x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რომის ხელისუფლება შადრევნებში ჩაყრილ მონეტებს ბიუჯეტს მოახმარს
imageქალაქ რომის მერმა ვირჯინია რაჯიმ შემოიტანა წინადადება, ტურისტების მიერ შადრევნებში ჩაყრილი მონეტები ქალაქის ბიუჯეტს მოახმარონ.


მარტო ტრევის შადრევანში ყოველწლიურად 1 მილიონი ევრო გროვდება, 2016 წელს დაფიქსირდა რეკორდი, ისტორიულ შადრევნიდან 1, 4 მილიონი € ამოიღეს.თანხა კათოლიკურ ეკლესიას გადაეცემა და აგრეთვე საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.


ტრადიციის თანახმად, ერთ მონეტას ჩააგდებთ რომს ისევ მოინახულებთ, თუ ორს სიყვარულს იპოვით, სამი მონეტის ჩაგდების შემთხვევაში კი იქორწინებთ.

ბაროკოს სტილის ეს ულამაზესი შედევრი 1732-1762 წლებში ააგო არქიტექტორმა ნიკოლო სალვიმ.


image

სასახლის მთელი ფასადი და შადრევანი ერთი მთლიანობაა, ამიტომაა, რომ შადრევანი გრანდიოზულად გვეჩვენება. სასახლის ცენტრალური ნიშიდან ამოდის ზღვის ნიჟარაზე მჯდომი ოკეანე, რომელსაც ექაჩებიან ტრიტონები და ჰიპოკამპუსები. მარჯვენა ბარელიეფზე ახალგაზრდა გოგონა რომაელ ჯარისკაცებს მიუთითებს წყაროზე.

შადრევნის მარცხენა ნაწილში მდებარეობს „მიჯნურთა მილები“. ლეგენდის მიხედვით, წყვილები, რომლებიც ამ მილებიდან დალევენ წყალს, სამუდამოდ ერთად იქნებიან.


შადრევენი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფელინის 1960 წლის საკულტო ფილმის, "ტკბილი ცხოვრების" შემდეგ.


შადრევანი მოხვდა ისეთ ცნობილი ფილმების კადრებშიც, როგორიცაა "რომაული არდადაგები"(1953წ) გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობით და "უზომოდ შეყვარებული"(1981) წელი თითქმის ანალოგიური ისტორიით, სადაც ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი თამაშობს.


imageკარდი ფილმიდან:"ტკბილის ცხოვრება"


გასულ ზაფხულს რომის მერიამ დააწესა შადრევნთან მოქცევის მკაცრი წესები, კერძოდ, მის გვერდით აკრძალულია ჭამა-სმა, ასევე შიგ ჩახტომა და დასასვენებლად ჩამოჯდომა. წესების დარღვევისთვის მერიამ 240 ევრო ჯარიმა დააწესა. ახალი წესები მხოლოდ ხაფხულის პერიოდში მოქმედებს და 31 ოქტომბრამდე გრძელდება.


3
114
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
2017, 18 ნოემბერი, 23:18
არც არაფერი
2017, 18 ნოემბერი, 21:29
http://intermedia.ge/სტატია/86249-რომის-მერიამ-დედაქალაქის-შადრევნები-ხელშეუხებლად-გამოაცხადა/19/
0 1 3