x
image
კატაპულტი
ერგნეთის ბაზრობა და მისი ავკარგიანობა საქართველოსათვის
image
ერგნეთის ბაზრობა ოდესღაც მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენდა შიდა ქართლის რეგიონში, თუმცა 2004 წელს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იგი დაიხურა.მიზეზად კი კონტრაბანდა, კორუფცია და კრიმინალი დასახელდა, რომელიც იქ სუფევდა.

საინტერესო იქნება, განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ერგნეთის ბაზრობას საქართველოსათვის და რა უარყოფითი მხარეები გააჩნდა მას:

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის სავაჭრო ურთიერთობებმა ხელი შეუწყო ოსი და ქართველი ხალხის დაახლოებას.მაშინ, როდესაც 90-იან წლებში მომხდარმა მოვლენებმა ცხინვალი დაგვაკარგინა, ერგნეთის ბაზრის მეშვეობით მოხდა ერთგვარი “შერიგება", ოსებსა და ქართველებს საერთო ინტერესები გამოუჩნდათ.ბაზრის დახურვამდე როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს შეეძლო ცხინვალის და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილებულიყო.

გარდა ამისა, ერგნეთის ბაზრობა ძალზედ მომგებიანი იყო შიდა ქართლის გლეხობისათვის, რადგან მათ მიერ მოყვანილი ხილი (რაც ყველაზე მეტად გასავლიანი იყო ერგნეთში) სოლიდურ ფასად იყიდებოდა და თანაც დღევანდელთან შედარებით ნაკლები იყო ტრანსპორტირების ხარჯი, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ ნულის ტოლი(ოსები სახლში აკითხავდნენ ხილის მეპატრონეებს საქონლის შესაძენად).გლეხის მოყვანილს, ცხინვალის გზით, გასავალი ჰქონდა რუსეთშიც, ეს კი საქართველოს სხვა რეგიონის გლეხებსაც აძლევდა შესაძლებლობას თავიანთი საქონელი ერგნეთის ბაზრობაზე გაეყიდათ.


რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომელიც ერგნეთის ბაზრობას ახასიათებდა, ეს ნამდვილად იყო კონტრაბანდა, რადგან რუსეთიდან შემოსული საქონელი არ გადიოდა არავითარ საბაჟოს.ქართული მხარე გამშვებ პუნქტს ვერ გააკეთებდა ერგნეთში, რადგან ის არ იყო ქვეყნის საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიარებულიყო “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა".

კონტრაბანდის გარდა, ერგნეთსა და მთელს გორის რაიონში გაბატონებული იყო კორუფცია, რადგან ბაზრობაზე მხოლოდ სურსათი და საყოფაცხოვრებო საქონელი არ იყიდებოდა, იყო ნარკოტიკებისა და იარაღის “შავი ბაზარიც".ასევე ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში გატაცებული მანქანები ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელიც ქართველების მიერ ვერ კონტროლირდებოდა.ავტომობილების გარდა, იყო ფაქტები, როდესაც ქართველების გატაცება მოხდა ან მათი დაყაჩაღება.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ერგნეთის ბაზრობა დიდი მნიშვნელობისა იყო კონფლიქტის რეგულირების მხრივ, ასევე შიდა ქართლის(ძირითადად) გლეხობისათვის.შესაბამისად, მისი ხელაღებით დახურვა არ შეიძლება დადებით მომენტად ჩაითვალოს საქართველოს ისტორიაში.უფრო გონივრული იქნებოდა, ალბათ, იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა მიზეზითაც ბაზრობა დაიხურა.

2012 წლის 15 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა გორში თავის ამომრჩეველს დაპირდა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად აღადგენდა ერგნეთის ბაზრობას კანონიერების ფარგლებში, თუმცა ...დღეს ის ასე გამოიყურებაimage

0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0