x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსეთი ლეგენდარული ეკრანოპლანის ხელახლა წარმოებას იწყებს ანუ ყველაზე არაჩვეულებრივი თვითმფრინავი მსოფლიოში
imageრუსეთი აპირებს შექმნას ახალი ეკრანოპლანი, თვითმფრინავის წონა 600 ტონა იქნება, დაიტევს 500 მგზავრს, ხოლო ხომალდის სიჩქარე 550 კმ/სთ-ში იქნება.


რუსეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს ახალი თაობის სამგზავრო ეკრანოპლანის გამოშვებას, რომლის წონაც 600 ტონა იქნება, დაიტევს 500 მგზვრს, სიგრძე 100 მეტრი, ფრთების არე 70 მეტრი, ხოლო ხომალდის სიჩქარე 550 კმ/სთ-ში.


მომავალ თვითმფრინავს უკვე შეარქვეს მეტსახელი "არქტიკული მონსტრი".

როგორც გაზეთი «Известия» იტყობინება, ეკრანოპლანის ახალი პროტოტიპის ჰაერში აიჭრება 2022 წელს, ხოლო 2025 წლისთვის სრულად შევა ექსპლუატაციაში.პროექტის მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს რუსეთის უზარმაზარი არქტიკული ტერიტორიები.ახალი ეკრანოპლანის შექმნაზე მუშაობს რუსეთის რ.ე. ალექსეევის სახელობის კონსტრუქტორთა ბიურო.



მაინც რა არის ეკრანოპლანი?გემი-საფრენი აპარატი, რომლის კორპუსი მოძრაობის დროს აწეულია წყლის ზემოთ აეროდინამიკური ამწევი ძალების ხარჯზე, რომლებიც აღიძვრება მზიდ ზედაპირებზე (ფრთობებზე), წყლისა და ჰაერის გაყოფის საზღვრის (ეკრანის) სიახლოვეს.

ანუ ეკრანის ეფექტი - ეს არის იგივე საჰაერო ბალიშები, რომელიც ატმოსფერული ჰაერის მიერ სპეციალური მოწყობილობით კი არ იქმნება, არამედ ჰაერის შემომავალი ნაკადით.

ტალღის წნევის გამრავლების სიჩქარე, რა თქმა უნდა, ხმის სიჩქარის ტოლია. შესაბამისად, ეკრანის ეფექტის გამოვლინება იწყება:,

სადაც ფრთის სიგანე არის-1, ბგერის სიჩქარე-V, ფრენის სიმაღლე-h, ფრენის სიჩქარე-v .


საბჭოთა კავშირში ეკრანოპლანებზე მუშაობა ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყო და გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე.ამ პერიოდში დამზადდა КМ და ВМФ, -1961 წელს, შემდეგ იყო СМ-1 და СМ-2(1964წელს) ეკრანოპლანი "Орлёнок»(1972)

С-21(1977წელს) С-25 და С-26(80-იანი წლები) ; "Лунь"(1987)-ეკრანოპლანი რაკეტა-მატარებელი.


ამერიკელებმა მხოლოდ 90-იანი წლებიდან დაიწყეს ეკრანოპლანებზე მუშაობა.





0
319
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0