x
image
beko777
გიგა კვენეტაძის წარმატებული შემოქმედებითი საღამო მოსკოვში
image
(EXSPRESS-News)
სულ რამდენიმე წუთია რაც დამთავრდა ქართველი ავტორ-შემსრულებლის, ახალგაზრდა კომპოზიტორის გიგა კვენეტაძის შემოქმედებითი საღამო მოსკოვში. ღონისძიება, რომელსაც გიგას მეგობრებთან ერთად, სცენაზე მისი შემოქმედების დამფასებლები და შემსრულებლები ესწრებოდნენ.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქეთა თოფურია და ჯგუფი "ა სტუდიო", გელა გურალია და დიანა ღურწკაია, აჩი ფურცელაძე და ნოდარ რევია და უამრავი სხვა ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებელი.
ძველი მეგობრები განსაკუთრებულად შეხმატკბილებულად გრძნობდნენ თავს სცენაზე - აჩი ფურცელაძე, ქეთა თოფურია და გიგა კვენეტაძე, თითქმის ერთ პერიოდში გახდნენ ქართულ რეალობაში ახალგაზრდა ვარსკვლავები და თითქმის ერთ პერიოდშივე მოუწიათ (სხვადასხვა მიზეზით) რუსეთში, ემიგრაციაში გადასვლა, სადაც უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარი შემოქმედებითი ფრთებგაშლა უფრო ფართო გამოუვიდათ...

იყო უამრავი ყვავილი, ბევრი აპლოდისმენტი, გიგა კვენეტაძის ტრადიციული მადლობა და რათქმაუნდა კმაყოფილი პუბლიკა, რომელიც შემოქმედებით საღამოს ნამდვილად არ აკლდა. კმაყოფილი იყო თავად გიგაც, - ტელეკომპანია "ვარსკვლავების" სახელით ვულოცავთ გიგას ამ ღირსეულ, წარმატებულ კონცერტს და ვუსურვებთ შემოქმედებით წინსვლას და ახალ-ახალ გამარჯვებებს.


მადლობას ვუხდით ტელეკომპანიის სპეციალურ-კორესპონდენტს მოსკოვში სოფო თევდორაძეს მასალის ოპერატიულად მოწოდებისთვის და LIVE-ჩართვებისთვის


imageimageimageimageimageimage

ეს ფოტო კი საჩუქრად გიგას ჩვენი არქივიდან, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალი 2002 წელი, თბილისი, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, წითელ ხალიჩაზე, გიგა კვენეტაძე, გამარჯვებული ნომინაციაში "წლის აღმოჩენა"

image

0
42
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0