x
image
კატაპულტი
თბილისში ტერორისტების განეიტრალების სპეც-ოპერაცია მიმდინარეობს

image
როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2" იუწყება, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების სპეც-ოპერაცია გვიან ღამით მიმდინარეობდა, რასაც სროლისა და აფეთქებების ხმა მოჰყვა.შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა.უსაფრთხოების მიზნით, გათიშულია ელექტროენერგია და გაზი.

ტერორისტების ადგილსამყოფელი სპეც-დანიშნულების რაზმებმა შტურმით აიღეს დილის 5-6 საათზე, სროლა და აფეთქებების ხმაც სწორედ ამ დროს ისმოდა.ამ დროისათვის შტურმი დასრულებულია, თუმცა დამატებითი ძალების მობილიზება ხდება და მოსახლეობა კვლავაც ქუჩაშია, მათ სამართალდამცავები არ აძლევენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების უფლებას.

ოფიციალური განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.უცნობია ასევე, არის თუ არა მსხვერპლი და არიან თუ არა დაჭრილები.მოსახლეობის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი სპეც-დანიშნულების თანამშრომელი და აყვანილია ერთი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი.გავრცელებული ინფორმაციით ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

1
317
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
317
  
2017, 22 ნოემბერი, 10:34
ევაკუირებილი არა ჩემი ფეხებია.17 ადამიანია დაჩჭრილი.მტავრობა ინფორმაციას გვიმალავს
0 1 1