x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგემრიელესი ქადის მომზადების საიდუმლო

image
ცომისთვის თქვენ დაგჭირდებათ: კარაქი, მაწონი ვანილი შაქარი და საფუარი. გულში კი - შაქარი ფქვილი და კარაქი.



მაშ ასე დავიწყოთ: ავიღოთ თასი და შიგ მოვათავსოთ 3 ჭიქა მაწონი დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი საფუარი ერთი ჭიქა შაქარი 2 შეფუთვა კარაქი და ფქვილი რასაც შეიზელს. ეს ყველაფერი მოვზილოთ კარგად, ცომი უნდა იყოს არც ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი.


შემდეგ ის უნდა გავყოთ 4 ნაწილად. ამის შემდგ ცალკე ჯამში მოვამზადოთ ქადის “გული":

1 შეკვრა კარაქვს დავუმატოთ 3 ჭიქა შაქარი 3 ჭიქა ფქვილი და ვანილი. დაყოფილი ცომი თითო-თითოდ გავიყვანთ გასაყვანი ჯოხით, შემდეგ შიგ მოვათავსებთ ჩვენ მიერ მომზადებულ გულს გადავახვევთ და დავჭრით ქადის საჭრელი დანით, შემდეგ დაალაგეთ ცხელ ცხიმ-წასმულ ჟარონაზე და ზემოდან მოუსვით კვერცხის გული, რათა მან ოქროსფერი და ლამაზი შეფერილობა მიიღოს. მიირთვით გემრიელად!

0
2513
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ბერიძე
თამარ ბერიძე
2513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0