x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსული vogue - ულამაზესი თმის საიდუმლო თამუნა წიკლაურისგან
image


ჭკვიანი, ლამაზი, მზრუნველი დედა, ბრენდ - Simplify-ს დიზაინერი და ინსტაგრამის ვარსკვლავი - თამუნა წიკლაური vogue-ს უმხელს თავისი საოცრად ლამაზი თმის მოვლის საიდუმლოს.

1. არ დააზიანოთ თმა

თმის მოვლის მთავარი წესი- არ ჩაიტარო ექსპერიმენტები. შეუნარჩუნე ბუნებრივობა და ის გაიზრდება ჯანმრთელი და ლამაზი.


image

2. რეგულარულად გაიკეთეთ თმის ნიღაბი

იმისთვის, რომ თმას ქონდეს ბზინვარება და არ იყოს უხეში, აუცილებელია თმის ნიღბების გამოყენება.. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი არომატი და ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ ნიღაბი.

image

3. სიფრთხილე გამოიჩინეთ საღებავებთან

"მე ეხლა ბუნებრივი თმის ფერი მაქვს, მაგრამ ყოველთვის ესე არ ყოფილა. როცა 15 წლის ვიყავი შავი ფერის საღებავით დავიწყე თმის ღებვა. რამდენიმე წელი ვერ მოვახერხე მისგან თავის დაღწევა, სანამ თმები არ გაიზარდა. ჩემი ბუნებრივი თმის ფერის დაბრუნებისთანავე შევწყვიტე მსგავსი სახის ექსპერიმენტები"..

image

4. გამოიყენეთ ხარისხიანი თმის საშრობი

" მე მაქვს გრძელი და ძალიან სქელი თმა. თმის საშრობის გარეშე საუკუნე ჭირდება, რომ გაშრეს. ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი ტექნიკის გამოყენება. ამჯერად მე ვიყენებ Dyson Supersonic, რომელიც თავად არეგულირებს ტემპერატურას და არ იწვევს თმის გამოშრობას. მე მას ყველაფრის მიუხედავად ყველა დღე ვიყენებ. თმა რჩება ჯანმრთელი, ლამაზი და მოვლილი. ასე რომ ჩემი შრომა უქმად არ იკარგება".

image

5. აირჩიეთ სადა ვარცხნილობები

თამუნა პრიორიტეტს მარტივ ვარცხნილობებს ანიჭებს, რასაც არ ჩირდება ზედმეტი დრო და ბევრი ლაკი. ამით ის ხაზს უსმევს ბუნებრივობას და თმასაც უნარჩუნებს ჯანსაღ იერს.

image



0
114
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0