x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რა სიახლეებია მცხეთის ანსამბლ როკვაში - ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან შემოთავაზებული ფესტივალ-კონკურსები (ინტერვიუ ანსამბლის ქორეოგრაფთან)
ქალაქ მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"-ში, როგორც მოსალოდნელი იყო, უამრავი სიახლეა. ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ ანსამბლის შემოქმედებას, რამდენიმე კვირის წინ, როგორც მოგეხსენებათ, ანსამბლმა შეწყვიტა აქტივობა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ჩვენ ვინტერესდებოდით - რა იყო ამის მიზეზი, თუმცა პასუხი ქორეოგრაფებისგან ვერ მივიღეთ.

სულ ცოტა ხნის წინ მოულოდნელად, ანსამბლმა ფეისბუქის გვერდზე განათავსა სარეკლამო ვიდეო, რამაც ბევრი აზრი გამოიწვია. ვიდეოში, ყურადღებას იქცევს წარწერა "მალე" რაც ანსამბლის გულშემატკივრებისთვის დამაინტრიგებელ ატმოსფეროს ქმნის.

3 თვის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ ანსამბლის ქორეოგრაფთან ბ.გიორგი პატაშურთან ინტერვიუ, 3 თვის შემდეგ კი, ახალ ინტერვიუს გთავაზობთ. ჩვენთვისაც მოულოდნელი სიახლეებით დატვირთული ყოფილა ანსამბლი "როკვა".image

მოგესალმებით გიორგი, ჩვენი პირველი ინტერვიუდან 3 თვე გავიდა.
პირველ რიგში, როგორ ხართ? როგორ განწყობაზეა ანსამბლი
"როკვა"?


მადლობთ, კარგად ვარ მეც და ანსამბლიც ბრწყინვალე განწყობაზეა.

გიორგი, რამდენიმე დღის წინ ანსამბლის ფეისბუქ გვერდზე დაიდო ვიდეო, რომელიც საკმაოდ დამაინტრგებელია, გვითხარით მოკლედ ვიდეოს შესახებ.

ვიდეო ასახავს, იმას რაც რეალურად ანსამბლში ხდება, ახალს ვერაფერს ვიტყვი, ჯობს დაველოდოთ როკვას სცენაზე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ როკვას მთავარი საკონცერტო კოლექტივი აღარ ჰყავს, რამდენადმართალია?

ეს ბევრის ოცნებაა (იცინის), რასაც ვერასოდეს ეღირსებიან, არის თუ არა მთავარი კოლექტივი ამას მალე იხილავთ. პასუხს თავადვე ხვდებით... კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაველოდოთ "როკვას" სცენაზე. გეტყვით იმას, რომ ბევრს, ბევრი რამ გაუკვირდება.

ასეთი განცხადებები, კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის ვითარებას ბ.გიორგი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლი ახალი შემადგენლობით წარსდგება მაყურებლის წინაშე?


ახალი იქნება თუ ძველი, დაველოდოთ შედეგს... სიუპრიზები ნამდვილად გელით...მეტს ამ თემაზე არ ვისაუბრებ.

ბ.გიორგი ჩვენს წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ შემოთავაზებულ ფესტივალ-კონკურსებზე, რა სიახლეებია ამ მხრივ?

განსაკუთრებული სიახლეებია ამ მხრივ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან გვაქვს შემოტავაზება, ზოგი კონკურსი, ზოგი ფესტივალი და რამდენიმე ქვეყნიდან ფესტივალ-კონკურსები. შემოთავაზება არის, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპა და აზიიდანაც.

რა ქვეყნებიდან გაქვთ კონკრეტული შემოთავაზებები და გადაწყვეტილი ხომ არ გაქვთ, სად იმოგზაურებს ანსამბლი "როკვა"?

შემოთავაზება გვაქვს თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ხორვატიიდან, უნგრეთიდან, ბელარუსიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, მალტიდან, მაკედონიის რესპუბლიკიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, ეგვიპტიდან და ა.შ. შემოთავაზება ბევრია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ანსამბლი წელს არ გაემგზავრება არც აზერბაიჯანში, არც თურქეთში და არც ბუგარეთში. ჩვენი სამიზნე ევროპაა და რამდენიმე ქვეყანა. თუმცა ჯერ ვერ დავასახელებ ვერც ქვეყნებს და ვერც ფესტივალ-კონკურსების დასახელებებს.

როგორც, ჩანს ანსამბლ "როკვა"ს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ელის, რა მოლოდინები გაქვთ, არის ანსამბლი მზად? მოიპოვოს გამარჯვებები ევროპის კონკურსებზე.

დიახ, "როკვა" მზად არიან ნებისმიერ ანსამბლს გაუწიოს ღირსეული კონკურენცია.

ამ ფრაზიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგეკთხებით, ანუ როკვას მთავარი კოლექტივი კიდევ უფრო ძლიერდება?

ისევ ეს კითხვა? (იცინის), დაველოდოთ კონცერტებს, რომელიც ძალიან მალე იქნება.

ბ.გიორგი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ანსამბლი ახალ პროგრამას ამზადებს, თუ დაგვიდასტურებთ ამ ინფორმაციას და რა ცეკვებზე მუშაობს ანსამბლი?

არც გიდასტურებთ და არც ვუარყოფ, ყველაფერს ვიხილავთ სცენაზე, თუმცა "როკვა" ერთი და იგივე წრეზე არასოდეს მოძრაობს, მუდმივად კონცერტიდან კონცერტამდე "როკვა" სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

ბ.გიორგი თუ გეგმავთ სოლო კონცერტს?

დიახ, ზაფხულში ქალაქ მცხეთაში, ანსამბლ
ს აუცილებლად ექნება სოლო კონცერტი, რაც შოუს ელემენტებითაც იქნება დატვირთული. თუმცა ამ თემაზე საუბარი ადრეა, მანამდე ბევრი რამ არის დაგეგმილი.

წარმატებებს გისურვებთ ბ.გიორგი თქვენ, ანსამბლის ხელმძღვანელს ქ.ნინო იმერლიშვილს და მთლიანად ანსამბლ როკვას. მომავალ ინტერვიუმდე.


image



2
26
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
26
  
2017, 19 ნოემბერი, 16:33
ვურთდები თქვენს კომენტარს
2017, 19 ნოემბერი, 15:53
წარმატებებს ვუსურვებ :) დაეპყრას მსოფლიო :)
0 1 2