x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"გალაკტიონის ხის იმერულ ოდაში დაგვხვდა ღრეობა...ამ ღრეობის მონაწილეები კი გახლდნენ მიწვეული ჩინოვნიკები"
image

რადიო "ძველი ქალაქის" ყოფილი წამყვანი, ჟურნალისტი მარიტა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


ბევრი დრო რომ არ წაგართვათ, მოკლედ ვიტყვი იმის შესახებ, რაც დღეს ვნახე ჭყვიშში- გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში.
ქუთაისიდან მე და ჩემი თანამშრომლები იმ ემოციით წავედით, რომ პატივი გვეცა პოეტისთვის და მისი უზარმაზარი ღირებულების მქონე შემოქმედებისთვის, იქედან კი გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები წამოვედით, რადგან სახლ-მუზეუმში დაგვხვდა ღრეობა და ეს ღრეობა ხდებოდა არა ეზოში, ან თუნდაც მუზეუმის სხვა მემორიალურ ნაწილში, არამედ სწორედ გალაკტიონის 100ზე მეტი წლის, ხის იმერულ ოდაში .
ამ ღრეობის მონაწილეები კი გახლდნენ მიწვეული ჩინოვნიკები, კულტურის მუშაკები. ჩვენც უნებურად შევესწარით ამ ამბავს, თუმცა დაცვა საერთოდ არ აპირებდა ჩვენს შეშვებას, მაგრამ როგორღაც შევედით და ასეთი სურათი დაგვხვდა: ოდაში ე.წ. შუა ცეცხლი ჰქონდათ გაჩაღებული, ვაზუსტებ: იყო ნაკვერჩხლები, არ იყო ცეცხლის ალი ) ჯაჭვზე თუჯი და გაშლილი იყო ტაბლა, დატვირთული ხორაგით. მიწვეული სტუმრები სვამდნენ, ჭამდნენ და ზოგიერთი ნაგავს უკანა კარიდანაც კი ისროდა. "კულტურულ" ნაწილზე არაფერს ვიტყვი_ სიმღერა, დოლგარმონი და ჩოხოსნები. რომელიღაც დამსახურებულმა მსახიობმა რამდენიმე ჭიქის მირთმევის შემდეგ თქვა, რომ ახლა იგრძნო თუ სად იყო.
ამ ღონისძიების არცისე საპატივცემულო სტუმრები, (მოსწავლეები და პედაგოგები) ეზოდან ადევნებდნენ თვალს ამ ღრეობას. ყველას ვერ ერგო ამ დღეს პატივი პოეტის მუზეუმის დათვალიერების.

image


ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ რეაგირება მოჰყვეს.
რა გახდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებში თანამდებობებზე ინიშნებოდნენ მხოლოდ საჭირო განათლების მქონე კომპეტენტური პირები. ..
ვწერ იმიტომ რომ მარტო კი არ შემრცხვა, გავბრაზდი და გავცეცხლდი რომ მსგავსი რამე ხდება ასე უტიფრად და უტეხად! და ვწერ, იმიტომ რომ ასეთ რაღაცაზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული!

ვიკითხე ორგანიზატორები, ხელმძღვანელები და ვკითხე ქალს, რომელიც გამეცნო მუზეუმის ხელმძღვანელად თუ რატომ იყო ასეთ კულტურული მნიშვნელობის მქონე ადგილზე ასეთი ღრეობა, ვუთხარი რომ კანონით ამის გაკეთება დანაშაულია, რადგან სამუზეუმო ექსპონატების ყოფითი თვალსაზრისით გამოყენება დაუშვებელია, რაზეც მიპასუხა, რომ ეს იყო პოეტის საპატივცემულოდ გაკეთებული სუფრა, რომელიც მან გაშალა, რასაც ესწრებოდნენ სხვა პოეტებიც და ასე ვუშლი მინისტრსაც სუფრას როცა ჩამოდისო..
საბოლოოდ კი ვწერ, იმიტომ რომ თუ ვინმეს რამე პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყანაში და საერთოდ, ვინმეს აღელვებს, ის რომ კულტურული ძეგლები, პოეტების სახლები და მუზეუმები მოსავლელი და გასაფრთხილებელია, და რომ პატივი უნდა ვცეთ და მოვექცეთ, როგორც ისტორიის და მომავლის კუთვნილებას, როგორც ქვეყნის სიმდიდრეს, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს ეს ამბავი!

image

0
747
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0