x
image
გემი დალანდი
როგორ უმკლავდებიან კაცები სახლის საქმეებს-სასაცილო ისტორიები

image

ზოგიერთს სახლის საქმეები შესანიშნავად გამოსდის, ზოგი კი კვერცხის შეწვასაც ვერ ახერხებს და სამზარეულოში აპოკალიფსს აწყობს.განსაკუთრებით სასაცილო სანახავები არიან კაცები სამზარეულოში, ისინი, ვინც ქალებს მანქანის მართვის გამო აკრიტიკებენ და დასცინიან, ერთი ქვაბისა და ტაფის წინ ბავშვებივით უსუსურები აღმოჩნდებიან ხოლმე. ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით ამ ისტორიების წაკითხვის შემდეგ, რომლებიც ქალებმა გამოიტანეს საჯაროდ:


“ერთხელ მაკარონით მოვიწამლე, დიახ, მა-კა-რო-ნით! აღმოჩნდა თურმე, რომ ჩემმა ქმარმა ქვაბის გარეცხვა საჭიროდ არ ჩათვალა, გადაწყვიტა, რომ მაკარონი პელმენის ნახარშიან ქვაბშიც მოიხარშებოდა, მაგრამ ის, რომ ქვაბში ფეირი მქონდა ჩასხმული- რა თქმა უნდა, ვერ შეამჩნია."


“მამაჩემს მომზადება არ შეუძლია, მხოლოდ პელმენის და კვერცხის მოხარშვა იცის. ერთხელაც, მივდივარ სახლში. მამა ტელევიზორთან ზის, ხოლო ქვაბში კი რაღაც ყავისფერი თუხთუხებს.


მამა, ეს რა არის?-ვეკითხები

იცი, მოხარშული კარტოფილი მომინდა და გადავწყვიტე მომემზადებინა-მპასუხობს

-და დიდი ხანია, რაც დგას?

-ორი საათი იქნება.

-მერე აქამდე არ მოხარშულა?

-არა

-საიდან იცი?

-ჯერ ხომ არ ამოტივტივებულა!"


“პაპაჩემი სახლის საქმეებს არასდროს აკეთებდა, მათ შორის არც “კაცურ" საქმეებს. ერთხელაც, ჩემმა მშობლებმა პაპას და ბებოს სთხოვეს, რომ შვილიშვილებისთვის მიეხედათ აგარაკზე. კვირაში ერთხელ, პაპა სახლში მიდიოდა და ამოწმებდა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. თან, ყვავილებსაც რწყავდა. ბებოს ბევრი ყვავილი ჰქონდა, ძალიან ბევრი. ზაფხულის ბოლოს, როცა ბებო სახლში დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ პაპა თურმე ხელოვნურ ყვავილებსაც რწყავდა."


“ჩემმა ქმარმა მაცივარში ინდაური ვერ იპოვა, რომ მადლიერების დღისთვის გაზქურაში შეეწვა. 12 კილოგრამიანი ინდაური ვერ იპოვა ჩვეულებრივ მაცივარში!"


“ჩემი ქმარი სახლში მარტო დარჩა. მაცივარში მოხარშული კვერცხი იპოვა და გადაწყვიტა რამე მოემზადებინა, მაგრამ მანამდე უნდოდა გაეთბო და მიკროტალღურ ღუმელში შედო 5 წუთით. ყველაფერი-კედლები, იატაკი, ჭერიც კი, კვერცხის ნაწილებით იყო დაფარული, რომელიც მიკროტალღურის კარის გაღებისთანავე აფეთქდა."


“საქმეზე მივდიოდი. გაზქურაზე ძვლებს ვხარშავდი ბულიონისთვის და მეუღლეს დავუბარე, რომ 3 საათში ქვაბისთვის ცეცხლი ჩაექრო. სამ საათში მართლაც მირეკავს და ანგარიშს მაბარებს-“ცეცხლი ჩავაქრე და წყალიც გადავუქციე", ჩემს შეკითხვაზე კი-“შენი აზრით ძვლებს რისთვის ვხარშავდი?"-მპასუხობს-“მე რა ვიცი, იქნებ უნდა გეჭამა?"


“სამშობიაროში ვწევარ და ყველა პალატიდან ისმის: “მიდიხარ სარეცხის მანქანასთან, პოულობ დიდ თეთრ კნოპკას..."


“ჩვენს ოჯახში, თაობიდან თაობას გადაეცემოდა უზარმაზარი, ასწლოვანი ყვავილი, რომელიც სულ ორჯერ იყო აყვავებული. და აი, მესამედ აყვავდა მამაჩემის თვალწინ. მამამ გადაწყვიტა, რომ ყვავილი დიდ ქოთანში გადაერგო. აიღო დიდი ქოთანი, ჩაყარა მიწა, შემდეგ ყვავილი ძველი ქოთნიდან ამოიღო, შეიტანა სააბაზანოში და იქ მისი ფესვები ჯაგრისით და ფეირით გარეცხა, პირსახოცით გაამშრალა, მერე კი ახალ ქოთანში ჩარგო და თავის საქმეებზე წავიდა. სახლში მოსულმა დედამ, როცა დასვრილი სააბაზანო ნახა, ქმარს ჰკითხა როგორ მოაწყო ასეთი არეულობა სულ რაღაც 2 საათში, სანამ თვითონ მაღაზიაში იყო და როცა პასუხი მოისმინა, მოსასულიერებელი გახდა. ყვავილი კი, რა თქმა უნდა, დაჭკნა, 2 დღეში."



0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0