x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
გადმოასვენებენ თუ არა სტალინის ნეშტს გორში?

image

გორში სტალინის ძეგლის ირგვლივ აჟიოტაჟი მისი დემონტაჟის დღიდან არსებობს და ახლა მას “დიდი ბელადის" ნეშტის გადმოსვენებაზე ატეხილი აურზაურიც დაემატა, რომელიც ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებას მოჰყვა.

-ლენინის ცხედარი მავზოლეუმში უნდა იყოს დაკრძალული, რაც შეეხება სტალინის ნეშტს, “კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ.საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიტომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა." – აცხადებს რამზან კადიროვი.

გორელები ამ ინფორმაცია სხვადასხვაგვარად შეხვდენ.ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სტალინი მშობლიურ ქალაქში უნდა იყოს დაკრძალული, ნაწილი კი თვლის, რომ სტალინი მის ქართველობას უარყოფდა, ამიტომ მისი ადგილი აქ არაა.ზოგიერთი სტალინის ნეშტის გადმოსვენებას ემხრობა ტურიზმის განვითარების მოტივით, მათი განცხადებით, გორში ტურისტთა რაოდენობა ერთი-ორად გაიზრდება, თუ “დიდი ბელადი" აქ იქნება დაკრძალული. რაც შეეხება, გორის საკრებულოს პოზიციას, უქყების თავმჟდომარის განცხადებით, ეს საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ სტალინი გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, მავზოლეუმში ლენინის გვერდით დაასვენეს.1961 წლის 31 ოქტომბერს კი ნეშტი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და მოსკოვში, კრემლის კედელთან დაკრძალეს.



0
384
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0