში, რითაც ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების შანსებს.


ენერგიულობა და კარგი განწყობა

ლიმონი – B და C ვიტამინების, ფოსფორის, ცილების საბადოა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს ენერგეტიკულ დონეს. აღნიშნული ციტრუსი გაცილებით უკეთ კვებავს ორგანიზმს, ვიდრე სხვა რომელიმე ნაყოფი.

ჯანმრთელი ყელი

ძლიერი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები, შეუცვლელს ხდის მას ანგინის, ტონზოლიტის და ყელის სხვა დაავადებების მკურნალობის პროცესში. საუზმის წინ თბილი ლიმონიანი წყლის მიღებით, მნიშვნელონად ამცირებთ ყელის დაავადებების წარმოქმნის რისკს.

image


არტერიული წნევის ნორმალიზება

ლიმონი ხარისხიანად წმენდს ლიმფურ სისტემას და ატენიანებს ორგანიზმის უჯრედებს. კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, ხსნის სტრესს და აუმჯობესებს ძილს. ამასთან, ლიმონი აძლიერებს გონებრივ აქტიურობას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

სუფთა საშარდე გზები

ლიმონიანი წყალი ფლობს ძლიერ ბუნებრივ შარდმდენ თვისებებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამით ხელს უწყობს საშარდე ტრაქტიდან ბაქტერიების გამოდევნას. ახდენს რა рН დონის ნორმალიზებას, ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გავრცელებას.

თბილი ლიმონიანი წყალი შეგმატებთ ენერგიას, დაგეხმარებათ წონაში კლების პროცესში და მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.


ასევე დაგაინტერესებთ:


სელის თესლის უნიკალური თვისებები - რეცეპტები წონაში დასაკლებად


გაყინული ლიმონი დაგიცავთ სიმსუქნის, სიმსივნისა და დიაბეტის განვითარებისგან


ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!


ღვიძლის გაწმენდის, უჯრედების განახლების და წონაში კლების უმარტივესი საშუალება


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


ლიმონი, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი. მისი გამოყენების 7 ხერხი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზისთვის


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!




0
1332
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0