x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ხურმა- სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილი
image

ხურმა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. მისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, შეუძლია ორგანიზმში გაანადგუროს E. coli და Staphylococcus aureus ბაქტერიები. ხურმა შეიცავს ვიტამინებს: C, PP, E, A . მიკროელემენტებს : კალციუმს, კალიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, მაგნიუმს, იოდსა და სპილენძს. იგი ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას. ზოგიერთი კარდიოლოგი თავის პაციენტს პროფილაქტიკის მიზნით, ხურმის მიღებას ურჩევს, რადგან ამ ხილს შეუძლია გულის ცუდი მუშაობის შედეგად გამოყოფილი სითხე გამოდევნოს ორგანიზმიდან. ამ გზით, თირკმელებზე დატვირთვა მცირდება.


image
ხურმას საკამოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღებისას სისხლში გლუკოზა არ რჩება და მისი დონე მაღლა არ იწევს. ათეროსკლეროზის დროს, მას დადებითი გავლენა აქვს მკურნალობის პროცესზე. ამ დაავადების მქონე პაციენტებში, დღის განმავლობაში, 100 გრ ხურმის მიღებაა რეკომენდირებული. ხურმაში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ტვინის აქტიურ მუშაობას, ასტიმულირებს ნერვული სისტემის ნორმალიზებულ ფუნქციონირებას და ასევე ხელს უწყობს სისხლჩაქცევების გაწოვას. ყელის ტკივილის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წამალი. შეურიეთ ერთმანეთს მისი წვენი და თბილი წყალი და დალიეთ.


image


ხურმა გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც, აკნესა და ღია ფორების სამკურნალოდ. ამისათვის, ერთ ცალ კვერცხის გულს უნდა შეურიოთ ხურმის შიგთავსი და სახეზე ისე წაისვათ, რომ თვალებს არ შეეხოთ. გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხურმა, როგორც ენერგეტიკულად ღირებული, სასარგებლო და საქაროზის წყარო, რეკომენდირებულია დიეტის დროსაც. იგი დაბალკალორიული და ნაკლებად მჟავიანი პროდუქტია. მიირთვით სეზონის ყველაზე სასარგებლო ხილი და იყავით ჯანმრთელი! გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!

0
518
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
518
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0