x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
უმწეო
image
-ბრძანეთ, რას უჩივით?

-მეე?არაფერს.აქეთ მიჩივიან...

-ვინ?

-ეჰ, რა ვიცი აბა


-რას ამბობენ, რატომ ვჩივითო?

-სულს მიბინძურებენ და მერე აქეთ მდებენ ბრალს "გიჟი ხარო"

-სულს?როგორ?(იცინის)

-აი ასე, მიბინძურებენ სულს.

-რა?

-სული, სული ექიმო!

-კიდევ სულიო...მდა...ესეიგი, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ სული არსებობს, მეზობლები მას

გიბინძურებენ და თქვენ, ამ ქმედებით მიყენებული ტკივილი ფაწუხებთ, არა?

-სწორედ, რომ ასეა ექიმო, მაგრამ მხოლოდ მეზობლები კი არა, ყველას ვისაც არ

ეზარება. შემომეჭრებიან წაბილწავენ ყველაფერს, მერე ვითომც არაფერიო, წავლენ შინ და ასე სულაქოთებული მტოვებენ, ხალხი არ ხართ?აღარ შემიძლია! ყარს ყველაფერი, ვეღარ ვსუნთქავ, მაინც და მაინც სული უნდა ამომხდეს, ადამიანის შვილებო?!

-კარგი, კარგი დაწყნარდით, რამდენი ხანია რაც ამ ყოფაში ხართ?

-ეჰ...დასაბამიდან ასე ვარ ექიმო.

-ერთობ გაგიძლიათ ამხანაგო, ერთობ

-დავიჯერო ექიმმო?წეღან სხვანაირად ფიქრობდით

-გეხუმრეთ, (ჩუმად ჩაილაპარაკა: აქ სწორედ თქვენნაირი, სულით ავადმყოფი პაციენტები გვყავს )

-მაშ, მიშველით ვითომ რამეს?

-გიშველით, გიშველით.

-რა ვიცი აბა, რაღაც კი მეპარენა ეჭვი მაგრამ, აგერ თქვენ და აგერ მე .

-"დასაბამიდან მოვდივარო" აგიჩემებია

-ასეა და...

-რა არის ასე?

-ყარს!ყარს!ნაგვით გაივსო სასულე!მტრედი ვეღარ მოფრენილა!

-ეს"მტრედი"საიდანღა მოიტანე?რადუნდა მოფრინდეს, ან რად ელი?

-მაშ რას ველოდო?თითქოს ჩემი ნაგავი არ მყოფნიდეს, ტომრებით მოაქვთ და ყრიან

-თუ ასე გაწუხებს ეს ძუძგი და ნაგავი, ადექი და შენ თვითონ გაიტან, დაასუფთავე .

-ეჰჰ, მე მაგის ძალა ვინ მომცა ექიმო მარტო რას, ან როგორ აუვალ?

-მარტო რატომ ხარ?განა ჩვენ არ გეხმარებით სულისგაწმენდაში?

-დახმარება შვების მომტანი უნდა იყოს.თქვენ კი სხეულს მიჯიჯგნით და რაღაცეებით მჭყიპავთ, ეს არის და ეს.ნაგავს, ნაგავს ამატებთ.

-აბა ვისი იმედი გაქვს?

-მტრედის

-არ მოდისო შენ არ ამბობ?

-თქვენ აფრთხობთ და რას მოვა?

-რითი ვაფრთხობთ

-ნაგვით

-ამ ნაგავს სადღა ედავ, ვერც მე ვერც ვერავინ ვამჩნევთ

-რომ ვერ ამჩნევთ, იმიტომაც მრავლდება, მე კი სულს მიხშობს

მოათავსეთ პალატაში!ტიპიური შიზოფრენია.

მკურნალობა ტრადიციული:აბები დღეში ორჯერ, დილით და ძილის წინ.

ექთანმა და პაციენტმა კაბინეტი დატოვეს, ექიმა საათს დახედა,

"წასვლის დროა-ო"და წამოდგა. კედელზე დაკიდებული ვიღაც ულვაშა კაცის პორტრეტი გაასწორა, საწერ მაგიდაზე მოფენილ ფურცლებს თავი მოუყარა , უჯრაში ჩააწყო. კიდევ ერთხელ გადახედა ოთახს და სწრაფად გავიდა, შინ მიეჩქარებოდა.ახალსახლობა ქონდა ოჯახს უფრო სწორედ, ორი, ახლადგადმოთავისუფლებული ოთახი შეემატა ექიმის საცხოვრის, უწინ იმ ოთახში ხალხის მტრები ცხოვრობდნენ ."ხალხის მტრების" ადგილი კი მოგეხსენებათ მოუსვლელშია.ჰოდა, ვოღაც მადლიანის უსახელო წერილის საფუძველზე, სწორედ იქ უკრეს თავი იმ მამბეებს, წურბელებს და აგენტებს .

მთელი დღის უნახავ ოჯახს მოეფერა ექიმი .იახშმა და მოსვენება ინება .მალე ჩაეძინა .ჩაეძინებოდა აბა რა? გადაღლილი იყო და არც "სულის ტკივილი"უშლიდა ხელს, აი კლინიკაში დატოვებულ პაციენტს კი არ ეძინა.

ან რა ჩააძინებდა? სულისგანსაწმენდელი, სამკურნალო წამალი უნდა შემოეტანა ექთანს.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:2ნანო ჯაიანი
2ნანო ჯაიანი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0