x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საოცარი შემთხვევა: სახლში მიმავალ ოჯახურ წყვილს გზაზე ქალი შეხვდათ, რომელიც მათ გაჩერებას თხოვდა

უცნაური ფაქტი თავს ერთ ახალგაზრდა წყვილს გადახდა. ისინი სახლში მიდიოდნენ თავიანთი ავტომობილით, როცა გზაზე ქალი გადაეღობა და გაჩერებას თხოვდა მათ. ქალმა მეუღლეს უთხრა, რომ არ გაეჩერებინა, რადგან ეს ქალი შეიძლება საშიში ყოფილიყო .უცნაური ისტორია
მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა ავტომობილი, რადგან შეამჩნია რომ ქალი დალურჯებული და დაჭრილი იყო. საოცარი ისტორიაქალი დახმარებას ითხოვდა. მან წყვილს უთხრა, რომ მისი ოჯახი ავტოავარიაში მოყვა და მეუღლე დაიღუპა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ მათი შვილი გადარჩებოდა. ქალმა ასევე უთხრა, რომ ავტომობილი ღრმა ჭაობშია და დიდი დრო არ იყო დარჩენილი. მამაკაცმა ქალს სთხოვა მის ცოლთან ერთად მოეცადა მანქანაში. როცა მივიდა ავტომობილთან დაინახა წინ მსხდომი ორი ადამიანის გვამი, რომლებსაც ყურადღება არ მიაქცია და უკანა სავარძელზე მყოფი ჩვილი გამოიყვანა მანქანიდან.როცა უკან დაბრუნდა, მას ბავშვის დედა იქ არ დახვდა და მეუღლეს ჰკითხა, თუ სად წავიდა ის ქალი... ცოლმა კი უპასუხა, რომ ქალი მას უკან გამოეკიდა, როცა ავტომობილის მოსაძებნად წავიდა.
მამაკაცმა, ჩვილი მეუღლეს მიაბარა და უკან, ავტომობილთან წავიდა. იქ არავინ დახვდა, შემდეგ გვამები - ქალისა და კაცის სხეული შეათვალიერა. აღმოჩნდა, რომ დაღუპული ქალი, სწორედ ის იყო, ვინც მას დახმარებას თხოვდა გზაზე.
შოკირებული მამაკაცი უკან დაბრუნდა.
ბავშვი ამჟამად ამ წყვილის ოჯახში იზრდება.


3
444
8-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
444
  
2017, 23 ნოემბერი, 18:58
ჰო დაუჯერებლად ჟღერს მაგრამ საოცარია
2017, 23 ნოემბერი, 18:21
ადრე, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, საკმაოდ ცნობილი ისტორიაა, თვითონაც მიჭირს დაჯერება
2017, 23 ნოემბერი, 17:26
ღმერთო რა ამაღელვებელია
0 1 3