x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაახარეთ პატარები სახლში დამზადებული კინეტიკური ქვიშით
კინეტიკური ქვიშა შვედეთში გამოიგონეს და მთელ მსოფლიოშია პოპულარული.მას არა მხოლოდ გასართობად, თერაპიული მიზნებისთვისაც კი იყენებენ, როგორც სარელაქსაციო და ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესელ საშუალებას, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებშიც კი.


image

“ჭკვიანი" ქვიშა პლასტელინის თვისებებითაც გამოირჩევა, მას შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმების დახმარებით სასურველი სახე მისცეთ, გამოძერწოთ, ააშენოთ და ა.შ.

ქვიშით თამაში ავითარებს მოტორიკას, წარმოსახვას, ყურადღების კკონცენტრირების უნარს გამოუმუშავებს ბავშვს, ხსნის აგრესიას, გაღიზიანებას, დაძაბულობას, კარგად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე.



კინეტიკური ქვიშის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

ქვიშა-4 ჭიქა-აუცილებლად წმინდა, სუფთა ქვიშა უნდა იყოს, ზოომაღაზიებში შეგიძლიათ მისი შეძენა

კარტოფილის სახამებელი-2 ჭიქა

წყალი-1 ჭიქა

აურიეთ ჭურჭელში ქვიშა და სახამებელი და დაამატეთ წყალი. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ, მასა ძალიან სველი არ უნდა იყოს. მომზადების დროსვე დაუმატეთ რამდენიმე წვეთი სასურველი ფერის საკვები საღებავი, რომელსაც საკონდიტრო მაღაზიებში შეიძენთ და ფერადი ქვიშაც მზადაა.

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0