x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
ძალიან საინტერესო სადღეგრძელოები

image


იგავი ქორწილში – საუკეთესო მისალოცია ახალდაქორწინებულებისთვის.

ასეთი იგავები არა მარტო აზრიან ისტორიას შეიცავს, ურთიერთ სიყვარულის, ბედნიერების, გამრავლების, ოჯახის სიმტკიცის და წარმატების სურვილის საშუალებაც არის.

იგავი — სურვილი, სხვადასხვა სახის არსებობს – რომანტიკული და იუმორით, მოკლე და გრძელი, ლექსად და პროზა. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს – ყველაზე მთავარი, ყოველ მათგანში, სიკეთე და გულწრფელად გამოთქმული სურვილები არის.

imageსიყვარული ან არის, ან არ

imageბრძენთენ მივიდა კაცი და ჰკითხა, თუ რა არის სიყვარული. და მან უპასუხა: «არაფერი».

კაცს გაუკვირდა და მოყოლა დაიწყო იმის შესახებ, რომ ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, რომლებშიც აღწერილია, სიყვარულის ნაირსახეობები: სევდიანი და ბედნიერი, მარადიული და წარმავალი.

მაშინ ბრძენმა თქვა: «ყველაფერი». კაცმა კიდევ ვერ გაიგო და ჰკითხა: «და როგორ უნდა გავიგო? ყველაფერი თუ არაფერი?».

მაშინ ბრძენმა გაიღიმა და უთხრა: «შენ თავადვე უპასუხე შენს კითხვას: «არაფერი ან ყველაფერი» – ნახევარი ვერ იქნება!».

მოდით ვუსურვოთ ახალგაზრდებს, რომ მათი ურთიერთსიყვარული, წლიდან წლამდე, სულ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს.

imageმოკლე იგავი იმის შესახებ, რომ ბედნიერების შორს ძებნა საჭირო არ არის

imageოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთმა ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა ბედნიერების საიდუმლო გაეგო. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მათ უძველეს წიგნში წაიკითხეს, რომ სრულიად ბედნიერი ადამიანის პოვნის, მისი პერანგის ნაწილის მოხევის და შენახვის შემთხვევაში, ადამიანი დარჩენილ ცხოვრებას სიხარულში და ბედნიერებაში გაატარებდა. მათ გადაწყვიტეს ასეთი ადამიანის მოძებნა და გაუდგნენ გზას.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდი ხნის მანძილზე ეძებდა აბსოლიტურად ბედნიერ ადამიანს. ზოგს სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ფული აკლდა, ზოგს, შვილი არ ჰყავდა, ზოგსაც, ფულიც ჰქონდა და შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ბოლოს, როდესაც მეუღლეებმა ბედნიერი ადამიანის პოვნის იმედი დაკარგეს, მწვანე მდელოზე კაცი დაინახეს, რომელიც მხიარულად მღეროდა და ცეკვავდა და ამტკიცებდა, რომ სრულიად ბედნიერი იყო. მაგრამ თხოვნაზე, მათთვის პერანგის ნაწილი ეჩუქებინა, მან წამოიძახა: «პერანგი? რომ არა მაქვს!»

მოდით შევსვათ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მთელი ცხოვრება სიღარიბეში გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ მათ სხვისი ბედნიერების საძებნად არი იარონ და საკუთარი ეჭიროთ ხელში მტკიცედ!

imageყველაზე დიდი განძი

imageერთხელ ციხე-სიმაგრე, რომელშიც გრაფი ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, მტრებმა დაიპყრეს. მათმა სარდალმა, მოიხიბლა რა გრაფის მეუღლის სილამაზით, გალანტურობა გამოიჩინა და სასახლის დატოვების უფლება მისცა. ამასთან ერთად, მას შეეძლო ყველაზე ძვირფასი რამ წაეღო სასახლიდან. და ისე, რომ არც დაფიქრებულა, მან ზურგზე მოკიდებული… ქმარი გამოიყვანა!

ვუსურვოთ ყველას, ვინც ქორწინებაშია, ცოლისთვის ქმარი და ქმარისთვის ცოლი იყოს ყველაზე დიდი სიმდიდრე ქვეყანაზე! ხოლო მათ, ვინც ჯერ არ დაოჯახებულა, ამ განძის პოვნა ვუსურვოთ!

imageიგავი შეყვარებულ ქმარზე

imageმეგობარი მეგობარს ესტუმრა და როდესაც მისი კოჭლი, ყრუ და ბლუ ცოლი ნახა, შეწუხებულმა წამოიძახა:

— ღმერთო ჩემო! როგორ მოიყვანე ეს ქალი ცოლად?! ის ხომ კოჭლია!
— სამაგიეროდ, მას ახალი ჩექმები არა სჭირდება!
— ყრუ რომ არის?!
— ზედმეტს ვერაფერს გაიგებს!
— ბლუც რომ არის?!
— შენ რა შარიანი ყოფილხარ? — გაბრაზდა მასპინძელი. — აბა რა გინდა, რომ ერთი ნაკლიც არ ჰქონდეს?

და ე, გაუმარჯოთ მოსიყვარულე ქმრებს, რომლებიც ქალის ნებისმიერ ნაკლს, მის ღირსებად აქცევენ!

imageახალგაზრდა ოჯახის დალოცვა

imageიყო და არა იყო რა, იყო ერთი ახალგაზრდა ოჯახი. მეუღლეები ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ და გადაწყვიტეს დახმარებისთვის ბრძენ-კაცისთვის მიემართათ. ბრძენმა მათ მოუსმინა და ერთი კოლოფი ასანთი მისცა. თან დაარიგა, რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ, თითო ღერი გაეტეხათ და კოლოფი თუ დაიცლებოდა, დაშორებულიყვნენ. რადგან ამ შემთხვევაში, მათ ურთიერთობას ვერაფერი უშველიდა. მას შემდეგ, დაშორების შიშით, მეუღლეებმა ჩხუბი შეწყვიტეს.

დღეს ახალდაქორწინებულებს მინდა ვაჩუქო კოლოფი, რომელშიც მხოლოდ ერთი ასანთი არის და მინდა ვუსურვო, რომ ის არასდროს გატეხილიყოს.

image***

imageიყო ერთი ბრძენი, რომელმაც ყველაფერი იცოდა ამ ქვეყანაზე (მაგ., რამდენი წყალია მსოფლიო ოკეანეში, რამდები ფრინველია ცაში, რამდენი თევზია ზღვაში და ა. შ.). და ერთმა ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა ბრძენი შეემოწმებინა და მისთვის დაემტკიცებინა, რომ ის ყოვლისმცოდნე არ არის.

დაიჭირეს მათ პეპელა და ასეთი რამ გადაწყვიტეს: ჩაედოთ ის ხელში და ბრძენისთვის ეკითხათ, თუ რა ჰქონდათ ხელში. ის, რა თქმა უნდა, იტყოდა – პეპელაო. მაშინ მას შემდეგ კითხვას დაუსვამდნენ: ცოცხალი თუ მკვდარიო? თუ იტყვის – ცოცხალი, ხელს მოჭერდნენ და პეპელას მოკლავდნენ, ხოლო თუ იტყოდა – მკვდარიო, ხელს გაშლიდნენ და გაუშვებდნენ.
მივიდნენ ისინი ბრძენთან. და ჰკითხეს:

– ხელში რა გვაქვს?

– პეპელა, – იყო პასუხი.

– მკვდარი თუ ცოცხალი?

– ყველაფერი თქვენს ხელშია! – უპასუხა ბრძენმა.

გისურვებთ თქვენ, ახალგაზრდები, რომ თქვენი სიყვარული და კეთილდღეობა თქვენსავე ხელში იყოს. გიყვარდეთ ერთმანეთი და იყავით ბედნიერები!

image***

imageპატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო ახალდაქორწინებულებო! ერთხელ შემთხვევით გავიგე, თუ როგორ ჩხუბობდნენ მეზობლები. ცოლი საყვედურობდა ქმარს:

– და ამ კაცზე დავხარჯე ჩემი საუკეთესო წლები!
– ნუ მაშინებ, – ეპასუხება ქმარი – იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ მომავალში უარესი წლები გველის.

დაე, ავწიოთ ჭიქები, რომ ახალგაზრდების ოჯახური ცხოვრების ერთად გატარებული წლები, არასდროს ყოფილიყოს ჩხუბის მიზეზი. ის საუკეთესო თავგადასავალი იყოს ორივესთვის და სასიამოვნო გასახსენებელი იყოს მათთვის. ხოლო მომავალს, სიხარულით და ცნობისმოყვარეობით ელოდონ!

image***

imageტყეში გვერდიგვერდ იზრდებოდა ულამაზესი ვერხვი და არყის ხე. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთმანეთისკენ დაიწყეს გადახრა და ასე იქამდე იხრებოდნენ, ვიდრე ერთმანეთს ტოტები არ მიაწვდეინს და არ გადაეხლართნენ.

ჩვენს ახალდაქორწინებულებს მინდა ვუსურვო, რომ ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც იმ ვერხვს და არყის ხეს და რომ მათი სიყვარულის ტოტები ყოველთვის გადახლართულები ყოფილიყოს.

imageსიძის დალოცვა

imageძვირფასო მეგობარო! ამ ბედნიერ დღეს, შენ და შენს მეუღლეს ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ! იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბაყაყი და გადაწყვიტა მან ემოგზაურა, რომ ბედნიერება ეპოვა ცხოვრებაში... იხტუნა–იხტუნა... და მიადგა რელსებს, როგორც კი გადახტა, უეცრად მატარებელმა მოუსწრო და უკანალი მოაწყვიტა... კიდევ გადახტა და უცებ გაიფიქრა: «ასეთი ლამაზი და მშვენიერი ვარ და ჩემი ლამაზი უკანალის გარეშე როგორ ვიქნებიო?» და უკან მობრუნდა, რომ თავისი სხეულის ნაწილი დაებრუნებინა. ისკუპა და როგორც კი დაიხარა, რომ ჩანაფიქრი შეესრულებინა, ისევ მატარებელმა მოუსწრო და თავი წააწყვიტა.

გვინდა გისურვოთ, სიძევ-ბატონო, რომ შენ, ლამაზი უკანალის გამო, თავი არასდროს დაკარგო!

imageპატარძლის დალოცვა

imageხალხური სიბრძნის თანახმად, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობაა, ხოლო მეორე — ცოლი. კარგი ცოლი – ნახევარი ბედნიერებაა. კეთილ ცოლთან უბედურება – ნახევარუბედურებაა, ხოლო სიხარული – ორმაგდება. კარგი ცოლის ხელში – ქმარიც ფასდაუდებელი ხდება.

მოდით პატარძალს ამ ანდაზების გამართლება ვუსურვოთ და შევსვათ მისი სადღეგრძელო!

image***

imageძველ საბერძნეთში, ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი ქალღმერი ნიკე (რომაულ მითოლოგიაში ვიქტორია) იყო. ის გამარჯვების სიმბოლოდ ითვლებოდა. მას ისე გამოხატავდნენ, როგორც ფრთებიან გოგონას, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა, ხოლო ხელში პალმის რტო ეჭირა. ჩვენი ცხოვრება – მუდმივი ბრძოლაა თავისუფლების, ხელისუფლების, სიმდიდრის, და კიდევ ბევრი რამისთვის!

დაე, ჩვენი მომხიბლავი პატარძალი, ქალღმერთი ნიკეს მსგავსად, დაეხმაროს თავის რჩეულს გამარჯვების მოპოვებაში, მისთვის მუზა და საგმირო საქმეებისკენ სწრაფვის შთაგონების წყარო იყოს!

image***

imageერთხელ, სახლში, რომელშიც 2 დის ქორწილი იმართებოდა, ძალიან შეუხედავი მოხუცი ქალი მოწყალების სათხოვნელად მივიდა. უფროსმა დამ დაუყვირა და გაგდებას უპირებდა, ხოლო უმცროსმა – სუფრასთან დასვა და გაუმასპინძლდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს მოხუცი, სინამდვილეში, ფერია ყოფილა და მან უფროს დას უხილავი შავი სათვალე გაუკეთა თვალებზე, ხოლო მეორე დას – ვარდისფერი.

და უფროს დას მთელი სამყარო მოღუშული და ბნელი ეჩვენებოდა. მას ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა და ნებისმიერ წვრილმანზე ჩხუბობდა. მას და მის მეუღლეს საშინელი, უსიხარულო ცხოვრება ჰქონდათ.
უმცროსი და კი ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავდა. ის მომთმენი იყო და ყურადღებას არ აქცევდა წვრილმან გადაცდომებს და მის ოჯახში ყოველთვის სიყვარულის და სიხარულის ატმოსფერო სუფევდა.

ოჯახის სამეფო — ქალის სამეფო არის, და მის ნებაზე არის დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ცოლ-ქმრის ცხოვრება. ვუსურვოთ პატარძალს, რომ მან სიძისთვის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ნამდვილი სამოთხე შექმნას.

image***

imageერთმა ქალმა აღსარების დროს დაიწუწუნა, რომ მისმა ოჯახურმა ცხოვრებამ არ გაამართლა და რომ ის და მისი მეუღლე ერთმანეთისადმი გულგრილები იყვნენ – ხშირად ჩხუბობდნენ და ქმარი მას ღალატობდა.

მღვდელმა მას ჰკითხა:

– გიყვართ ყვავილები?
– დიახ, – უპასუხა ქალმა.
– რას გააკეთებდით, ოთახის ლამაზი ყვავილები რომ გქონდეთ?
– მასზე ვიზრუნებდი: წყალს დავუსხავდი, წელიწადში ერთხელ მიწას და ქოთანს გამოვუცვლიდი, დროდადრო სასუქს მივაწვდიდი, ქოთაქს იქ დავდგავდი, სადაც სინათლე ექნება და თავს კარგად იგრძნობს.
– სწორედ ასეთია ოჯახური ცხოვრებაც: ის ყვავილია, რომელიც მოვლას საჭიროებს, ყურადღებას, მოფერებას, მზრუნველობას, ქათინაურებს, ამბორს. ხოლო ქალს უნდა ახსოვდეს, რომ კაცს თვალებით უყვარს და მომხიბლავად და ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს.

მოდით შევსვათ ბრძენი ქალების სადღეგრძელო, რომლებიც თავიაანთი ქცევით ოჯახურ სიყვარულს აძლიერებენ!

0
174
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0