x
image
ღიმილიანი
ადგილი, სადაც მარადიული გაზაფხულია - მადეირა

image

მადეირა- ატლანტიკის ოკეანეში დაკარგული, განსაცვიფრებელი პატარა კუნძულია, სადაც ყოველთვის გაზაფხულია.

იგი განლაგებულია ლისაბონიდან სამხრეთ-დასავლეთში 1000 კმ-ის მანძილზე და აფრიკის სანაპიროდან 700 კმ-ში. სწორედ ამიტომ აქ მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურაა - 19 გრადუსი ზამთარში და 22-30 - ზაფხულში ამავე დასახელის არქიპელაგში შედის აგრეთვე კუნძული პორტუ სანტუ, უკაცრიელი კუნძული დეზერტაში, პორტუგალიურ ენაზე ნიშნავს „უკაცრიელს“ და სელვაჟენში „ გარეული“.

image

მადეირა 1418 - 1420 წლებში აღმოჩაჩინეს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა.

განსაკუთრებულად რბილი კლიმატისა და ძალების აღმდგენი თვისებების გამო მადეირამ მიიღო სახელი „ გაზაფხულის კუნძული“ .

image

მადეირას ბუნება მრავალფეროვანია. აქ ერთმანეთს ენაცვლებიან ტყეებით დაფარული მთები და ყვავილოვანი მდელოები. საუკეთესო კლიმატი ქმნის აქ ნამდვილ სუბტროპიკულ სამოთხეს. ბანანები აქ იზრდება პირდაპირ ქალაქის ქუჩებში, ყვავილების სახეობების მრავალფეროვნებამ კი არ შეიძლება არ გააკვირვოს ნებისმიერი ადამიანი, ისიც კი, ვინც არასდროს აქცევს ყურადღებას მცენარეების სილამაზეს. წლის ნებისმიერ დროს აქ ყვავილობს ორქიდეა, კალა, ჰორტენზია, მაგნოლია და აზალია.

კუნძულის სიმბოლოა- ყვავილი სტრელიცია, რომელიც ჰგავს დიდ ფანტასტიკურ ყვითელ ფრინველს.

ღვინო, ბანანი და ეგზოტიკური ყვავილები შეადგენენ მადეირას ეკონომიკის ქვაკუთხედს.

დედაქალაქი ფუნშალი

კუნძულის დედაქალაქი ფუნშალი უზარმაზარი ამფითეატრით ეშვება მთების კალთებიდან დიადი ოკეანის სანაპირომდე. თავად ქალაქში და მის შემოგარენშიც განლაგებულია რამდენიმე ბოტანიკური ბაღი. ფუნიკულიორზე შესაძლებელია ახვიდეთ მთის მონტეს მწვერვალზე, შემდეგ კი უკან დაეშვათ დაბრწნილი ციგებით, რომლებიც მრავალი წლების მანძილზე წარმოადგენდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ტრანსპორტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეობას.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აგრეთვე ადგილობრივი ბაზარი, განთვსებული ქალაქის ცენტრალურ ნაწილში: აქ თქვენ იპოვით ყველაზე ეგზოტიკურ ხილს, ყველაზე ლამაზ და უცნაურ ყვავილებს.

ბაზრის მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია მადეირას მეორე სიამაყე- მოქარგულ ნაკეთობათა ფაბრიკა. მრავალი წლების განავლობაში მადეირას მქარგველი ქალები ითვლებოდნენ ევროპაში საუკეთესოებად, მათი ნამუშევრები კი ალამაზებდნენ ევროპული სამეფო ოჯახების სახლებსა და ტანსაცმელს.

ტურისტული მადეირა

ფუნშალის დასავლეთი ნაწილი წარმოადგენს ტურისტულ ზონას, სადაც თავმოყრილია საუკეთესო ოთხ და ხუთვასკვლავიანი სასტუმროები.

მადეირა- ეს არის ნამდვილი სამოთხე მათთვის, ვისაც უყვარს ფეხით სეირნობა და ლამაზი პეიზაჟებით ტკბობა, რადგან აქ მათ არ შეაწუხებთ აუტანელი სიცხე, მაღალი ტენიანობა და მწერები.

კუნძულზე თქვენ მოგეცემათ უამრავი შესაძლებლობა დაკავდეთ სხვადასხვა სახეობის სპორტით- პარაპლანიდან მთასვლელობამდე, მთის ველოსიპედიდან ცხენოსნობასა და ჩოგბურთამდე. გოლფის მოყვარულებისთვის მადეირაზე მოწყობილია საერთაშორისო კლასის ორი მოედანი.


რა თქა უნდა, მადეირა წარმოადგენს საწყალოსნო სპორტის უდიდეს ცენტრს: წყლის თხილამურები, სერფინგი და ვინდსერფინგი, დაივინგი, იალქნიანი სპორტი. მადეირა იქცა აგრეთვე სპორტული მეთევზეობის საერთაშორისო ცენტრად.

აქაური დასვენების სტილია- „სრული დასვენება" გასაოცარი ბუნების, სილამაზის და სიჩუმიე გარემოცვაში. კუნძულზე არ არის პლაიჟები, მაგრამ აქ არის ბალნეოლოგიური ცენტრები და სპეციალური კიბეები ოკეანეში. აქ არის ნამდვილი სამოთხე თევზაობის და ნადირობის მოყვარულებისთვის (სექტემბრიდან დეკემბრამდე).

image

ზღაპრული სილამაზე და პირველყოფილი, თითქმის ხელუხლებელი ბუნება- ეს არის მადეირას სიმდიდრე.

განსაცვიფრებელია ტროპიკული ხილის სიუხვე: ბანანი, მარაკუია, მანგო, ავოკადო, საზათრო, აგრეთვე ფორთოხალი და ყურძენი. ხილი აქ მოჰყავთ მდიდარ ვულკანურ ნიადაგზე, რომელიც თითქმის არ საჭირობეს ქიმიური სასუქის შეტანას.

მდიდარია მადეირა ზღვის პროდუქტებით. აგრეთვე ცნობილია ღვინით.

ღვინის ფესტივალი

თუ გაემგზავრებით მადეირაზე სექტემბრის დასაწყისში ყველაფერზემოთ თქმულთან ერთად თქვენ გახდებით კიდევ ერთი დაუვიწყარი მოვლენის მნახველნი. ეს არის ყოველწლიური ღვინის ფესტივალი, რომელიც ტარდება სექტემბრის დასაწყისში. ღვინის ფესტივალი ეძღვნება ყურძნის ტრადიციულ კრეფასა და მსოფლიოში ცნობილი ღვინოს, მადეირას სიმბოლოს- ღვინო მადეირა.

ფესტივალის დღეებში მთელს კუნძულზე ტარდება შოუ-პროგრამები, მუსიკალური და ფოლკლორული წარმოადგენები, კონკურსები და კონცერტები. ფუნშალის ცენტრალურ ქუჩებში ტრადიციულად იდგმება მაგიდები სადღესასწაულო კერძებით. ფესტივალის ყველა მონაწილეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ღვინის დაწურვაში.

image

კუნძული მადეირა ითვლება ევროპაში კლიმატური პირობებით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად გამაჯანსაღებელი, რბილი კლიმატის, ატლანტიკური ოკეანის მხრიდან მუდმივი გრილი ბრიზის, ეგზოტიკური ბუნებისა და კულინარული ტრადიციების გამო. კუნძულ მადეირაზე გამგზავრება- ეს უკვე მოვლენაა, და თუ იქ გამგზავრებას მოახერხებთ ღვინის ფესტივალის ჩატარების დროს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ფანტასტიკურად გაგიმართლად და თქვენი დასვენება იქნება ნამდვილად დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე!

image

0
333
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0