x
image
melody_inside
რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ სახიდან რძიანა კისტები და ლაქები: ადამიანების და დროის მიერ შემოწმებული სასარგებლო რჩევები

image

არსებობს სახის ისეთი დეფექტები, რომლის დანახვაც საკუთარ კაზე საერთოდ არ გვსურს, მაშინაც კი, თუ ის საშიში არც კი არის.


image



მილიები ან რძიანი ლაქები ( კისტები) – ეს პატარა ხალისმაგვარი მოთეთრო კისტებია. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს უჩნდება და მათთვის მნიშვნელოვან ესთეთიკურ პრობლემას წარმოადგენს.



რა არის ეს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?


ყველაფერში დამნაშავე კერატინია


ამ თეთრი ლაქების შემადგენლობაში კერატინია - ელემენტი, რომელიც ჩვენი კანის, თმების და ფრჩხილების შემადგენლობის საფუძველს წარმოადგენს.


თუ გსურთ სასწრაფოდ მოიშოროთ სახიდან ეს დეფექტი, გირჩევთ გამოიყენოთ უკვე აპრობირებული რჩევები!

თქვენი კანის, თმის და ფრჩხილების მოვლისას ხშირად იყენებთ ალტერნატიულ საშუალებებს? სცადეთ!


1.კანის სწორი მოვლა

image

საჭიროა რეგულარულად გამოიყენოთ სახის სკრაბი, შემდეგ კი დაიდოთ დამატენიანებელი კრემი. ეს შესანიშნავი პროფილაქტიკა იქნება რძიანა ლაქებისთვის.


2. საუნა


საუნაში ყოფნა რძიანა ლაქების წარმოქმნას უშლის ხელს და ეფექტურად ეხმარება მათ გაქრობაში.



3. არ არის მიზანშეწონილი მზეზე დიდხანს ყოფნა



image

იმისთვის, რომ მილიები არ გაჩნდნენ (რძიანა კისტები), გამოიყენეთ კრემი მზისგანდამცავი ეფექტით.



4. თაფლი



image




მისი განსაკუთრებული თვისებების წყალობით კანის დეფექტები გაცილებით სწრაფად იქნება ლიკვიდირებული! უბრალოდ, დაიდეთ ცოტაოდენი თაფლი კანის გაღიზიანებულ ადგილზე ან გაიკეთეთ ნიღაბი, რომლის შემადგენლობაში ეს ანთების საწინააღმდეგო კომპონენტია.



5. ლიმონი



image



ლიმონის სკრაბი თქვენს სახეზე რძიანა კისტების გაქრობას უწყობს ხელს. სკრაბი მზადდება ასე: გამოწურეთ წვენი ნახევარი ლიმონიდან და ჩაყარეთ მასში რამოდენიმე კოვზი შაქარი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, აურიეთ კარგად და შემდეგ შეიზილეთ კანში. დაიტოვეთ 20 წუთით სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს გაიმეორეთ კვირაში რამოდენიმეჯერ და შესანიშნავ შედეგსაც დაინახვთ!



6. სიმინდის სახამებელი და ვაშლის ძმარი


კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება კანის დეფექტების წინააღმდეგ, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივად შიძლება სამზარეულოში. მისი მომზადებისთვის საჭიროა ერთი კოვზი ვაშლის ძმარი ავურიოთ მცირე რაოდენობის სიმინდის სახამებელში კრემისებრი მასის მიღებამდე. ახლადმომზადებული მასა დაიდეთ ლაქებზე 20 წუთიდან 30 წუთამდე დროით. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.



7. შამბალა (fenugreek)

image


ის ფლობს განსაკუთრებულ თვისებებს, რომლებიც ძალიან ეფექტურია რძიანა ლაქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.


8. აბუსალათინის ზეთი


image



ეს ზეთი ეხმარება კანის ცხიმის გამომუშავების რეგულირებას, ამიტომ ის ძალიან ეფექტურად უწყობს ხელს კანზე გამონაყარების პროვილაქტიკას, მათ შორის რზიანას ლაქებს. დაიდეთ მცირე რაოდენობის აბუსალათინის ზეთი სახეზე, დაელოდეთ მის შეწოვას, შემდეგ კი საგულდაგულოდ დაიბანეთ სახე გამდინარე წყლით.




9. ბროწეული


image



ბროწეული ანტიოქსიდანტია და მდიდარია С ვიტამინით. ის ასევე ამშვიდებს კანს და აქრობს ხარვეზებს. განსაკუთრებით ეფექტურია შემწვარი ბროწეულის ფხვნილი, რომელიც დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისთვის უნდა მოამზადოთ ბროწეულის თესლები, შემდეგ შეწვათ ის ტაფაზე გაყავისფერებამდე და დარბილებამდე. დაფშვენით და დაიდეთ წერტილებზე კვირაში ერთხელ.


თუ თქვენ მკურნალობის მრავალი საშუალება სცადეთ, მაგრამ დეფექტები კვლავ დარჩა და ისევ ადგილზეა ან ახლებიც მიემატნენ, მაშინ საჭიროა მიმართოთ ექიმს. კოსმეტოლოგი დაგეხმარებთ მოგაშოროთ ლაქები პროფესიონალური გაწმენდის გზით.



გაფრთხილებთ: არ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები გამოიყენოთ ჩვილების და პატარა ბავშვების კანის მკურნალობისას, რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა და იარები დაემჩნევა. გირჩევთ გამოიკვლიოთ ექიმთან, რადგან

არასასიამოვნო თეთრი კისტების მიზეზი ორგანიზმში შეიძლება იმალებოდეს და კოსმეტიკური საშუალებებით საჭირო შედეგს ვერ მიაღწევთ.



იხილეთ ასევე:

1. ყავისფერი თვალების იდეალური მაკიაჟის მაგალითები



2. რატომ შეიძლება ღამით ჭამა?



3. დასახელდა ორგანიზმის დამანგრეველი მკურნალობის ხალხური მეთოდები

0
632
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0