x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოთახის მცენარეები–გრიპის და უძილობის უებარი საშუალება
image

მცენარეებმა შეიძლება გაალამაზოს თქვენი ბაღი ( თუკი გაქვთ, რა თქმა უნდა), მაგრამ მათ უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ თქვენთვის.


ნასას და ამერიკული კოლეჯის სწავლულებმა ჩაატარეს კვლევა იმის თაობაზე, სასარგებლოა თუ არა მცენარეები თქვენს საძინებელ ოთახში.


სწავლულებმა გამოიკვლიეს, მართლა აუმჯობესებს თუ არა ოთახის ყვავილები თქვენს ჯამრთელობას, ძილს, ასუფთავებს თუ არა ჰაერს, ამცირებს თუ არა სტრესს და შფოთვებს.

აღმოჩნდა, რომ კი, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი.


აქ ჩამოთვლილია მცენარეები, რომლებიც აუცილებელად უნდა გქონდეთ სახლში და რატომ:

1. არეკას პალმა


image


ლიდერია ჰაერის გამწმენდის ეფექტურობაში. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს პალმა ძალიან კარგია მათთვის, ვინც ხშირად ცივდება ან აქვს სინუსიტი - ეს ნამდვილად ხელს უწყობს სუნთქვის შემსუბუქებას.


2. ალოე ვერა.


image

ასევე ძალიან კარგად წმენდს ჰაერს. იგი დიდი უპირატესობით სარგებლობს, რადგანაც მას ნაკლები მოვლა სჭირდება.

ალოე ვერა განუწყვეტლივ გამოყოფს ჟანგბადს, მთელი ღამის განმავლობაში, ასევე ებრძვის ბენზოლს (რომელსაც შეიცავს სარეცხი საშუალებები და პლასტმასის შემადგენლობაშია).


3. ინგლისური სურო.


image

იდეალურია თქვენ საძინებელში. ამერიკელმა მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ინგლისურ ლიანას 12 საათში შეუძლია განეიტრალოს ჰაერის ნალექის 78% და ორთქლის ნესტი.


4. ჯუჯა პალმა.


image

ეს მცენარე გვალვაგამძლეა და მუდმივად, შესანიშნავად ასუფთავებს დაბინძურებულ ჰაერს შებობაში, განსაკუთრებით საღებავების და ლაკის ორთქლს.


5. ბოსტონის გვიმრა.


image


ეს მცენარე იმ მცენარეების ათეულში შედის, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერის გაწმენდა. NASA- ს მეცნიერებმა ასევე დაადასტურეს, რომ იგი ექვემდებარება ტოქსიკური გაზის ფორმალდეჰიდის ნეიტრალიზებას.


6. აგლაონემა.


image


ჩინური მარადმწვანე მცენარის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია გაიზრდოს ისეთ ოთახში, სადაც საკმარისი განათება არაა. მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ანადგურებს ტოქსინებს.


7. სპატიფილიუმი


image


მეცნიერებმა გაიანგარიშეს, რომ ამ მცენარემ შეიძლება გაწმინდოს ჰაერი და გააუმჯობესოს იგი 60% -ით. მისი ფოთლები ასევე ანადგურებს ობის სპორებს.


8. ქლოროფიტუმი


image


ეს მცენარე ობობას ფეხებივით სწრაფად იზრდებადა და შეუძლია შენობაში ჰაერის 90% გააუმჯობეს. ეს განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს ალერგია ოთახის მტვერზე.


9. რაპისი


image


ოთახის მცენარეა, რომელსაც აქვს ფორმალდეჰიდიგან, ამიაკისა, ტოლუოლის და კსილოლისგან ჰაერის გამწმენდი ფუნქცია.


10. ბენიამინის ფიკუსი.


image

ეს მცენარე, დაბინძურებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს თავისუფლად ასუფთავებს (ხალიჩების, ავეჯის და ა.შ.). იგი ფორმალდეჰიდის, ბენზენსა და ტრიქლოეთჰილინს აქრობს.

გაქვთ ეს მცენარეები ოთახში? გირჩევთ სასწრაფოთ შეიძინოთ. გაუზიარეთ სტატია თქვენს ახლობლებს, მაშინაც კი, თუ მათ ეს იციან.


0
324
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0