x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორი სამოსით შევხვდეთ ახალ 2018 წელს - რჩევები, ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე, სანამ ცეცხლოვან მამალს გავაცილებთ და კარს ოქროსფერ ძაღლს გავუღებთ. 2018 წელი ე.წ "ყვითელი დედამიწელი" ძაღლის წელია. ლამაზმანები მთელი მსოფლიოდან დიდი ხნით ადრე იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ როგორ შეიმოსებიან ამ განსაკუთრებულად საზეიმო დღისთვის. ასტროლოგებმა არ დააყოვნეს და გაგვანდეს რჩევები, თუ როგორი სამოსით უნდა დავხვდეთ ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ოქროსფერ ძაღლს.


imageimage


2018 წელს უპირატესობა ენიჭება შემდეგ ფერებს: შინდისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, მდოგვისფერი, შოკოლადისფერი, ზეთისხილისფერი, ლურჯი და კლასიკური შავი და თეთრი. თუმცა, რომელი ზოდიაქო როგორ ფერს მოირგებს, სწორედ ახლა გაგიმხელთ.




1. ვერძი. ცეცხლოვანი ნიშანია, ამიტომ მისთვის დამახასიათებელია შინდისა და ალუბლის კომბინირებული ფერის ბუნებრივი ქსოვილის სამოსი. უმჯობესია თუ კაბა იქნება მოშიშვლებული მხრებით, თუმცა სიგრძე ექნება გრძელი.imageimage



2. კურო. კუროსთვის კარგი იქნება თუ საახალწლო ღამეს მოირგებს ლურჯი, მწვანე და ღია მეწამულით კომბინირებული ფერის კაბას. ხაზი უნდა გაესვას ასევე მოცულობით საყურეებს, სამაჯურს და ვერცხლისა და ოქროს ყელსაბამს. ელეგანტურობა ამ ნიშნის დამახასიათებელი ნიშანია.imageimage




3. ტყუპები. ტყუპები ნებისმიერ სამოსში იდეალურად იქნება, თუმცა ახალი წლის ღამეს მისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი იქნება შარვალი "ლუქსი" მდოგვის, ჩალის ან ყავისფერი დამატებით ტყავის იმიტაციით ან პრინტებით და ასევე ხის ელემენტებისგან დამზადებული მძივები.imageimage




4. კირჩხიბი. კირჩხიბისთვის უმჯობესია მთლიანი შარვალი "კომბინიზონი" მარჯნის, ოქროს, იის, ქარვის ან ყავისფერებში. იდეალური აქსესუარი კი ნიღაბი, ბუმბული ან ხელოვნური ყვავილებია. მსგავსი კომბინაცია ატიპიურია, თუმცა ახალი წლის ჯადოსნური ღამისთვის ზუსტად შესაფერისი.imageimage





5. ლომი. ახალი წლის ღამეს ლომებმა ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც ფერს, ისე ქსოვილს. აბრეშუმის, ატლასისა და ხავერდის სამოსი უნდა იყოს ოქროს, შოკოლადის და შინდისფერი. ელეგანტური ფეხსაცმელი მდიდრული ორნამენტებით და გვირგვინი ძვირფასი ქვებით შეუდარებელს გახდის "სამეფო" ნიშნის წარმომადგენელს.image





6. ქალწული. ქალწული ახალი წლის ღამეს უნდა იყოს განსაკუთრებით ქალური. ყურადღება ექცევა კლასიკურ ტანსაცმელს პასტელის ფერებში. იდეალური გადაწყვეტა იქნება კრემისფერი, ნაცრისფერი, ცისფერი და ყვითელი ტონები. ექსპერტები აქსესუარებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.imageimage






7. სასწორი. მუდამ მერყევ ნიშანს საახალწლო ღამისთვის ასტროლოგები სთავაზობენ აქსესუარების მინიმალიზმს. მათთვის დამახასიათებელი იქნება შერწმული ფერები– ყავისფერი, წითელი, კრემისფერი და იდეალური ამეთვისტო ან ქრიზოლიტის ქვის საყურეები.imageimage






8. მორიელი. მიზანმიმართული მორიელისთვის ახალი წლის ღამეს რეკომენდირებულია წითელი, ბროწეულისფერი, ყვითელი ან ჟოლოსფერი კაბა. შიშველი ზურგი და ღია გულ–მკერდი გარშემომყოფებს მყისიერად მოაჯადოვებს.imageimage




9. მშვილდოსანი. მშვილდოსნებს ასტროლოგები ურჩევენ ახალი წლის ღამეს გამოეწყონ ზღვის ტალღის ან ღია ფირუზისფერ დაბამბულ ან ჰაეროვან კაბაში. აქსესუარად კი გამოიყენონ ოქროს სამაჯური ან ყელსაბამი.image





10. თხის რქა. შრომისმოყვარე თხის რქებს 2018 წლის ღამით ასტროლოგები ურჩევენ შეიმოსონ მსუბუქ კაბებში, გეომეტრიული, აბსტრაქტული და ყვავილებიანი პრინტებით.imageimage




11. მერწყული. მერწყულმა ყვითელი ძაღლის წელს უკან უნდა ჩამოიტოვოს კაბები ღრმა დეკოლტეთი. ყურადღება ექცევა წინ დახურულ კაბებს ქვიშის, ატმის და იასამნისფერს. აქსესუარებს ძვირფასი და ნატურალური ქვებით დამზადებულს.image





12. თევზები. ასტროლოგები ამ რთულ, დუალური ხასიათის ნიშანს ურჩევს მოირგოს ოქროს ქვიშიანი ტონის ელეგენატური სტილი, სადაც დომინირებს ფორთოხალი, ყავა, შოკოლადი. ასევე ნათელი აქსესუარები, რომლებიც ხაზს გაუსვამს სტილს.image


1
4350
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4350
  
2017, 19 ნოემბერი, 23:11
ზუსტად ვიცი რა სამოსიტაც შევხვდები: წინსაფრით და "ჩეფჩიკით" :დდდ
0 1 1