x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134340
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ამერიკაში გარდაიცვალა ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი



image


აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი სერიული მკვლელი ჩარლზ მესნსონი.მენსონს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან ციხეში 40 წელზე მეტი გაატარა.

დებორა ტეიტის განცხადებით კვირას დაურეკეს ციხიდან და აცნობეს, რომ ადგილობრივი დროით 20 საათზე და 13 წუთზე გარდაიცვალა ჩარლზ მენსონი.

გასულ კვირას მენსონი გადაიყვანეს ბეიკერსფილდის ჰოსპიტალში, საინფორმაციო წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მესნონის მდგომარეობა მძიმეა და საეჭვოა გადარჩეს.

ჩარლზ მენსონი დაიბადა 1934 წლის 12 ნოემბერს ცინცინატში, შტატი ოჰაიო, ა.შ.შ. 11 წლის ჩარლზი დედამ, რომელიც იმ დროს უკვე მეორედ იყო გათხოვილი(გვარი მას მამინაცვლმა მისცა.) ბავშვთა სახლში მიაბარა.1955 წელს მენსონი პირველად დაქორწინდა და ამის შემდეგ მალევე პირველად მოხვდა ციხეში მანქანის გატაცების გამო. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე ჩაიდინა დანაშაული, რის შედეგადაც 10 წელი იჯდა ციხეში. იგი 1967 წლის მარტში განთავისუფლდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მოღვაწეობა.

ციხიდან გამოსვლიდან მალევე მან გაიცნო გოგონა მერი ბრანერი, (მანამდე მენსონმა 2-ჯერ მოასწრო განქორწინება.) რომელიც მისი სექტის"ოჯახის" პირველი წევრი გახდა.ციხეში ყოფნისას მას ერთ-ერთმა დამნაშავემ გიტარაზე დაკვრა ასწავლა, მენსონს უნდოდა მუსიკალური კარიერა დაეწყო, რის გამოც იგი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.ის დასახლდა სპენში-

რანჩოები, სადაც ადრე ჰოლივუდი ვესტერნებს იღებდა.აქ მის "ოჯახს" ნელ-ნელა ემატებოდნენ წევრები, ისინი იღებდნენ ნარკოტიკებს, მღეროდნენ და ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულნი.

image

image

აქვე დაიწყო მისი ქადაგება. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ის ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.მან ამ "მისიას"-"Helter Skelter"-უწოდა.("ბიტლზის" სიმღერის მენსონისეური ინტერპრეტაცია.)

image

1969 წლის 8 აგვისტოს მენსონმა გამოუცხადა თავის სექტის წევრებს-"დრო მოვიდა".აქედან იწყება საზარელი დანაშაულების მთელი კასკადი.

მენსონმა და მისი თანამოაზრეებმა ზედიზედ მოკლეს ჯერ ჰარი ჰიმანი,

შემდეგ სახლში შეუვარდნენ და წამებით მოკლეს 18 წლის სტივენ პერეტი, ოჯახში მომუშავე დამლაგებლის მეგობარი, ჯეი სებრინგი-ცნობილი სტილისტი,

ებიგეილ ფოლგერი-მდიდარი მემკვიდრე, ვოიცეკ ფრიკოვსკი, რეჟისორ რომან პოლანსკის მეგობარი და რომან პოლანსკის ცოლი, 9 თვის ფეხმძიმე, მსახიობი-შერონ ტეიტი.

imageფოტოზე :შერონ ტეიტი

9 აგვისტოს მენსონმა და მისი სექტის წევრებმა კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყვეს. წამებით დახოცეს პატარა მაღაზიების მფლობელები-ლენო და როზმარი ლა-ბიანკები.პოლიციამ ამჯერად მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინა წარწერები:«RISE», «DEATH TO PIGS», ხოლო ლენოს მუცელზე ჰქონდა ამოტვიფრული-«HEALTER SKELTER»-ი და «WAR»-ი.

image

1969 წლის ოქტომბერში მენსონი და მისი "ოჯახის" წევრები დააკავეს.1972 წელს ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ სექტის 7 წევრს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, თუმცა შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.

ჩარლზ მენსონი კი კალიფორნიის ქალაქ კომკორადში იხდიდა სასჯელს, საკანში მარტო იჯდა და ეკრძალებაოდასხვა მსჯავრდებულებთან კონტაქტი.

2012 წლის 11 აპრილს მას მეთორმეტედ უთხრეს უარი შეწყალებაზე,

image

5
230
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
230
  
2017, 20 ნოემბერი, 14:56
ეგ შეშლილი ადამიანია. ფსიქიკა აქვს დაზიანებული... რაც მეეჭვება განიკურნებოდეს.
2017, 20 ნოემბერი, 14:40
მე უფრო რა გამიკვირდა, იცი, მაგ არაკაცის მოკლული ბავშვების მშობლებმა რომ განაცხადეს, ჩვენთვის მისი გამოსწორება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დასჯაო... ბრეივიკის ან მენსონისნაირები გამოსწორდებიან?
2017, 20 ნოემბერი, 13:45
ბრეივიკი ბოლოს ისე გათავხედდა ინტერნეტის სიხშირე დაიწუნა..
2017, 20 ნოემბერი, 13:40
40 წელი სასათბურე პირობებში ჰყავდათ, ეტყობა(.. ბრეივიკისა არ იყოს, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ალბათ უფლებადამცველები(
2017, 20 ნოემბერი, 13:19
როგორც იქნა
0 1 5