x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საჰარის თვალი : დედამიწის ყველაზე იდუმალი ადგილი

image

საჰარის თვალს მეორენაირად რიშადის სტრუქტურად მოიხსენიებენ. ეს, არის სტრუქტურა, რომლის დიამეტრი 50 კმ-ია.

გარშემორტყმულია ათასობით კვადრატული კილომეტრით, რომელიც სრულიად უსიცოცხლოა. ობიექტი კოსმოსიდანაც კი ადვილი შესამჩნევია.imageდიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბუნების ულამაზესი სკულპტურის შექმნა უკავშირდებოდა მეტეორს, რომელიც დედამიწაზე ასობით წლის წინ ჩამოვარდა. მაგრამ მრავალი კვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მეტეორს არანაირი კავშირი არ აქვს რიშადის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან.

ეს არის კონცენტრული წრეები, რომლებიც პრაქტიკაში იშვიათია. მეტამორფული და ვულკანური ქანების ცვლილებისა და ეროზიის გავლენის შედეგად, სიმეტრიული ანტიკლინის სახით ჩამოყალიბდა.image
ითვლება, რომ საჰარის თვალი პროტეროზოური ეონსა (2.5 მილიარდი წელი) და ორდოვიციული სისტემის (480 მილიონი) პერიოდში ჩამოყალიბდა. ყველაზე უძველესი რგოლი კი 600 მილიონ წელს ითვლის.
imageმიუხედავად ფართომასშტაბიანი და ლაბორატორიული გამოკვლევებისა, გეოლოგებმა ვერ დაადგინეს კავშირი, რომელიც მიუთითებს არამიწიერი ობიექტის კავშირს საჰარის თვალის შექმნაში.image

3
334
2-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
334
  
2017, 18 ნოემბერი, 14:13
ნამდვილად
2017, 18 ნოემბერი, 13:52
უსიცოცხლო ,როა ალბათ მაგიტოა ეგეთი ლამაზი :))
2017, 18 ნოემბერი, 11:58
უსიცოცხლო სილამაზე
0 1 3