x
image
natia.a
რა განსხვავებაა თხევად და მყარ საპონს შორის და რომელია უფრო საზიანო? - გაითვალისწინეთ!
image

ადამიანმა საპნის მოხმარება 6 ათასი წლის წინ დაიწყო. ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს: ზოგი თვლის, რომ პირველი მომხმარებლები გალები იყვნენ, რომლებიც დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქონისა და წიფლის ფერფლისგან ამზადებდნენ ტანისა და თმის გასაწმენდ მალამოს.


მეორე ვერსიის თანახმად, საპონი რომაელების გამოგონებაა. რომაელები მხსვერპლშეწირვას ატარებდნენ მთაზე, რომლის სახელოდება იყო "საპო" - სწორედ აქედან მოდის სიტყვა "საპონი" (ინგლ. "soap"). მსხვერპლშეწირვის დროს ცხოველური ცხიმების ნარჩენები და სამსხვერპლი ცეცხლის ფერფლი ჩადიოდა მდინარე ტიბრში. ამ უკანასკნელში ქალები თეთრეულს რეცხავდნენ ხოლმე. მალე შეამჩნიეს, რომ ამ ნარჩენების ჩაყრის შემდეგ სარეცხი უკეთ ირეცხებოდა. დროთა განმავლობაში "ღმერთების საჩუქრის" გამოყენება დაიწყეს ტანისა და თმის დასაბანადაც.


დღეს კი ამგვარი "ღმერთების საჩუქრის" იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია მაღაზიებში, რომ ხშირად თავგზაც კი გვებნევა და არ ვიცით, რომელი ავირჩიოთ - სარეკლამო რგოლებს ვენდოთ, ახლობელთა გამოცდილებას, ექიმის რჩევას თუ შეფუთვაზე დატანილ ანოტაციას.


ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ თვალს გადავავლებთ საპნის სხვადასხვა სახეობის დადებით და უარყოფით თვისებებს, რათა ცოტათი მაინც გაგვიადვილდეს არჩევანის გაკეთება.



პირველ რიგში, საჭიროა ვიცოდეთ რა განსხვავებაა თხევადი და მყარი საპნის შემანდგენლობებს შორის.



image

თხევადსა და მყარ საპონს შორის კონსისტენციის გარდა სხვა არსებითი განსხვავებაცაა.


თხევადი საპონი


თხევადი საპონზე, ისევე, როგორც ტანის გელზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ერთი ქილა (300 მლ.) თხევადი საპონი ცვლის ტრადიციული საპნის 2-3 ცალ 100 გრამიან ნაჭერს.


image

დოზატორის არსებობის გამო თხევადი საპონი მოსახმარად უფრო მოსახერხებელია და ჰიგიენაც უფრო დაცულია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც წესი სწორედ თხევადი საპონი გამოიყენება.


თხევადი საპონი ორი სახის არსებობს. პირველი და ყველაზე გავრცელებული სახეობა მიიღება სინთეზური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე. ამ უკანასკნელებად ფართოდ გამოიყენება ნატრიუმის ლაურეტსულფატი. ამ ნივთიერებას გააჩნია ნებისმიერი ტემპერატურის წყალში რეცხვის მაღალი ეფექტურობა, წარმოქმნის დიდი რაოდენობით ქაფს და ძვირიც არ ღირს. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ლაურეტსულფატი უარყოფითად მოქმედებს კანის დამცავ ლიპიდურ ფენაზე და აღიზიანებს მას.


თხევადი საპნის მეორე სახეობა მიიღება ცხიმებსა და ქონზე კალიუმის ტუტის დამატებით. მაგრამ ამ შემთხვევაში ხარისხიანი, საკმარისი ქაფის წარმოქმნის უნარის მქონე პროდუქტის მისაღებად აუცილებელია ისეთი ძვირადღირებული ზეთების გამოყენება, როგორიცაა ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი. სწორედ ძვირადღირებული ნედლეულის გამო საპნის ეს სახეობა დიდად პოპულარული ვერ გახდა.


მყარი საპონი


image


ბუნებრივი მყარი, იგივე ნაჭერი საპონის მისაღებად იყენებენ მცენარეულ ზეთებს, ცხოველურ ცხიმებსა და ნატრიუმის ტუტეს. ძირითადად გამოიყენება პალმის, პალმის ბირთვისა და ქოქოსის ზეთები. მათი ნატრიუმის ტუტით დამუშავება იძლევა მყარ მასას, რომლის არომატიზებასაც ახდენენ და ამდიდრებენ სხვადასხვა დანამატით, როგორიცაა: ექსტრაქტები, ვიტამინები, ბიოდანამატები და ა.შ. ამგვარად იღებენ ჩვეულებრივ ტუალეტის მყარ საპონს.


ნატრიუმისა და კალიუმის მარილები ერთნაირად უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, საპნის შემადგენლობაში ისინი იდენტურები არიან და არსებით გავლენას არ ახდენენ საპნის სამომხმარებლო თვისებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მყარი საპონი გამუდმებულ კონტაქტშია ხელის დაბინძურებულ ზედაპირთან, მასზე არ გროვდება ბაქტერიები, რადგან ეს უკანასკნელნი საპნის ტუტე გარემოს მიმართ არამდგრადები არიან.

image

ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების საფუძველზე დამზადებულ თხევად საპონში კი ბაქტერიები არ კვდება. ამიტომ, თხევადი საპნის შემადგენლობაში აუცილებლად ამატებენ საკმარისი რაოდენობით კონსერვანტებს, რომლებიც საპონს დაბინძურების საშუალებას არ აძლევს. კონსერვანტები კი, თავისთავად, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. აქედან გამომდინარე, თხევადი საპონი ნაკლებად არის რეკომენდებული ალერგიული და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. კონსერვანებისა და სინთეზური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების გამო თხევადი საპონი მყარ საპონთან შედარებით ნალებად უსაფრთხოა ასევე გარემოსთვისაც.



ახლა კი ცოტა რამ მყარი საპნის სხვადასხვა სახეობების შესახებ:



გლიცერინიანი საპონი


image

გლიცერინიანი საპნის მოქმედება მატყუარაა: ერთი შეხედვით იგი გლიცერინის მოქმედების ხარჯზე ძალიან არ აშრობს კანს. მაგრამ გლიცერინი ამავდროულად კანის დეჰიდრატაციას ახდენს წარმოქმნის რა მასზე ტენგაუმტარ ფენას.



საბავშვო საპონი


image

ეს საპნის ყველაზე ჰიპოალერგიული ვარიანტია. იგი თითქმის საერთოდ არ შეიცავს გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს - საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს. თუმცა ამასაც ისევ ტუტე შემადგენლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოაშრობს კანს და თვალებსაც აუწვავს პატარას.



ანტიბაქტერიული საპონი


image


როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ამგვარი საპონი გამიზნულია კანიდან ბაქტერიების მოსაშორებლად, თუმცა "ცუდ" ბაქტერიებთან ერთად იგი "კარგ" ბაქტერიებსაც აშორებს. ხშირად ანტიბაქტერიული საპონი შეიცავს ტრიკლოზანს - რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით ხასიათდება. ზოგიერთი მონაცემით, იგი ახდენს ასევე მიკროორგანიზმების მუტაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი პროდუქტის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული.



საპონი - სკრაბი


image


ამგვარი საპნის თავისებურება ის არის, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს - გარგარის დაფხვნილ კურკას, ზღვის მარილს, ყავას და ა.შ. იგი კარგია ტანის პილინგისთვის და ქუსლებისთვის. თუმცა საპონი-სკრაბის გამოყენების შემდეგ, გამოშრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კანის დატენიანება.


ასევე გაითვალისწინეთ:

1.რომელი შამპუნია ყველაზე ეფექტური - რა აჩვენა ექსპერტიზამ

image

2. როგორ მივირთვათ შაქარი ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს - ეს უნდა ვიცოდეთ!image


3. რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგებიimage


4. რომელი წყალი უნდა დავლიოთ: ონკანის, ბოთლის, წყაროს, ჭის თუ გაფილტრული?image

5. იცით რას ნიშნავს პროდუქტის ეტიკეტზე "გახსნილი ქილის" სიმბოლო? - გაითვალისწინეთ!image


6. ამ მეთოდით მარტივად დაადგენთ სარეცხი ფხვნილი ნამდვილია თუ ყალბი - ნუ მოტყუვდებით!image


7. რომელია ყველაზე ეფექტური ჭურჭლის სარეცხი საშუალება - ტესტირების შედეგებიimage



0
1270
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0