x
image
ნინო ბაისონაშვილი
მცირე ისტორიული ექსკურსი: ანტიკურობიდან დღემდე : როგორ ყალიბდებოდა კოლექტიური და ინდივიდუალური მორალი
ღირებულებათა კრიზისი, რას გულისხმობს ის? რას გულისხმობენ ადამიანები, როდესაც ღირებულებებზე საუბრობენ, როგორ მიჰყავს ადამიანები მას კონფლიქტამდე- ეს ის თემებია, რომელის ანალიზიც წარმოდგენილი სტატიის ძირითად მიზანს წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებებზე, თავისთავად ვახდენთ მის იდენტიფიცირებას მორალთან და პრობლემაც სწორედ აქ ჩნდება, რადგან მორალის ცნება ადამიანებს ინდივიდუალურად ესმით. თუ ერთისთვის ყველაფერი ნებადართულია, რასაც კანონი არ კრძალავს, მეორე იტყვის, რომ მართალია კანონით ნებადართულია, მაგრამ მორალურად მიუღებელი. სწორედ ეს ხდება კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის დაპირისპირების მიზეზი : -მორალის განსაზღვრა.

მოკლედ, მორალი, თავისი ფართო მნიშვნელობით, აერთიანებს იმ ნორმატიულ ღირებულებებს, რომელიც, გარკვეულწილად, არეგულირებს ინდივიდის საზოგადოებაში ცხოვრებას, უპირატესობას ანიჭებს, ხშირად კი პირდაპირ თავს ახვევს ცხოვრების გარკვეულ წესს, ცდილობს განსაზღვროს რა არის კარგი ან ცუდი, სამართლიანი ან უსამართლო, სწორი ან არასწორი... ამდენად, თითქმის ყველა ჩვენი ქმედება განიხილება მორალის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რომ საზოგადოებრივი მორალი, თავისი წესებითა და კანონებით, ინტერესდება არა მარტო საზოგადოების ფუნქციონირებით, არამედ ადგენს ინდივიდუალური იდენტობის ძირითად ნიშნებს.

აუცილებელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ კოლექტიური და ინდივიდუალური მორალი. ტრადიცილიულ საზოგადოებებში ეს მორალი ხშირად ირევა ერთმანეთში, მაგალითად: ისლამური საზოგადოებები . მსგავსი ტიპის სოციუმში ინდივიდუალური და კოლექტიური მორალი ხშირად ირევა, რადგან საზოგადოებრივი და ინდივიდის პირადი ცხოვრება მჭიდროდაა ურთერთდაკავშირებული. მსგავს სცენარში, რომელიც დიდიხანია დომინირებს ადამიანთა მოდგმაზე, მორალი, შეიძლება ითქვას, შემუშავებულია რელიგიასთან ერთად და საკრალურსა და სეკულარულს შორის თითქმის ყოველგვარი ზღვარი წაშლილია.


ამ ტრადიციულმა, გამაერთიანებელმა მოდელმა, რომელიც კარნახობს ადამიანებს ინდივიუალური ცხოვრების წესს: როგორ და რატომ?, უკანდახევა ჯერ ისევ კლასიკურ საბერძნეთში დაიწყო, დემოკრატიის ეპოქაში. ახალი ურბანული ძალები გამოდიან ფამილარული და ავტორიტარული ცხოვრების წესის წინააღმდეგ, რომელსაც მთელი რელიგიური პოლიტიკური ორგანიზაცია ეფუძნებოდა.



image

რენესანსისის ეპოქაში რელიგიურმა მორალმა აშკარად კიდევ უფრო უკან დაიხია, კიდევ უფრო დააშორა ერთმანეთს და უკეთ გამიჯნა საკრალური და რელიგიური, საერო და სასულიერო ცხოვრება. ახალ ფინანსურ და საბაზრო ეკონომიკის ფორმების ჩასახვას, რომელსაც ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, თან ერთვის კორუფცია და ვატიკანის სკანდალები, სამეცნიერო რევოლუცია, კოერნიკის და გალილეის ასტრონომიული თეორიები, რომლებიც ბიბლიის საწინააღმდეგოს მეტყველებენ, ეს იყო, ფაქტობრივად, ახალი სამყაროს აღმოჩენა, რომელმაც კულტურის ჰორიზონტის ხაზი გადაადგილა. ადამიანების აზროვნებაში თვისებრივად ახალი ერა დაიწყო, შეირყა კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტი. შემდგომ, ჩნდება ლუთერანული რეფორმა, რომლის მესაძირკვლეც გერმანელი ბერი-მარტინ ლუთერი გახლდათ. ეს რთული ეპოქაა და ხასაითდება რელიგიური ომებით თავად ქრისტიანობის შიგნით.

image

image

საუკუნეთა განმავლობაში, ეკონომიკური პროგრესი ახერხებს ერთმანეთს დაუპირისპიროს სხვადასხვა გაერთიანებები, შეასუსტოს ტრადიციების და ეკლესიის გავლენა და იზოლაციაში მოაქციოს ინდივიდი. ეკონომიკური ლოგიკა თავისებურ მორალს ავითრებს: მაქსიმალური სარგებლის ძიება და მხოლოდ პირადი ინტერსები.

ინდუსტრიული რევოლუცია მთლიანად აფორიაქებს კონტინენტის სოციალურ საფუძვლებს. უკანასკნელ ათწლეულებში სხვადასხვა ხელოვანის და მოაზროვნის გამოჩენამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა განმანათლებლების იდეები, მაგალითად: ნიცშე. მუდმივი პროგრესის იდეა, მატერიალურის თუ მორალურის, იმ დროის იმედი, როცა გონი გაიმარჯვებს და, როდესაც მეცნიერების განვითარება მოიტანს საყოველთაო ბედნიერებას -ეს იდეა და ეს იმედები თმობს მინდორს. ეკონომიკური კრიზისები ერთმანეთს ებმის. პირველი მსოფლიო ომი, ევროპული სამოქალაქო ომები პროგრესის იდეას ჩრდილს აყენებენ. მეოცე საუკუნის ტრაგედიები, როგორიც იყო აუშვიცი, დიდ დაღს ასვამს ადამიანთა გონებას.

image


დღეს, ისევე, როგორც ყოველთვის, რამდენჯერაც პრობლემა წარმოიქმნება, ერებს შორის ძალაუფლება ყოველთვის იმარჯვებს ცივილიზაციასა და მორალზე. თუნდაც მეოცე საუკუნე გავიხსენოთ : “ცივი ომი“, კოლონიებისთვის ბრძოლა, დიდი გენოციდი აფრიკაში და კამბოჯაში, მოქმედებს როგორც კოლექტიური აზროვნების მომშლელი ფაქტორი. საზოგადოებაზე ეკონომიკური წნეხი იზოლაციაში აქცევს ინდივიდებს და უბიძგებს გამალებული კონკურენციისკენ.

ტრადიციულ ღირებულებათა გადაფასება, მათთვის საფუძვლის გამოცლა აიხსნება ალტერნატიული აზროვნების გაჩენით, რომელიც უფრო კულტურული და ფსიქოლოგიური აღმოჩნდა. საუკუნეების განავლობაში გვწამდა, რომ ღმერთს თავისი ავტორიტეტის ნაწილი მინდობილი ჰქონდა არჩეული თუ დინასტიური სუვერენებისთვის, ოჯახის მამაებისთვის და ასე შემდეგ, რამაც არაცნობიერად ჩამაოაყალიბა “ მამობრივი, პატრიარქალური კომპლექსი“. კავშირი ამ მასკულინურ სახეებს შორის საკმაოდ მყარია. კოლექტიური თუ ინდივიდუალკური მორალი, პატრიარქალური ცნობიერება, რჩებოდა თითქმის უდავო და უცვლელი, აიხსნებოდა რა ბუნების კანონით. ახლა ვიცით, რომ საქმე ასე მარტივად არაა. დღეს ადამიანები გამუდამებით დავობენ იმის გარშემო, რაც საუკუნეების განმავლობაში ითვლებოდა აქსიომად. შესაბამისად, ღირებულებებათა კრიზისს, კოლექტიური საზოგადოებების რღვევას და ინდივიდუალიზმის წინ წამოწევას თავისი ისტორიულ-სოციალური მიზეზები გააჩნია.


0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0