x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში იპოვეს ქალი,რომელმაც 8 მილიონი დოლარი მოიგო
image

რუსეთში თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ბედნიერი ბილეთის მფლობელი, რომელმაც რეკორდული ჯეკ-პოტი მოიგო "რუსული ლოტოს" 1204-ე ტირაჟში, მოგებამ არც მეტი არც ნაკლები ნახევარი მილიარდი რუსული რუბლი შეადგინა, რაც აშშ-დოლარში 8, 5 მლნ. $-ია.


11 ნოემბერს ცნობილი გახდა იმ გამარჯვებულის ვინაობა, რომელმაც ყველაზე დიდი ჯეკ-პოტი მოხსნა რუსული ლატარიის ისტორიაში, უფრო მეტიც, 63 წლის ქალბატონი ნატალია ვლასოვა, რომელიც ვორონეჟის ოლქის სოფელ პანინოდან არის თავის ქალიშვილთან ერთად ჩავიდა მოსკოვში პრიზის მისაღებად.

image


როგორც გაირკვა, თავდაპირველად ბილეთი მისმა შვილიშვილმა შეამოწმა და თქვა, რომ ბილეთმა არ მოიგო, თუმცა ქალბატონმა ნატალიამ რატომღაც მაინც არ გადააგდო ბილეთი და კარადაში შეინახა.

ერთი კვირის შემდეგ, ქალი როდესაც სახლს ალაგებდა ისევ შეხვდა ბილეთი და ქალიშვილს სთხოვა:"კატია სანამ გადავაგდებთ, მიდი რა მაინც შეამოწმე".

"ხელმეორედ შევედი საიტზე და ბილეთის ნომერი ჩავწერე, საიტმა დაუჯერებელი თანხა დამიწერა, დავიბენი, ვიფიქრე რაღაც გაურკვევლობა ხდება, შევედი სხვა საიტზე, იგივე თანხა დამიწერა, შემდეგ რამდენჯერმე გადავრეკეთ და შევამოწმეთ ეს ინფორმაცია"-აცხადებს ქალბატონი ნატალიას ქალიშვილი ეკატერინე.


1204 ტირაჟის გათამაშება 5 ნოემბერს შედგა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში და ჯეკ-პოტმა რეკორდული რაოდენობა, 506 მილიონი რუბლი შეადგინა.ქალბატონმა ნატალიამ ყველა15 ციფრი დაამთხვია!





0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0