x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვიხვეჭოთ ბევრი ფული ქათმის კვერცხით– რჩევები ვანგასგან
არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი მეგობარი მესტუმრა უზარმაზარი ნამცხვრითა და სიხარულით სავსე. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ, რაც ხუთი წლის მანძილზე უფროსებისთვის შეუმჩნევლად მუშაობდა თავდაუზოგავად, ბედმა გაუღიმა და მორიგი კადრიდან, პირდაპირ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გაყიდვების განყოფილებაში. მის დაწინაურებას არც უფროსის საყვარლობას მივაწერთ და არც ფორტუნას. უძრავ-მოძრავი ქონების მართვის ოფისში კი, სადაც ჩემი მეგობარი მუშაობს, მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში თუ ჩერდებოდა კადრი.


image


სანამ სასიხარულო ამბებს მიყვებოდა, მე ცხელი ჩაიდანი შემოვიტანე ოთახში და ფინჯნები ავავსე. ჩაის ყლუპი გადამცდა, როდესაც მითხრა, რომ ასეთ წარმატებას რაღაც მაგიური ხრიკის შემდეგ მიაღწია. სასაცილოდ მომეჩვენა, მაგრამ გონება დავძაბე და ყურადღებით ვუსმენდი.


დამღლელი რუტინითა და ერთფეროვანი, მხოლოდ თავის გატანის მცდელობის ცხოვრებით უიმედოდ დარჩენილმა მეგობარმა გადაწყვიტა უკიდურესი ზომებისთვის მიემართა. ერთ საღამოსაც დაჯდა კომპიუტერთან, უცებ მოსვლია აზრად საძიებო პროგრამა გუგლში ჩაეწერა ფრაზები "როგორ მოვიხვეჭოთ ფული და წარმატება" და ბულგარელი ვანგას რჩევებს მიაგნო, შესაბამისად რიტუალიც შეასრულა.



image


რიტუალისთვის საჭიროა- ქათმის კვერცხი, 3 ცალი 10 თეთრიანი რკინის ფული, სამკუთხედი ფორმის თასი და სამი ცალი საეკლესიო სანთელი. თასში სამივე კუთხეში ბორჯღალოთი ქვევით დადეთ თითო ხურდა ფული და ზევიდან დააკარით სანთლები და აანთეთ, კვერცხი კი დადეთ შუაში. ყველაფერს რომ მოამზადებთ, შემდეგი ფრაზა წაიკითხეთ 33-ჯერ: "თეთრმა ქათამმა სუფთა მდელოზე დადო კვერცხი, კვერცხი ფულის მომტანი იყო, ამიტომ ვინც მას გატეხავს და შეჭამს, სიდუხჭირეს სამუდამოდ დაივიწყებს. მდელოზე ვსეირნობდი მე (იტყვით თქვენს სახელს) მონა ღვთისა (მხევალი ღვთისა) და ვიპოვე კვერცხი, შევჭამე და ამისათვის მადლობა ღმერთს. მას შემდეგ სიმდიდრე არ მტოვებს"! რიტუალის შემდეგ კვერცხს მოხარშავთ და სანთლებიც ახლოს უნდა გქონდეთ (სანამ არ ცაიწვება), შუბლზე გატეხავთ, გაფრცქვნით და სანამ შეჭამთ, წარმოთქვამთ შემდეგ სიტყვებს- "თავით ვტეხავ კვერცხს და თან მიმაქვს მისი სარგებელი".


imageimage


სასაცილოდ მომეჩვენა, როგორც თქვენ, თუმცა ვერ მოვისვენე და ვცადე, ოღონდ მეუღლისთვის და შემთხვევამ მართლა გაამართლა, ზუსტად იმ თვეს მან ხელფასზე პრემია მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იღებდა. ნუთუ უბრალო დამთხვევაა?


P.S. სცადეთ, იქნებ თქვენს შემთხვევაშიც გაამართლოს და უფულობისგან გათავისუფლდეთ. წარმატებებს გისურვებთ! (შეგახსენებთ, რომ სტატია ჩემი და ჩემი მეგობრის რეპორტაჟი არ არის)



იხილეთ აგრეთვე:



● მხოლოდ ფურცლისა და ბეჭდის მეშვეობით გაიგებთ, რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედიimage





● ნახეთ რას გიწინასწარმეტყველებთ კარმა (მისი დამთხვევა გაგაოგნებთ)image





კარმული ჰოროსკოპის მიხედვით ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?image





თუ საათს 11:11 მომენტში დახედავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლებთ! რატომ?image





10 ნივთი, რომლებსაც ოჯახში უბარაქობა მოაქვსimage





ნივთები, რომელთაც სახლში დადებითი აურა მოაქვთimage


11
2423
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2423
  
2017, 22 ნოემბერი, 23:01
თურმე ბიძინა ყოველდღე აკეთებდა ასე და მილიონერი გახდა .
2017, 22 ნოემბერი, 15:23
სამკუტხედი ტასი არსდროს მინახავს თორემ გავაკატებდი :), ტქვენ იცინეტ და უამარვი უშნო და უქნარა ზარმაცი აღწევს წარმატებას როცა ბევრი ტავს იკლავს შრომიტ და მაინც არაფერი გამოსდის. მწარე ბლის ხის ტოტი ჩაიდეთ პორტმონეში და ფულს მოიზიდავტ ო :) მე ვინც ვნახე ეგ გააკეტა მართლა გაიუმჯობესა მდგომარეობა :)
2017, 22 ნოემბერი, 15:18
რკინის ხურდა ეწერა წყაროში, შესაბამისად ბორჯღალო აქვს ჩვენს ფულად ერთეულს და ციტირება გასაგებ ენაზე გავაკეთე. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო :)
2017, 22 ნოემბერი, 15:15
ვაა ვანგა თუ ჩვენებურ თეთრებსაც იცნობდა არ ვიცოდი, თან ბორჯღალოთი ქვემოთო. ბარაქალა ვანგა
2017, 21 ნოემბერი, 18:14
"მაღარიჩის" გარეშე ნურავინ იზამთ :)))))
2017, 21 ნოემბერი, 18:14
:))))) ერთი მათხოვეთ, ლალი, მე არ მაქვს :)) კვერცხი ჩემზე იყოს :))
2017, 21 ნოემბერი, 16:53
აბა , ვინც გამდიდრდებით მაკას საჩუქარს უკეთებთ :)
2017, 21 ნოემბერი, 15:48
სამკუთხედი თასების მეტი რა მაქვს, მაგრამ კვერცხი სად ვიშოვო?))))
2017, 21 ნოემბერი, 13:14
ნამდვილად :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10