x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ეს 10 პრეპარატი არაფერს კურნავს! არ მოტყუვდეთ
როდესაც მოულოდნელი ტკივილები გაუსაძლისი ხდება, ექიმთან წასვლისგან თავშეკავებას ვამჯობინებთ და პირველი რაც აზრად მოგვდის, ტელევიზორიდან რეკლამებში ნანახი პრეპარატებია. ვეგებით მარკეტინგულ ანკესზე და მივეშურებით აფთიაქში მათ შესაძენად და მიგვაჩნია რომ სწორად ვიქცევით.


რამდენს გამოგიყენებიათ შებერილობისა და მუცლის ტკივილის დროს მეზიმ–ფორტე? ვარიკოზული ვენების შემთხვევაში კი ტროქსევაზინის მალამო? ალბათ ბევრს, თუმცა არ დაფიქრებულხართ საერთოდ გამოიღო თუ არა შედეგი მათით მკურნალობამ.


image


ცრუ პრეპარატების წინააღმდეგ ბრძოლის, ერთ–ერთი უცხოური ქვეყნის ფალსიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაკებმა გაგვიზიარეს ცრუ პრეპარატების ნუსხა, რომლებიც საერთოდ არაფერს კურნავს. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ უშედეგოდ გადაყრით ფულს და ამავდროულად დააგვიანებთ მკურნალობას.




10 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!



1. არბიდოლი.image
საბჭოთა ეპოქაში გამოიგონეს ფარმაკოლოგებმა ეს პრეპარატი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ აღიარა მისი ეფექტურობა. პრეპარატის კლინიკური კვლევები ჩატარდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და ჩინეთში. სავარაუდოდ ანტივირუსული პრეპარატი იმუნომოდულატორულ ეფექტს წარმოადგენს. მისი დასახელებებია აგრეთვე: არპეთოლიდი, არპეფლუ, ორვიტოლ ნპ, არპეტოლი, იმუსტატი.





2. პრობიოტიკები.image
უდანაშაულო მომხმარებლები ალბათ ფიქრობენ, რომ ყიდულობენ საჭირო ბაქტერიებს. ეს პრეპარატი სრულიად უსარგებლოა და ევროპის ქვეყნებში არცერთი ექიმი არ უნიშნავს მას პაციენტებს.





3. მეზიმ–ფორტე.image
ჩვენი დროის ყველაზე პოპულარული პრეპარატია. უბრალოდ, დამკვეთები ხელოვნურად, რეკლამის საშუალებით ახდენენ პროპაგანდას არასწორი კვებისა და რეჟიმის იდეას მიასაღონ უსარგებლო ძვირადღირებული პრეპარატები. ის არ კურნავს დიაბეტს, თიაქარს, პანკრეატიტსა და სხვა სერიოზულ დარღვევებს.





4. კორვალოლი.image
ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება ფენობარბიტალია. ეს საშიში ბარბიტურატი გამოხატავს ნარკოტიკულ ეფექტს და არ არის ცნობილი მის მუდმივ გამოყენებას შეუძლია თუ არა გამოიწვიოს სერიოზული ნევროლოგიური და შემეცნებითი დარღვევები. სხვათა შორის, საზღვარგარეთ ამ პრეპარატის იმპორტი აკრძალულია.





5. ნოვო–პასიტი.image
ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის გაიფენეზინი. გაგიკვირდებათ და მას არანაირი დამამშვიდებელი ეფექტი არ გააჩნია. გაიფენეზინი ეხმარება სველ ხველას და ამოხველების პროცესს. ეს ნივთიერება არის ხველის სიწანააღმდეგო პრეპარატების შემადგენლობაში. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოვო–პასიტი არის ნამდვილი პლაცებო.





6. ჰედელიქსი.image
პრეპარატი შესწავლილი იქნა აშშ–ს ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში და ფარმაკოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მასში შემავალი აქტიური ნივთიერება ხველას საერთოდ არ შველის. ჰედელიქსის ყიდვას, ისევ სჯობს ერთი ფინჯანი ცხელი ჩაი მისცეთ ბვშვს.





7. ტროქსევაზინი.image
ამ პრეპარატის ეფექტურობა დადასტურებულია მხოლოდ ორი რუსული კვლევით. დასავლელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მისი აქტიური ნივთიერება საერთოდ არ მოქმედებს სხეულზე.





8. ჰომეოპათიური საშუალებები.image
(ჰომეოპათია ალტერნატიული მედიცინის სისტემაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვევდა ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს. მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი. „ჰომეოპათია“ იყენებს მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზით და „მსგავსების პრინციპით“, ანუ თავისი არსით ჰომეოპათია ეს არის ბიომარეგულირებელი თერაპია, რომელიც არ სტიმულირებს ან არ თრგუნავს ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესს.

ჰომეოპათია, როგორც ალტერნატივა მედიცინის დარგში, 200–ზე მეტი წელია არსებობს)

ყველა ჰომეოპათიური პრეპარატები არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, ამიტომ უმჯობესია დაკავდეთ სპორტით და რაციონში ჩართოთ ჯანსაღი პროდუქტები, ვიდრე გადაყაროთ ფული შარლატანობაზე.





9. გლიცინი.image
გლიცინი საერთოდ არ წარმოადგენს რაიმეს სამკურნალო პრეპარატს, ის ფართოდ გავრცელებული ამინო მჟავაა. უბრალოდ ბიო დანამატია, რომელიც არც გავნებს, თუმცა არაფერი სარგებელი არ აქვს. ზოგადად კი, მის ეფექტურობაზე დღემდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა.





10. ვალიდოლი.image
ეს პრეპარატი განიხილება როგორც ეფექტური და უკიდურესად საჭირო, თუმცა გავრცელებულია მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში. გულის სერიოზული პრობლემების დროს არ იყოთ მის იმედზე, რადგან მოსალოდნელი და გარდაუვალი ინფარქტის შემთხვევაში ყოველი წუთი ძვირფასია.



რეკლამებში ნანახ, ახლობლების მიერ რჩეულ და თქვენი ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს სანამ მიიღებთ, სჯობს კარგად გადაამოწმოთ მისი შემადგენლობა, ეფექტურობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაოიყენოთ. შესაძლოა თქვენზე ასაღებენ მორიგ პლაცებო–აბს.





P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ და მოგიწოდებთ გააზიაროთ სტატია, რათა თავიდან აიცილონ თქვენმა ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა ფეიკი პრეპარატები, რომლებსაც ფარმაცევტული კომპანიები ჭარბად გვთავაზობს.




იხილეთ აგრეთვე:


როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის "მედიკამენტების კუთხე". წესები, რომლებიც საყურადღებოაimage




15 პრეპარატი, რომლებიც არაფერს კურნავს!image




ეს 8 ვიტამინი საშიშია! ნუ მიიღებთ მათ, თუ...image




რომელი "ტემპერატურაა" (სიცხე) საშიში? ეს უნდა იცოდეთ!image



5
3680
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3680
  
2017, 20 ნოემბერი, 18:46
გაიხარე გუჯა.
2017, 20 ნოემბერი, 18:03
კორვალოლი ზედოზირებისას ნარკოტიკულ თრობას იწვევს, თან მიჩვევაც იცის და მკვეთრად მოხსნაც საშიშია.
სტატია კი როგორც ყოველთვის საინტერესო...
2017, 20 ნოემბერი, 15:11
კი ხატი, ყველა პრეპარატი და მეთოდი არ გამოირიცხება, თუმცა ამ ალტერნატივაზე ბოლო დროს ძალიან წავიდა დავა. მე არ გამომიყენებია, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი.
2017, 20 ნოემბერი, 12:11
მე ხშირად მივმართავდი ჰომოპათიურ მკურნალობას შაკიკის გამო, შაკიკისგან არ განვიკურნე, თუმცა სანამ მკურნალობის პერიოდს გავდიოდი თავის ტკივილს არ შევუწუხებივარ, როგორც კი შევწყვიტე მალევე დამეწყო შაკიკის შეტევები, არ ვიცი მართლაც შველის თუ არ შველის ჰომოპათიური მკურნალობა, მაგრამ ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ :)
2017, 20 ნოემბერი, 11:28
საყურადღებოა
0 1 5