x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუსეთში ვლადიმირის ოლქში ტბა თევზებთან ერთად გაქრა, რაც მეცნიერებს არ უკვირთ

image ვლადიმირის ოლქში გაქრა ტბა საკანცი. მთელი ტბა თევზებთან ერთად მიწისქვეშ ჩავიდა. ადგილობრივები გაკვირვებას და გაოცებას ვერ მალავენ, გეოლოგებს კი ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ და შესაბამისად ეს მოვლენა არ უკვირთ.
"ეს იშვიათი, საინტერესო, მაგრამ საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ანუ არის ტბები, რომლებიც პერიოდულად იკარგებიან და მოგვიანებით ისევ ჩნდებიან თავის ადგილზე და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში არაბუნებრივი და გასაოცარი არაფერია"— განაცხადა გეოლოგმა იური დოლოტოვმა.
ასეთ ტბებს კარსტულს უწოდებენ, ეს ტბები დაკავშირებულია მიწისქვეშა მდინარეებთან არხებით, როგორც კი დაიკლებს მდინარეების წყლის შემოდინების დონე ტბები და თევზები მიწისქვეშა მდინარეებს უერთდებიან და ამით აიხსნება მათი გაქრობა.
როგორც კი მოიმატებს მდინარის ან მდინარეების შემოდინება ყოფილი ტბის ადგილზე, ტბა ისევ ბრუნდება და თევზებიც მიწისქვეშა მდინარეებიდან ტბას უბრუნდებიან.




0
399
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0