x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ფაქტი ლამაზმანის შესახებ, რომელიც 25 წლის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ
image


1. პოლიციას ჩაუვარდათ ხელში ანონიმური წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო იმის შესახებ, რომ 25 წლის განმავლობაში, საფრანგეთის ქალაქის ერთ-ერთ საპატივსაცემო ოჯახის სხვენში, ჩაკეტილი ჰყავდათ გოგონა.


2. წერილი სიმართლე გამოდგა: ჩაკეტილ საძინებელ ოთახში 49 წლის ქალბატონი იპოვნეს, რომელიც 26 კგ-ს იწონიდა. მას თხელი თმა ჰქონდა, გარს ვირთხები ეხვია და ირგვლივ საკვების ნარჩენები და სიბინძურე ეყარა.


image



3. მისი დამატყვევებელი იყო დედა, რომელსაც თავის ქალიშვილი საუკუნის მეოთხედი გამოკეტილი ჰყავდა. ისინი მშვიდად სვამდნენ ყავას, როცა მისი ქალიშვილი ხელით გამოჰყავდათ სხვენიდან.


4. პატიმრის სახელი იყო ბლანშ მონე. მას გრძელი თმა და მშვენიერი ფიგურა და ლამაზი აღნაგობა ჰქონდა. მაგრამ გაუწონასწორებელი ხასიათი. მას შეეძლო ეცინა უმიზეზოდ, დაეხია კაბა, გაეყო თავი ფანჯარაში. მოკლედ რაც უნდოდა იმას აკეთებდა.


image


5. გარდა ამისა ამბობდნენ, რომ შეუყვარდა მეზობელი ადვოკატი, რომლის შესაფერისიც არ იყო. იმასაც კი ამბობდენ, რომ მისგან ბავშვი შეეძინა, რომელიც მოკლა.

6. ოჯახმა ვერ აიტანა მისი ასეთი საქციელი. დედამ ის სახლში გამოკეტა, რომელიც 25 წელი გაგრძელდა.


7. ამ დროის მანძილზე მას მომვლელი ქალი უვლიდა და ოჯახური მაგიდის ნარჩენებით კვებავდა. ძმა და მამა არაფერს არ იმჩნევდნენ და ყურად არ იღებდნენ ზედა სართულიდან ტირილს. განთავისუფლების შემდეგ, მეზობლები ადასტურებდნენ, რომ მათ ისევ ესმოდათ ყვირილის ხმა, მათი სახლიდან. მაგრამ პოლიციას რატომღაც არ ატყობონებდნენ.


8. ტყვე ქალის დედა სასამართლო პროცესამდე გარდაიცვალა. ძმას კი მხოლოდ 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლამაზმანმა ბლანშმა კი მთელი დარჩენილი ცხოვრება საგიჟეთში გაატარა.





0
563
8-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0