x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მივირთვათ ზაფხულში?ეს პროდუქტები წონაშიც დაგაკლებინებთ

image

ეს პროდუქტები, რომელთაც ახლა ჩამოვთვლი სასარგებლოა, როგორც ძლიერი გულის და ისე ჯანმრთელი კანის საწინდარია, ასევე წონაში დაკლება ვისაც სურს იმათთვისაც საუკეთესოა. პირველია მწვანე ლობიო, რომელიც სადიეტო პროდუქტია ნამდვილად, ასევე შეუცვლელი წამალია დიაბეტით დაავადებულთათვის და მათვისაც ვის ტუბერკულიოზი ჭირს. მწვანე ლობიო ამშვიდებს ნერვულ სისტემასაც. image მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა არის ორაგული, რომელიც ომეგა 3 შეიცავს დიდი დოზით. ორაგულს შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლევაბა. აქრობს ანთებით პროცესებს, კარგია დიაბეტიანებისთვის, ხელს უწყობს წნევის დაქვეითებას, სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. ათხელებს სისხლს. აფერხებს ორგანიზმის ბიოლოგიურ დაბერებას, ასე რომ მიირთვით, მხოლოდ სასარგებლოა. image შემდეგია კენკრის ერთ-ერთი სახეობა მოცვი, რომელიც საკმაოდ ძვირიც ღირს და მისი მოთხოვნა ბაზარზე დიდია. მოცვი ხილს და კენკრას შორის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს მანგანუმს და პირველია იგი. მოცვი კარგია მხედველობისთვის, თირკმელიდან ქვიშის გამოსატანად, მოცვს იყენებენ დამწვრობისთვის და შეუხორცებელი ჭრილობებისთვის. მისი სასარგებლო თვისებები ნამდვილად უნიკალურია და შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი მასალა მის თვისებებზე. image საზამთრო, ზაფხულის მეფე, რომელიც კარგი საშუალებაა ართრიტის, ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ინფექციური ჰეპატიტის, სიმსუქნის და უშვილობის მკურნალობის. არის ანტიოქსიდანტი, წმენდს თირკმელებს. image პომიდორი, რომელიც პოპულარულია და უმეტეს საკვებში მას დანამატის სახით ვუშვებით, რათა გემო და ფერი მიცეს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი მით უფრო მეტ ვიტამინებს შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის შაქრები-გლუკოზა და ფრუქტოზა, ასევე ორგანული ვაშლის, ლიმონის და ღვინის მჟავები, ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი. პომოდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია, სპობს ბაქტერიებს, კარგია განწყობისთვის, აახალგაზრდავებს კანს. image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ssss111
ssss111
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0