x
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი

image ბერძნული სამზარეულოს არაფერი დაეწუნება, იგი ევროპაში საუკეთესო სამზარეულოთა შორის მე-5 ადგილზეა საქართველო კი შეგახსენებთ მე-4 ზე, ხოლო სამეული კი ასე გამოიყენება საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ახლა კი გაგაცნობთ სააღდგომო ბერძნულ ღვეზელს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და გემრიელი. ფქვილი 6 ჭიქა რძე 1.5 ჭიქა
შაქარი 1/2 ჭიქა კარაქი 100 გრ ილი 1-2 ჩაის კოვზი 1 ლიმონის ცედრა ვანილი კვერცხი 3 ცალი + ზემოდან წასასმელი საფუარი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის კოვზი წითელი კვერცხები დეკორისთვის აურიეთ შაქარი, საფუარი, ილი, ვანილი, ლიმონის ცედრა, მწიკვი მარილი და 2 ჭიქა ფქვილი, თბილი რძე დაასხით, რომელშიც კარაქია გამდნარი და კვლავ აურიეთ. შემდეგ დაამატეთ 3 კვერცხი და მოზილეთ რბილი ცომი. თავიდან ცომი წებოვანია. შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. გადაიტანეთ მაგიდაზე და ზილეთ 6-8 წუთი, სანამ ცომი არ გახდება რბილი და ელასტიური. გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში, რომ გაფუვდეს და დაელოდეთ, შემდეგ აფუებული ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და გაყავით სამ ნაწილად, თითოეულს მიეცით გრძელი თოკის ფორმა და დაწანით. გადაიტანეთ ფორმაში, რომელსაც პერგამენტის ქაღალდი აქვს დაფენილი. წნულებს შორის ჩაუდეთ რამდენიმე წითელი კვერცხი. 15-20 წუთი აცადეთ ხელახლა ამოფუვდეს, შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. საკმაოდ კალორიული ფუნთუშაა, ვისაც წონის მომატება უნდა მშვენიერია მათთვის უფრო.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:ssss111
ssss111
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0