x
image
კატაპულტი
გერის წმინდა გიორგის ეკლესია –საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია, ეს ჩვენი სიწმინდეა

image

შიდა ქართლის სოფელ გერში აღმართულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც შიდა ქართლისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სალოცავად ითვლება.ტაძარი აშენებულია მე-6 საუკუნეში.ისტორიის მიხედვით, ქართლის მეფეს, ფარსმან V-ს ცოლად შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული, რომელსაც თან გერი მოჰყოლია.დედოფალს მზითვში მოჰყოლია წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები და ხატი.ფარსმან V უშვილო გახლდათ და ეს მზითვი თავის გერისათვის უჩუქებია, ამ უკანასკნელმა კი ქართლის ჩრდილოეთით, გუდისის მთის წვერზე ააგო ეკლესია და ხატი და წმინდა ნაწილებიც იქ დაუსვენებია.სალოცავი ქალაქ ცხინვალიდან 22 კილომეტრშია, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე.ის სასწაულმომქმედია და არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, როდესაც სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილი ადამიანები იქ განკურნებულან.

image
გერის წმინდა გიორგის დღესასწაული აღინიშნება 3-ჯერ, მარიამობის მომდევნო კვირა დღიდან სამი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირას, შესაბამისად, თავგერითობა, შუა გერითობა და ბოლო გერითობა.

image
სამწუხაროდ, სალოცავი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და მას ოსური და რუსული მხარე “რესტავრაციას" უტარებს(ხდება ქართული წარწერების წაშლა).მანამდე კი ხალხი იქ ღამისთევით მიდიოდა და ვისაც შეთქმული ჰქონდა, სწირავდა საქონელს, ჩოქვით შემოუვლიდა ეკლესიას ან იქ არსებული “დადიანური ჯაჭვით" კისერზე გადაკიდებული სამჯერ შემოუვლიდა სალოცავს.ძველად აქ ძირითადად საქონლის მგლისაგან დაცვას შესთხოვდნენ ხოლმე.საინტერესოა, რომ ქართველებთან ერთად აქ სალოცავად ადიოდნენ ოსებიც.

გერის წმინდა გიორგის სალოცავის ბარის საბრძანისია სოფელ არბოში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.image

გერის წმინდა გიორგის სალოცავის ამსახველი კადრები არსებობს ქართულ მხატვრულ ფილმში “ქაჯანა".

2008 წლის ომის შემდეგ ქართველ მოსახლეობას აღარ აქვს შესაძლებლობა ეკლესია მოილოცოს.2010 წელს კი გორის რაიონის სოფელ ბერბუკში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ გერის წმინდა გიორგის ნიში ააგო.


0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0