x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როგორია საქართველოში სტუდენტური ცხოვრება და რა შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს?


სტუდენტური ცხოვრება საქართველოში, როგორც ამბობენ, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე იყო. ახალგაზრდებს აქვთ უამრავი შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ სულიერი საზრდო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისგან და რაც მთავარია, მომავალში პროექტებიდან მიღებული გამოცდილებით წარმატებულად დასაქმდნენ.




image



ცოტა ხნის წინ

"საქართველოს სტუდენტთა დემოკრატიულ კავშირსა" და "ევროპის კრეატიულ ახალგაზრდობათა" საერთშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც აღნიშნული ორგანიზაცია მისცემს საშუალებას ქართველ სტუდენტებს მიიღონ განათლება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.




"საქართველოს სტუდენტთა დემოკრატიული კავშირი" ჩამოყალიბდა 2016 წლის მაისში და მისი მთავარი მიზანია სტუდენტებისათვის უკეთესი გარემოს შექმნა, მათი უფლებების დაცვა და განვითარების ხელშეწყობა.


გთავაზობთ ინტერვიუს "საქართველოს სტუდენტა დემოკრატიული კავშირის" პრეზიდენტ ნიკოლოზ ოქროჯანაშვილთან.


- ნიკოლოზ, პირველ რიგში, გვითხარით მემორანდუმის შესახებ, რა შესაძლებლობას აძლევს იგი სრუდენტებს?


- ჩვენმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების განვითარებას, მათი განათლების ხელშეწყობას ევროპის წამყვან ქვეყნებში, უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 22 მაისიდან ევროპის უნივერსიტეტებში საქართველოს სტუდენტები შეძლებენ გამგზავრებასა და განათლების მიღებას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა სტუდენტს ეს წარმატება. ჩვენ ასევე ვგეგმავთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ჩართვას.



image


- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა პროცესებზეა საუბარი?


- დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, რომ რეკომენდაციის სახით მივიღოთ მხარდაჭერა და აქტიურად ვიყოთ ჩართული სწავლის დონის ხარისხის კონტროლში, მაგალითად, როგორ აბარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამოცდებს სტუდენტები, რამდენად ეფექტურია სასწავლო სისტემა, რამდენად მორგებულია სასწავლო გარემო სუდენტებზე და ა.შ - ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების დონეს. გვსურს, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში შეიქმას ისეთი სისტემა, რომელიც გამოააშკარავებს იმ უნივერსიტეტების დონეს, რომლებიც ან თავს იწონებენ თავის სწავლა განათლების პროგრამით ან უკანა ადგილზე არიან გადასულნი უსახსრობისა და ბიუჯეტის გამო. ჩვენ ვაპირებთ სამართლიანი ფონის შექმნას მთლიანად განათლების სისტემაში, ასევე აქტიურად ჩავერთვებით თვითმართველობის არჩევნებში, რომელსაც ბევრი ხარვეზი აქვს, ამიტომ საუნივერსიტეტო შიდა არჩევნებსაც დავაკვირდებით, ჩვენი მიზანია - თითოეული სტუდენტის უფლება იყოს დაცული მთელი საქართველოს მასშტაბით.



- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ საქართველოს განათლების სისტემასა და ახალგაზრდების სტუდენტურ ცხოვრებას?



- ჩემი აზრით, როგორც ბევრია პრობლემა და ხარვეზი, ასევე ბევრია პოზიტიური სიგნალიც, მიმაჩნია, რომ ჩვენი საზომი დღეს ევროპა არ უნდა იყოს რამეთუ ევროპული საზომით თუ შევხედავთ ჩვენს დონეს, მაშინ ძალიან ცუდ პლათფორმაზე აღმოვჩნდებით, ჩვენი ქვეყანა ხომ ახლა იწყებს განვითარებას და თუ ჩვენ ამ ფონს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოვა ის, რომ ჩემს ქვეყანაში პოზიტიური ფონი უფრო ჭარბობს ვიდრე ნეგატიური, შესაბამისად, ასევეა სტუდენტებშიც, მე უბრალოდ გამოვყოფდი ერთ განსაკუთრებულ პრობლემას და დავამატებდი იმას, რომ ჩემთვის პირადად, როგორც ერთი ჩვეულებრივი საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, არის განსაკუთრებული პრობლემა - ეს არის უსახსრობა, რასაც ჩვენი სტუდენტების დიდი ნაწილი განიცდის, ამიტომ საჭიროა მათ შევუქმნათ შესაბამის სასწავლო გარემო და მოტივაცია, საჭიროა, თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა - მიიღოს ხარისხიანი განათლება და განვითარდეს.




თქვენთვის საინტერესო:

1. "ხელოვნების სახლი" - იდეა, რომელიც რეალობდა იქცა


image

2. " So Far, So Good” - ძალიან ლამაზი მეგობრობისა და სიყვარულის დასაწყისი


image


3. როგორ მივაღწიოთ მიზანს? - უილ სმიტის მონათხრობი


image

1
198
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
198
  
2018, 9 ივნისი, 0:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1