x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინეთმა ახალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის დემონსტრირება მოაწყო

image
არავისთვის დასამალი არაა, რომ ჩინეთის არმია თანამედროვე სისტემებითაა შეიარაღებული მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, რომლებიც თავისი შესაძლებლობებით არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსებს. 24 სექტემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურმა გაავრცელა სურათები, სადაც ნაჩვენებია " AFT-10" სარაკეტო სისტემის გამოყენება სამხედრო სწავლების ფარგლებში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის "AFT-10" სარაკეტო სისტემას სამხედრო ექსპერტები ებრაული წარმოების "Spike NLOS"–ის ანალოგად მიიჩნევენ. "Spike NLOS"–ი კი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სისტემად მსოფლიოში. რაკეტა "HJ-10", რომელსაც იყენებს ჩინური სარაკეტო სისტემა "AFT-10", აღჭურვილია ოპტიკური ვიდეოთვალით, რომელიც რაკეტის გაშვების მერე გამშვებ ოპერატორს საშუალებას აძლევს ერთი არჩეული სამიზნე, მეორე უფრო პრიორიტეტული სამიზნით ჩაანაცვლოს.
რაკეტას ასევე გააჩნია ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის რეჟიმი პრინციპით–"გაისროლე და დაივიწყე".
წვრთვნებისას ჩინეთის არმიის 76–ე კორპუსმა გამოსცადა და დაამტკიცა, რომ "AFT-10" სარაკეტო სისტემა სწრაფი რეაგირებისაა და მაღალი სიზუსტითაც გამოირჩევა. სისტემა დამონტაჟებული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე "ZBD-04A"–ზე, საბრძოლო მანქანებზე დააყენეს წყვილი გამშვები სისტემა, თითოეულში 4 რაკეტით–შესაბამისად ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებულ სისტემას ერთდროულად შეუძლია გაანადგუროს ან მინიმუმ დააზიანოს 8 სამიზნე.
ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა "AFT-10"–ზე პირველი ინფორმაცია გაჟღერდა 2014 წელს, თუმცა სისტემას გასაიდუმლოებული იყო, სადღეისოდ კი ცნობილია, რომ სისტემა იყენებს რაკეტას "HJ-10"–ს, რომლის სიგრძე 1, 85 მეტრია, დიამეტრი 16, 5 სანტიმეტრი და წონა 150 კილოგრამი, საიდანაც 43 კილოგრამი საბრძოლო ნაწილზე მოდის. რაკეტა აღჭურვილია ტურბორეაქტიული ძრავებით და ანვითარებს 230 მ/წმ სიჩქარეს, მას შეუძლია 10 კილომეტრამდე დაშორებული სამიზნის გადანდგურება –იუწყება "Warspot" .

0
77
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0