x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
რატომ მდიდრდებიან მდიდრები და ღარიბდებიან ღარიბები?
image


დროდადრო ყველა ჩვენგანი შევუწუხებივართ კითხვებს: რატომ არის, რომ მდიდრები სულ უფრო და უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები სულ უფრო და უფრო ღარიბდებიან? რატომ განკარგავენ ვიღაცები მილიონებს, როცა მე, მათზე არანაკლები შრომისა და გარჯის მიუხედავად, ხელფასიდან ხელფასამდე მიწევს თავის გატანა და ახალი ვალებით ძველების გასტუმრება? ნუთუ, ცხოვრება ასეთი უსამართლოა? ან, იქნებ ყველაფერი მამაჩემის, ბაბუაჩემის, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის, ზესტაფონის (თუ სადაც ვცხოვრობ), ჩემი გენების, XXI საუკუნის ან კიდევ სხვა რამის ბრალია? ცხოვრება სამართლიანი მართლაც არასოდეს ყოფილა და ალბათ არც იქნება, მაგრამ ამაზე სხვა დროს. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, თუ რა როლი მიგვიძღვის თავად ამ ყველაფერში. მე კი წინსწრებით გეტყვით - გადამწყვეტი! რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილს ყოველთვის აქვს გავლენის წილი ჩვენს ცხოვრებაზე, მაგრამ არა გადამწყვეტი. მხოლოდ ჩვენ და ჩვენი გადაწყვეტილებები თამაშობენ მთავარ როლს პიესაში სახელად „ჩემი ცხოვრება“.


სტატიის გასაგრძელებლად, აუცილებლობა მოითხოვს მოვიყვანო ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცნების რაც შეიძლება გამარტივებული განმარტება:

აქტივი - არის ყველაფერი, რასაც მაქვს ფული.


პასივი - არის ყველაფერი, რასაც მაქვს ფული.


ერთი შეხედვით, ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ერთადერთ ასოშია, თუმცა სწორედ ეს ერთი ასო განსაზღვრავს, ერთჯერადი ჩაის პაკეტს გამოვიყენებთ თუ არა მართლაც ერთჯერადად მომავალში.


გამდიდრებისა და გაღარიბების გზებს შორის განსხვავება იმდენად მარტივი და ნათელია, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ მას ვერც კი ვარჩევთ, როგორც თვალებთან ზედმეტად ახლოს მოტანილ საგანს. ჭეშმარიტება კი შემდეგშია: მდიდრები თავიანთი შემოსავლების ნაწილს აბანდებენ აქტივებში, ანუ იმაში, რაც მათ კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს მომავალში, ხოლო ღარიბები თავიანთ შემოსავალებს მთლიანად ხარჯავენ პასივებზე, რაც მათ მხოლოდ დამატებით ხარჯებს წარმოუქმნის მომავალში. ასე და ამგვარად, ეს პროცესი განუწყვეტლივ გრძელდება, რასაც ლოგიკურ შედეგამდე, ამ შემთხვევაში კი შესაბამის ფინანსურ მდგომარეობამდე მიჰყავს ერთნიც და მეორენიც.


თქვენ იტყვით, რომ ეს ცხადზე ცხადია და ახალი ამაში არაფერია, მე კი გეტყვით, რომ ზემოთ გაგაფრთხილეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ თურმე ყველამ ყველაფერი იცის, რატომ აგრძელებენ ღარიბები თავიანთი შემოსავლების პასივებზე ხარჯვას? ყოველივე ეს, იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა უმრავლესობას ყველაფერი უნდა დღეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა და სულ არ ანაღვლებს რა იქნება ხვალ. ხვალ კი არაფერი ქნება, უფრო სწორად, არაფერი ქნება. ისევ წყეული ერთი ასო...


აუცილებელია გავიაზროთ, რომ მნიშვნელოვანია არა ჩვენი დღევანდელი შემოსავლის ოდენობა, არამედ ის პატარა განსხვავები, ჩვენს მიერ ამ შემოსავლების განკარგვასთან მიღებულ გადაწყვეტილებებში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი გეზის მიმართულებას, იქნება ის მიმართული გამდიდრებისკენ თუ გაღარიბებისკენ. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული დაზოგილი 100 ლარით, გავხსნით დაგროვებით ანაბარს, ვიყიდით წიგნს ან გავივლით ტრეინინგს და ამით შევიძენთ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მომავალში მეტ შემოსავალს მოგვიტანს, თუ დავხარჯავთ, სრულიად უსარგებლო ნივთის შეძენაში, რომელიც რაღაც ღირებულების მატარებელი გვგონია, სინამდვილეში კი, უბრალოდ რიგითი "პასივია", განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ფინანსურ მდგომარეობას.


ასე და ამგვარად, გამოვიყენოთ შემოსავლის განკარგვის ოქროს წესი და დავაბანდოთ მისი მესამედი აქტივებში, იქნება ეს დაგროვებითი თუ ვადიანი ანაბარი, ფასიანი ქაღალდი, ჩვენი განათლება თუ სხვა, რითაც ჩვენს ფინანსებს მომავალში გაზრდისკენ ვუბიძგებთ, ნაცვლად შემცირებისა.


აქტივებში დაბანდების ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: როგორ გავხდეთ მილიონერი საკუთარი საქმის წამოწყების გარეშე!

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე კაპანაძე
ალექსანდრე კაპანაძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0