x
image
natia.a
Mediator image
ფეხსაცმლის 5 მოდელი, რომელიც წელს მოდაში აღარ არის - ეს ბევრმა არ იცის!

image

მილანელმა სტილისტმა და დიზაინერმა, აგრაფია ფონ გრომმა თავის ბლოგზე იმ 5 სტილის ფეხსაცმელზე დაწერა, რომლებიც ბევრს მოდური ჰგონია, მაგრამ სინამდვილეში აქტუალურობა უკვე დაკარგა. აგრაფია ფონ გრომის აზრით, ამ 5 მოდელის შეძენა მაშინაც კი არ ღირს, თუ მათზე ძალიან დიდი ფასდაკლება იქნება.


1. ე.წ. "ბალეტკები"

image

თავის დროზე "ბალეტკები" ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მათი მოსახერხებლობისა და კომფორტულობის გამო. დღეს კი ეს მოდელი უკვე ძალიან მოსაწყენი გახდა და მათზე უარის თქმის დრო მოვიდა.


2. ნავები წაწვეტებული "ცხვირით"

image


წაწვეტებული მაღამქუსლიანი ნავები მხოლოდ მინიატურული ზომის (35) მქონე, კონკიას ფეხებს უხდება. დანარჩენი ქალბატონები კი მათში ისე გამოიყურებიან, როგორც თხილამურებზე. ამას გარდა, ამგვარი მოყვანილობის "ცხვირები" ხშირად იფხაჭნება და ფეხსაცმელს ამის გამო საკმაოდ დაუდევარ შესახედაობას აძლევს.


3. "სნიკერსები" და თეთრი კედები

image

სპორტული ტენდენციები მოდაში განსაკუთრებით სწრაფად გახდა პოპულარული. ცნოილმა დიზაინერებმა და წამყვანმა ბრენდებმა ახალი სპორტული მოდელები გამოუშვეს. ე.წ. "სნიკერსები" და თეთრი კედები პრაქტიკულად ყველა ქალბატონის გარდერობში მოიპოვება. ამიტომაც, უკვე გასაკვირი აღარაა, რომ ამ მოდელებმა აქტუალობა დაკარგა. უმჯობესია სხვა, უფრო ორიგინალური რამ აირჩიოთ.


4. ფეხსაცმელი პლატფორმაზე

image

მარალი პლატფორმა, ეჭვგარეშეა, რამდენიმე სანტიმეტრს მატებს დაბალ ქალბატონებს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. ამასთან მსგავსი ფეხსაცმელი ძალიან უხერხული სატარებელია და ფეხის სხვადასხვაგვარ ტრავმას იწვევს. ამიტომ ამ მოდელების არსებობა, სჯობს, საერთოდ დაივიწყოთ!

5. ე.წ. "სლიპონები"

image


მოხერხებულმა სლიპონებმა მყისიერად დაიპყრო ქალბატონების გულები. უკვე რამდენიმე სეზონია, რაც მათი პოპულარობა არ იკლებს. პოპულარულია როგორც კაშკაშა პრინტებიანი, ასევე სადა ფერის ან ხელნაკეთი სამშვენისებით მორთული სლიპონები. თუმცა, მიუხედავად პოპულარობისა, მსგავსი მოდელები განსაკუთრებულ დახვეწილობას ქალბატონებს ნამდვილად არ სძენს. ფეხსაცმლის უამრავი სხვა, სპორტული მოდელი არსებობს, რომელიც ქალის ფეხს გაცილებით დავეწილსა და თანამედროვეს გახდის.


ასევე გაითვალისწინეთ:


დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერიimage


როგორ ავარჩიოთ ნამდვილი ბრილიანტის ბეჭედი და რას ნიშნავს ოქროს სინჯი - ნუ მოტყუვდებით!image


ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ!image


ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!image


10 ნიშანი იმისა, რომ გემოვნება არ გაქვთ - არ დაუშვათ ეს შეცდომები!image


რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!image


როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები!image





1.



0
1641
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0