x
image
მანჩო 777
მსოფლიო სენსაცია: ჩინეთში წარმატებით ჩატარდა ადამიანისათვის თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია

''თვრამეტსაათიანი ურთულესი ოპერაციის მსვლელობისას ვირტუოზმა-ქირურგებმა შეძლეს ადამიანის სხეულის და თავის შეერთება. მათ წარმატებით მიაკერეს ერთმანეთს ხერხემალი, ნერვები და სისხლძარღვები'', - განაცხადა გუშინ დილით ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტურინელმა პროფესორმა სერხიო კანავარომ.


image


სრული ანგარიში ტრანსპლანტაციის ოპერაციისა, რომელიც ჩატარდა ხარბინის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმების გუნდის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი სიაოპინ რენი, გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში. დოქტორი რენი, რომელმაც გასულ წელს წარმატებით განახორციელა იგივე ტიპის ოპერაცია ორანგუტანგზე, საბოლოო დასკვნების გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს.


image



პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სერხიო კანავარომ თქვა: "ბუნება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვკარნახობდა თავის წესებს. ჩვენ ვიბადებოდით, ვიზრდებოდით, ვბერდებოდით და ვკვდებოდით. მილიონობით წლის განმავლობაში განიცდიდა ადამიანი ევოლუციას და ამ პროცესში 110 მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს არის არნახული მასშტაბის გენოციდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა: ჩვენ ფეხი შევდგით ეპოქაში, როცა შეგვიძლია ჩვენი ბედი ჩვენვე გადავწყვიტოთ".


image


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთში თავის ტრანსპლანტაცია განხორციელდა მკვდარ სხეულზე.

შეგახსენებთ: სერხიო კანავარომ რამდენიმე თვის წინ გააკეთა განცხადება, რომ 2017 წლის დეკემბერში განახორციელებს თავის გადანერგვის ოპერაციას. უკურნებელი სენით დაავადებული რუსი ახალგაზრდა ვალერი სპირიდონოვი დათანხმდა ამ საბედისწერო ექსპერიმენტში მონაწილეობას იმ იმედით, რომ ახალი, ჯანსაღი სხეულის მფლობელი გახდება.





ადამიანის თავის გადანერგვამდე მედიკოსები ვარჯიშობდნენ თაგვებზე, ვირთხებზე, ძაღლებსა და მაიმუნებზე. განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა ორანგუტანგზე ჩატარებული ექსპერიმენტი. ამ მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა და ცდებმა ხარბინის სამედიცინო ინსტიტუტის სპეციალისტებსა და სერხიო კანავაროს უჩვენეს გზა, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ტვინის დაზიანება ტრანსპლანტაციის ოპერაციის მსვლელობის დროს, ასევე უცხო ქსოვილთან ორგანიზმის შეგუების მეთოდები. ვირთხებმა ოპერაციის დასრულებისთანავე შეძლეს თვალის დახამხამება და იცოცხლეს ტრანსპლანტაციის განხორციელებიდან 36 საათის, ხოლო მაიმუნმა ორი კვირის განმავლობაში.


image


p.s. უფრო ვრცლად ინფორმაცია ქირურგ სერხიო კანავაროს მიერ დეკემბერში დაგეგმილ სენსაციურ ოპერაციაზე იხილეთ ქვემოთ მოცემულ სტატიაში.



შოკისმომგვრელი სიახლე: მსოფლიოში პირველად რუს პაციენტს თავს გადაუნერგავენ
0
365
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0