x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რომელია 3 ყველაზე მოთხოვნადი მხატვრული წიგნი საქართველოში?
image
წიგნებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ადამიანები საუკეთესო საჩუქრად ხშირად სწორედ წიგნს ასახელებენ, მოუთმენლად ელიან ფასდაკლებებს და კონკრეტული წიგნის შესაძენად მაღაზიებთან გაჩენილ რიგებსაც ხშირად შეამჩნევთ. საინტერესოა, რომელ წიგნებს ანიჭებს ქართველი მკითხველი უპირატესობას.

საქართველოში წიგნების ყველაზე დიდმა მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ოქტომბრის თვის საუკეთესოდ გაყიდვადი ტოპ 10 მხატვრული და საბავშვო წიგნი გამოავლინა. ათეულში კი ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

მხატვრული ლიტერატურის ათეულში მოწინავე ადგილები კი საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. ნომერ პირველი საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნი ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის "გადამალვა" მოხვდა.



"ნამდვილად არ ველოდი, რომ "გადამალვა" "ბიბლუსის" რეიტინგში პირველ ადგილზე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ მან გამოსვლისთანავე დაიკავა ადგილი ბესტსელერებს შორის. რეიტინგის სათავეში ყოფნას არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. სასიხარულოა, რომ ადამიანები შენს ნამუშევარს ასე დადებითად აფასებენ. ალბათ, ეს რომანის დაწერის ისტორიამ და ამდენხნიანმა პაუზამაც განაპირობა. ისტორია ნამდვილ ამბებზეა აგებული და პერსონაჟების ნაწილი დღესაც ჩვენ გვერდითაა, " - განმარტავს მწერალი ალეკო შუღლაძე.

მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი" მოხვდა. აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ სამეულის უცვლელი წევრია. თვითონ ავტორი კი ქართველ მკითხველში პოპულარობას არ კარგავს და მისი ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა მაღაზიებთან მომხმარებლების გრძელ რიგებს აჩენს. მესამე პოზიციას კი ქართველი მკითხველისთვის ერთ-ერთი საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით "ნასესხები სიცოცხლე". საინტერესოა, რომ რემარკის ნაწარმოებები წლებია არ კარგავს აქტუალობას ქართველ მკითხველში და მისი ნებისმიერი წიგნის ახალი თუ ძველი გამოცემები დიდი წარმატებით იყიდება.

"ბიბლუსი" საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნების ათეულების გამოქვეყნებას სისტემატიურად გეგმავს და ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.
0
333
6-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0