x
image
გემი დალანდი
მე-20 საუკუნის ყველაზე უცნაური სილამაზის კონკურსები
იმისთვის, რომ კონკურსზე წარსდგეთ, უნდა აარჩიოთ კაბა, საცურაო კოსტიუმი, მოუაროთ სახეს, სხეულს, თმას...

ადრე ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო, ჩვეულებრივი კონკურსების გარდა, სადაც ქვეყნის ან ქალაქის მთავარ ლამაზმანს ირჩევდნენ, ხშირად ტარდებოდა კონკურსი ყველაზე ლამაზი თვალების, ფეხების და ტანადობის გამოსავლენადაც კი. არანაკლებ უცნაური იყო ამ კონკურსების შეფასების მეთოდებიც:

მის პლიაჟი 1922წ.

image


სწორედ ასეთი საცურაო კოსტიუმები იყო მოდაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.ეს კონკურსი 1922 წლის 17 ივნისს ჩატარდა და ანა ნიბელმა მოიგო.

image


მის იდეალური ტანადობა 1956წ

image

ამ კონკურსის უცნაურობა ის გახლდათ, რომ ფასდებოდა არა მონაწილეების გარეგნობა, არამედ მათი რენტგენის ფოტოები. მოდელები მარიან ბაბა, ლუის კონვეი და და რუთ სვენსონი თავის რენტგენის სურათებთან დგანან, რომელთაც მათ გამარჯვება მოუტანეს.


მის ლამაზი თვალები 1930წ

image

იმისთვის, რომ ჟიურის ყურადღება არ გაჰფანტვოდა, მონაწილეებს ასეთი ნიღბები ეკეთათ, საიდანაც მარტო თვალები უჩანდათ.


სამზარეულოს დედოფალი 1964წ.

imageფოტოზე გლორია პრინსია, რომელმაც ნიუ-იორკში გამართულ კონკურსზე “სამზარეულოს დედოფალი" გაიმარჯვა.


დონატების დედოფალი 1957წ.

imageეს კონკურსი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნიუ-იორკის მაცხოვრებელთა შორის. დონატები ამერიკაში დღესაც პოპულარულია. გამარჯვებული გვირგვინით და დონატებით პოზიორობდა კამერის წინ.


სოსისების დედოფალი 1955წ.

image

კონკურსი ჰოთ-დოგის ეროვნული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ხორცის მწარმოებელმა კომპანია ზიონმა გაუწია სპონსპორობა. გამარჯვებული ჯინ კორტნი გახდა.


მის ლამაზი ფეხები 1930წ.

imageიმისათვის, რომ ჟიურის ობიექტურად შეეფასებინა მონაწილეთა ფეხები და ხელი არაფერს შეეშალა, კონკურსანტებს ასეთი ტომრების ჩამოცმა მოუწიათ.


მის მაგიური მარკერი

image

ამ კონკურსანტმა ზუსტად იცოდა როგორ უნდა მიექცია ჟიურის ყურადღება, საბოლოო ჯამში კი, ამ კონკურსის სახით, მარკერის დასამახსოვრებელი რეკლამა გამოვიდა.


მის მანქანის ზეთი 1955წ.

imageკონკურსის გამარჯვებული, რომელიც მანქანის ფონზე, ავტოსახელოსნოს თანამშრომლებთან ერთად პოზირებს.


მის საფენი 1947წ

imageსურათზე ბეტი ბარეტია, უჩვეულო კონკურსის გამარჯვებული, რომლის მონაწილეებსაც თავისი ხელით შექმნილი სახვევი-საფენები უნდა წარმოედგინათ.


მის ამერიკელი ვამპირი 1970წ

image

ეს კონკურსი ერთგვარი რეკლამა იყო ფილმისა “მუქი ჩრდილების სახლი".გამარჯვებული ჯონათან ფრეიდმა დააჯილდოვა, რომელიც ფილმში ვამპირ ბარნაბა კოლინზს განასახიერებდა.


მის ფსიქოლოგიური ომი 1950წ.

imageამ კონკურსისი შესახებ ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ სულ 4 მონაწილე ყავდა, რომლებიც ფოტოზე ხელნაკეთ რუპორთან პოზიორობენ. კონკურსის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რა პროპაგანდისტურ მეთოდებს მიმართავდნენ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მხარეები.


მისის ტაჰომა 1955წ.

image

ამ კონკურსში 18-დან 35 წლამდე ასაკის ქალბატონები მონაწილეობდნენ. აუცილებელი პირობა იყო, რომ კონკურსანტს მეუღლე და ერთი შვილი მაინც ჰყოლოდა. მათ სხვადასხვა დავალებების შესრულება უხდებოდათ, რაც ლოგინის უფრო სწრაფად ალაგებაში, უფრო ხარისხიანად დაუთოებასა და გემრიელად ცხობაში გამოიხატებოდა.

0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0