x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მხოლოდ ფურცლისა და ბეჭდის მეშვეობით გაიგებთ, რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედი

ყველამ იცით ნოსტარდამუსის წინასწარმეტყველების შესახებ, რომლის გასაოცარი სიზუსტე დღემდე აცვიფრებს ხალხს. დღეს ნოსტარდამუსი არ გვეყოლება, თუმცა გთავაზობთ ნოსტარდამუსის ეზოთერულ ცხრილს, რომელიც სრული სიზუსტით გეტყვით თქვენი ცხოვრების ცვლილებებს.



image



იმის განსაზღვრა ნოსტარდამუსის ცხრილით, თუ რა ცვლილებებს გიმზადებთ ბედი, არ მოიცავს დიდ ფილოსოფიას, ამისათვის უბრალოდ დაგჭირდებათ ფურცელი, რომელზეც ამ კომბინაციით დაწერთ 21 რიცხვს ან უბრალოდ ინტერნეტში მოძიებულს ამობეჭდავთ და ბეჭედი ან რგოლი (უმჯობესია თქვენი, რომელსაც ატარებთ, რადგან მასზე მთელი თქვენი ენერგიაა გადასული).



image
image


ცხრილს და რგოლს რომ მოიმარჯვებთ, დამშვიდდით და კონცერტრირდით კითხვაზე, რომლის დასმასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ კითხვა უნდა იყოს ისეთი შინაარსის, რომლის პასუხიც იქნება "დიახ" ან "არა". კითხვის დასმის შემდეგ კი რგოლს (ბეჭედს) ამ ცხრილზე დააგდებთ, რომელ რიცხვზეც დაეცემა, პასუხს ამოიკითხავთ მოცემულ პასუხებში. წარმატებებს გისურვებთ!


პასუხები:


1. დიახ! არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან, რადგან წარმატებას სწორედ ამ გზაზე მიაღწევთ.


2. დიახ! გზა, რომელსაც ადგახართ, დაბრკოლებებით იქნება სავსე, თუმცა საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწევთ.


3. დიახ! შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.


4. შესაძლოა. თუ კი რაიმე აფერხებს სურვილებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წარსულია. უნდა გაუშვათ ის, რომ ყველაფერი გამოვიდეს.


5. აუცილებლად! შეწყვიტე იმაზე ფიქრი თუ რას იფიქრებენ გარშემომყოფები.


6. მოემზადე პრობლემებისთვის. ნუ შეეცდები ყველაფერი თავად მოაგვარო და ნუ გამოიჩენ უგუნურობას, სთხოვე ახლობლებს დაგეხმარონ.


7. უცნობია. ყველაფერი ისე დატოვე, როგორც არის და ნუ იდარდებ წინასწარ, რადგან არ იცი ჯერ მოვლენები.


8. იყავი მზადყოფნაში. არ მოდუნდე და არ ენდო უცნობ ადამიანებს. არსებობს რისკი იმისა, რომ მოგატყუებენ და გიღალატებენ.


9. აუცილებლად! ყველაფერი ახდება, თუმცა ახლობელი ადამიანების დახმარებით. სთხოვეთ მათ.


image


10. დიახ! მიენდე ინტუიციას, ის არ გიღალატებს.


11. ჯერ ადრეა მოქმედებისთვის. მიმოიხედე, ჯერ გაერკვიე სიტუაციაში და შემდეგ იმოქმედე.


12. უფრო დიახ, ვიდრე არა! ნუ შეეცდები ხალხის ყურადღებისა და პატივისცემის მოპოვებას, ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. მხოლოდ ამის შემდეგ წავა წინ ყველაფერი.


13. არა! ყველაფერი შენთვის სრულიად მოულოდნელად მოხდება. წრე ამბობს, რომ დროა თავდაჯერებული გახდე.


14. წარმატების იმედი იქონიე. თუ რაიმე გადაწყვეტილების წინაშე ხარ, ნუ დააყოვნებ.


15. დიახ! მალე სერიოზულ ცვლილებას გიქადის ბედი, ამიტომ არ გააკეთო ნაჩქარევი ნაბიჯები.


image


16. ყველა გეგმა განხორციელდება. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად ბედი მოულოდნელ მოსახვევს გთავაზობთ.


17. გაურკვეველია. თავად ვერ გარკვეულხარ და სხვებისგან რას ითხოვ? ჯერ ჩამოყალიბდი, რა გინდა და ყველაფერი დადგება თავის ადგილას.


18. სირთულეებისთვის მოემზადე. ეს არ იქნება ის, რაც ჩაიფიქრე, თუმცა მომავლის კარგი ბიძგი და სტიმული იქნება.


19. თავი ხელში აიყვანე. ის რომ დარწმუნებული არ ხარ, შეიძლება დიდი პრობლემა გახდეს მიზნის მიღწევაში.


20. დიახ! წრმატება თქვენ მხარეზეა. დატკბით ცხოვრებით და მიიღეთ მისგან ყველაფერი სასარგებლო.


21. დიახ! გაბედე, მიზნის მისაღწევათ სულ ცოტა დარჩა.





0
574
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0