x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინო ნინიძე-ცოტა რამ ია ნინიძის ქალიშვილის შესახებ
image


დაიბადა თბილისში 1991 წლის 13 ივლისს, ია ნინიძის მხატვარ მიხეილ ბუჩენკოვთან მესამედ ქორწინების შემდეგ.ნინოს დაბადებიდან ცოტა ხანში თბილისში დაიწყო სამოქალაქო ომი, რის შედეგებიც საკმაოდ მძიმე იყო, პატარა ნინო 4-5 წლის იყო და ახლაც ახსოვს ფანჯრიდან როგორც უყურებდა მეზობლებს, რომლებიც ხეებს ჭრიდნენ, იმისთვის, რომ სახლი გაეთბოთ, ყველაზე მძიმედ კი დაამახსოვრდა თავის უფროსი ნახევარძმის, 10 წლის გიორგის ნათქვამი:"დავიძინოთ და შიმშილი გაივლის."

image

მალე ნინოს მამა საქართველოდან აშშ-ში გაიქცა, დედამისმა ია ნინიძემ გადაწყვიტა შვილებთან ერთად მოსკოვში გადასულიყო, ეს იყო 1997 წელს.

როგორც ნინო იხსენებს, დედამ როდესაც მოსკოვში პირველად ცხელი წყალი მოუშვა, მივარდა და მაშინვე გადაკეტა:"დედა გაუფრთხილდი ცხელი წყალს მალე გათავდება", იქვე ნახა ნინომ პირველად ბინაში ცხელი ბატარეა და სიხარულსიგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა.

image

ნინო მოსკოვში ჯერ ქართულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი დედამ რუსულ სკოლაში გადაიყვანა, რომ ადგილობრივი ენა კარგად ესწავლა, უკვე დამამთავრებელ კლასში გადაწყვიტა, რომ დედის კარიერას აირჩევდა.

image

ნინო პატივმოყვარე და ამაყი გამოდგა, გადაწყვიტა ცნობილი დედის გარეშე გაეკვალა გზა, იგი საფუძვლიანად მოემზადა და პირველსავე წელს ჩაირიცხა კინომატოგრაფიის ინსტიტუტში, ალექსანდრე მიხაილოვის კლასში. 2012 წელს ნინომ აიღო დიპლომი და სამუშაოს საძებნად კინო-ქასტინგებში დაიწყო სიარული.


პირველი ეპიზოდური როლი ნინომ 2010 წელს ითამაშა კომედიურ სერიალში «Однажды в милиции»

image


ერთი წლის შემდეგ კი ნინოს მთავარი როლი ერგო ჯაფარ ახუნზადეს მელოდრამაში "Дуэль" და მურად იბრამიბეკოვის დრამაში "И не было лучше брата".ამ ფილმებმა ნინიძე-უმცროსს პირველი წარმატება მოუტანა და ჯილდოც:პრიზები კინოფესტივალებიდან «Киношок» და «Восток и Запад. Классика и авангард». შემდეგ იყო ფილმი «Тихая застава»-სამხედრო დრამა, რომელიც პირველად ტელეარხ «Россия 1"-ზე აჩვენეს 9 მაისს. მსახიობური ნიჭის გარდა, რეჟისორებმა ნინოში დედამისივით უზადო მუსიკალური ნიჭი აღმოაჩინეს ერთად, ფილმში "Тихая застава" ვოკალაურ პარტიებს თვითონ ნინო ასრულებს.2014 წელს ითამაშა ტელესერიალში "ТРЮКАЧ"თამარის(მსახიობი სოფიო გორელაშვილი) დედინაცვლის როლი.


2016 წლის სექტემბერში, რუსეთის პირველ არხზე შედგა სერგეი შერბინის დეტექტური სერიალის პრემიერა, «Восхождение на Олимп», სადაც ნინო ერთ-ერთ მთავარ, -მანანას როლს ასრულებს.

image

2016 წელს ნინო ნინიძემ სატელევიზიო შოუ Голос –ის ბრმა ქასტინგში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არცერთი ჟიურის წევრი არ მოტრიალდა, ნინომ აშკარად ვიწრო არეალის სიმღერა შეარჩია, რის გამოც ჟიურიმ ამაზე შენიშვნაც მისცა.



რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნინომ 2014 წელს ვლადივოსტოკში მივლინების დროს გაიცნო უკრაინელი მსახიობი კირილ პლეტნევი.2015 წლის ბოლოს წყვილს შეეძინა ვაჟი-საშა, აღსანიშნავია, რომ 26 წლის ნინოს სიმაღლე 175 სანტიმეტრია, მისი ქმარი, 39 წლის კირილი მხოლოდ 1 სანტიმეტრითაა მასზე მაღალი.

image

image

0
1262
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0